გზაზაე ერთი კაცი მიდიოდა

Image

  “ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!..”  

ყველამ იცის მითი არგონავტებზე, ოქროს საწმისზე… ერთი შეხედვით, სწორედ ეს მითი უდევს საფუძვლად ოთარ ჭილაძის ამ წიგნს, მაგრამ სინამდვილეში ”გზაზაე ერთი კაცი მიდიოდა” ბევრად უფრო ფართო მასშტაბისაა, ამ ერთ  წიგნში აბსოლიტურად ყველაფერია… მწერალს შეუფასებელი არაფერი დარჩენია. განსაკუთრებით საინტერესოა,როგორ აღიქვამს იგი ქალს, მამაკაცსა და მათ ურთიერთობას. ამ ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე უამრავი ციტატის გამოყენებას, მაგრამ რა საჭიროა ჩემი სიტვებით გადმოვცე  მისი აზრი როცა მწერალმა უკვე გასაგებად და ლამაზად თქვა:

” მთლიანად არცერთი ქალი არ ნებდება მამაკაცს, მას ყოველთვის რჩება პატარა, ხელუხლებელი, შეუვალი მიწა, სადაც მისი დამარცხება არავითარ ძალას არ შეუძლია.” 

” ნამდვილმა მამაკაცმა…. იცის, რა უნდა, რატომ ინდა, როდემდე უნდა..”

“ქალი კი მხოლოდ მაშინაა სანდო, როცა უყვარხარ”

”ყველა ქალს ქმარიცა და ოჯახიც თავისთვის უნდა და არც გაემტყუნება, როცა მოეპრიანება მაშინ წამოწვება, ხან მოხრაკულს მიართმევს, ხან კი ხმელა პურძე გადაატარებს ოჯახს. თუ სტუმრად ეწვევი, მული ხარ, მაგრამ თუ შეეხიზნები – მუმლი.  – ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო. 😀

”გამოცდილებით იცოდა, (იასონმა) რომ მახვილის, ისევე როგორც ქალის, ტყუილუბრალოდ გაშიშვლება სირცხვილი იყო და მეტი არაფერი, თავლაფის დასხმა.”

“მაგრამ ჯერ სანამ ის უცნაურად მომღიმარი უცხოელი (მედეას იასონი) უვნებლად ეგულებოდა, სიკვდილი არ შეეძლო, უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო და სიყვარულის მთელი ავანჩავანიც ეს იყო სწორედ.”

მაოცებს, როგორ ახერხებს ეს ადამინაი ყველა საკითხი ისე დახატოს აზრი ეკარგებოდეს დროს, ადგილს, მისი თითოეული სიტყვა ნებისმიერი საუკუნის, ნებისმიერი ეროვნების ადამიანისათვის შესაბამისი და გამოსადეგია…

InstagramCapture_26627b27-cea4-4b34-bb1b-c5539a2af3f1_jpg

 ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ასე გენიალურად დახატოს ადამიანმა უბრალო გრძნობები და ემოციაბი:

” შიშს უწამწამო თვალები ჰქონდა, უკბილო პირი და ნიკაპზე დორბლი ჩამოსდიოდა.”  

”ბავშვი დროის ყველაზე უტყუარი საზომია, მისი ყოველდღიური ზრდა, შენი ყოველდღიური დაბერებისა და დაუძლურების დამადასტურებელია, რაც ბავშვს ემატება, ის შენ გაკლდება და რასაც ბავშვი უახლოვდება, შენ  იმას შორდები, თითქოს უხილავი ბორბლის მანებზე ხართ მიბმული ერთმანეთის გვერდით და ის ბორბალი, თქვენთვის შეუმჩნევლად, ბრუნავს. ბავშვისთვის რომ თენდება შენთვის ღამდება.”

ეს უბრალო წიგნი არაა… აქ მთელი ცხოვრებაა ჩატეული და უკვე მგონია რომ ამ კაცის ყველა წიგნი ასეთი უნდა იყოს. ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ ყველას…

”…ცხოვრება  კი ბრმა იყო, უგულო და უპოვარი, ძირგახვრეტილი გუდით ორ  დღეს დაატარებდა, ორ ლეკვს, თეთრსა და შავს, ერთს სიცილისა ერქვა , მეორეს კი – ცრემლისა, რომელიც ხელში მოხვდებოდა, იმას ამოიყვანდა ხოლმე გუდუდან, თვითონ კი იჯდა, მზეს ეფიცხებოდა, ბებერ ძვლებს ითბობდა და ლიბრგადაკრულ თვალებს აფახულებდა.” 

”პეპელა ბრმაა… პეპელა რომ ბრმა არ იყოს, ჩამოსაჯდომი ყვავილის არჩევასაც ვერ მოასწრებდა, ყველა ყვავილი ერთნაირად მოხიბლავდა, ერთნაირად მიიზიდავდა და იმასაც უნდა ეწვალა, ეყოყმანა და ამ წვალებასა და ყოყმანში მოკვდებოდა კიდეც. ახლა კი უფრო მეტსაც ასწრებს და უფრო მეტ ყვავილსაც პოულობს, რადგან ბრმაა და არჩევანის უნარი არა აქვსო – ამბობდა აფრასიონი და მოდი ნუ გაგიკვირდებოდა ამ ცეროდენა ბავშვისაგან ასეთი ლაპარაკი.”  

1013142064

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s