ყოველმან ჩემმან მპოვნელმან

“ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის,უფრო გულწრფელს”
ოთარ ჭილაძე – “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”

ოთარ ჭილაძს “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან ” წავიკითხე, დღეს დავამთავრე და სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ, ალბათ კიდევ კარგა ხანს ვიქნები ასე. საოცარი წიგნია, ყველა სიტყვაში დევს რაღაც, რაც უნდა იპოვო, შეიგრძნო, რაღაც ისწავლო მისგან.
ამ წიგნში ვიპოვე საკუთარი აზრები, ლამაზად და ბრძნულად ჩამოყალიბებული, ვიპოვე პასუხი უამრავ კითხვაზე, რაც მთავარია ვიპოვე ის რაც წლების მანძილზე მომცემს ძალას გავუმკლავდე ცხოვრებას.

წიგნი აღწერს იმ ჯაჭვურ რეაქციას რომელსაც ერთი ადამიანის ცოდვა იწვევსეს, ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და შედეგად რემდენიმე თაობა იტანჯება წინაპრების ცოდვების გამო. “ცოდვა ყარს და არა სიკვდილი. -ხმას აუწია ზოსიმე მღვდელმაც, თუმცა ისევ კეთილად, გულუბრყვილოდ უჟუჟუნებდა თვალები” ქაიხოსრო მაინც ვერ მიხვდა დანაშაულს და წლების შემდეგ კი უკვე   მისი 15 წლის შვილიშვილი იტანჯება ამ სიმყრალით: ”-ყარს, ყარს… ყველაფერი ყარს.-ანჩხლდებოდა ანეტა”…..   

მონაკვეთები, მართალია, მთლიან წარმოდგებნას ვერ შეგიქმნით წიგნზე, მაგრამ იმედია მისი წაკითხვის სურვილს ყველას გაუჩენს.  

”რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს როცა რამე აწუხებს,ანდა სიამოვნებს?იქნებ იმიტომ,რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს,მარტო დარჩეს თავის წუხილთან,თუ სიამოვნებასთან ერთად,რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის…”
”დარწმუნებული ვარ,ადამიანს ოდესღაც მართლა რომ ჰქონდა უკვდავების წამალი,მაგრამ თვითონვე გაანადგურა იგი,რადგან ვერ ჩაწვდა უკვდავების აზრს.უფრო სწორედ,იმის წარმოდგენამ შეზარა მარადიული მოწმე რომ იქნებოდა საკუთარი,თუ სხვისი მონობისა,მაგრამ მაინც ვერ შეელია უკვდავებას და ღმერთი მოიგონა.კი არ მოიგონა,უკვდავებაზე სინანულმა გაუჩინა ღმერთი,უკანონო შვილივით,რადგან ღმერთი სხვა არაფერია,თუ არა-სინდისის ქენჯნა,მოწმისათვის განკუთვნილი სასჯელი,რომელიც ხელს უშლის ადამიანს მოიშოროს მონობისკენ მიდრეკილება.ხოლო სანამ ადამიანი მონაა,სულერთია,ჭლექი მოკლავს იმას თუ ღორმუცელობა.”

”როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს”.

 -მეც ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ვისაც უნდა მეკამათოს, ჩემი აზრით, თუნდაც ქმარზე ჯვარდაწერილი და ქმრის ერთგული ქალიც კი მეძავია, თუკი ამ ქორწინების მიზეზი ანგარებაა…

”ადამიანი წისქვილივითაა,რასაც დააყრი,დაფქვავს,მაგრამ წისქვილისგან განსვავებით,ის მაინც უნდა იცოდეს,რასა ფქვამს.”
 
 ”დედა სხვაა და ცოლი სხვა,დედა შეიძება კუზიანი იყოს და გიყვარდეს,სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს,რადგან იმის გაჩენილი ხარ,ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე,გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება.ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი,თუ გიჟი დედის გამო,რადგან იმავე ღმერთმა,რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა,სხვებს-თავისთავად,შენი განკითხვის საშუალება მოუსპო.”                                                                                      
”ცოლი კი სხვაა,ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ,რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი,მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი.ეს უკვე ბედის საქმეა,ბედის კი არა-უბედობის.”
 ”ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა,-დედისა კი ვერა.დედის დათმობაც არ შეიძლება,რადგან არ მოიპოვება,არც აირჩევა,არც გაიყოფა,შენიც იმდენია,რამდენიც შენი ძმისა,ორნი კი არა,შეიძლება ათნი იყოთ,დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.”
 
“ქალი,როცა სიყვარულს უხსნიან,მიწას დასცქერის,თითქოს იქ,მიწის დაღარულ სახეში ამოიკითხავს პასუხს,თითქოს სანამ მიწა არ მისცემს ნებას,უფლება არ აქვს,აჰყვეს გულისთქმას.ქალი მიწაზე წვება წვება,როცა უყვარს,ანდა როცა მშობიარობს,და სადაც არ უნდა დაწვეს იგი,ყველგან შინაა,უფრო სწორედ,სადაც ქალი წევს,იქაა ყველასთვის მარადიული სახლი,იმისთვისაც,ვინც ბრმად,ვნებისმიერ ნეტარებას აყოლილმა ახალი სიცოცხლე უნდა ჩასახოს და იმისთვისაც,ვინც ვნებისმიერი ნეტარების შედეგად ასევე ბრმად უნდა დაიბადოს.დაწოლილი ქალი ღვთაებაა,ის ქმნის,რადგან უყვარს, უყვარს, რადგან ქმნის.”
 
”სამშობლო ოჯახიდან იწყება და თუ ოჯახს მოუშლი კაცს,ცოლს გაუბახებ,შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ,მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწაწყლად იქცევა მხოლოდ,საძოვარს და სათეს ფართობად,რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება,რადგან ცის ქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია,მაგრამ იმას,ოჯახმოშლილს,ცოლგაბახებულს,შვილდაკარგულს,ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია,არამედ მაწანწალა,რომლისთვისაც უკვე სულერთია,რომელ ცის ქვეშ,რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.”

ასე რომ, თუკი ეს წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ ეს ახლავე უნდა გააკეთოთ. თუ სახლში არ გაქვთ უნდა წახვიდეთ, იყიდოთ ან ვინმეს გამოართვად. მეც მათხოვეს და ახლა უკან დაბრუნება მენანება, ვინც მათხოვა, გახაზული აქვს კარგი ფრაზები, მაგრამ მე თუ მკითხავ ამ წიგნში ყველა სიტყვა გასახაზია… აუცილებლად ვიყიდი უახლოეს მომავალში და ამ საოცარი მწერლის სხვა წიგნებსაც მოვაყოლებ.

Advertisements

2 thoughts on “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან

  1. შეგიძლია დამეხმარო ? ქართულში მაქვს დასაწერი თემა და ვერ ვწერ რაღაც ეპიზოდი მაქვს მოცემული თუ შეძლებ elene_ele601 დამიმატე სკაიპში და დამაწერინე რა ❤

    • დაგამატე მაგრამ მგონი გვიანია 😦 კიდევ თუ რამე შემეძლება დაგეხმარები, ოღონდ დახმარება თემის დაწერას არ გულისხმობს რა თქმა უნდა…. მკითე რაც გინდა თუ რამე გაუგებარი გაქვს ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s