ისევ მე

Image

 

 

 

მას შემდეგ რაც ეს დავწერე დიდი დრო გავიდა. ეგ იყო პირველი პოსტი, რომელიც მეც არ ვიცი რატომ დავწერე, არასდროს მეგონა, რომ ბლოგერობა მენდომებოდა და გამომივიდოდა… (გამომივიდაა? მგონი ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა…) ერთი სიტყვით რატომღაც დავიწყე წერა, ალბათ მინდოდა უბრალოდ ემოციები სადმე წამეღო. წარმატებული ბლოგერი ვერ ვარ მაგრამ, სამაგიეროდ, მთავარი მიზანი შესრულებულია, ძველ ჩანაწერებს გადავხედე და აღმოვაჩინე რომ აღარ ვარ ისეთი დეპრესიული, დაბნეული, საკუთარ თავში გაურკვეველი…. ეს ყველაფერი სულ რაღაც 4 თვეში შეიცვალა. ახლა კი მივხვდი რა ყოფილა ბლოგის მთავარი პლიუსი. ამით შენ აკონტროლებ საკუთარ თავს, ადარებ გუშინდელ და დღევანდელ პოსტს და ხვდები რომ გაზრდილხარ. ამას ხომ ისედაც ყველა ადამიანი აკეთებს, არაა? ზოგს ბლოგი სულაც არ სჭირდება, ადრე მეც არ მჭირდებოდა, მაგრამ თურმე ასე ბევრად ადვილია დაისახო მიზნები, დაწერო აქ, მერე კი ადვილად გადაამოწმო რა შეასრულე და რა არა. პირველ პოსტში მეწერა რომ არ ვიცი ვინ ვარ…  მე ეს შევძელი, გავიგე და სხვების დახმარება სულ არ დამჭირვებია, ხო ნამდვილად არავის შეუწუხებია თავი ჩემს დასახმარებლად. ერთი კომენტარი რა გახდა? მე არასდროს მენანება მოწონება და კმენტარი, თუ პოსტს ვკითხულობ აუცილებლად ვიწონებ, ხშირად ვაკომენტარებ კიდეც. აქ კიდევ შემობოდიალდება ვიღაც, მოინახულებს რამდენინმე პოსტს და გაბოდიალდება :დ მიშლის ნერვებს, ალბათ ისევ ჩემი ბრალია, ვერ ვწერ კარგად და ბოლომდე არც არავინ კითხულობს რამეს. მწერლად რომ არ ვარ დაბადებული მეც ვიცი. უბრალოდ ხანდახან ნერვები მეშლება, მე რომ 10 პოსტს დაგილაიქბ ხომ შეიძლება მოგივიდეს აზრად, შემოხვიდე და ერთი უვარგისი პოსტი მაინც დაალაიქო ზრდილობის გულისტვის. :დ ეს ისე ხუმრობით, მგონი ძალიან გადავუხვიე თემას.

იმას ვამბობდი, რომ ერთი მიზანი მიღწეულია, შემდეგი არის, ახლო მომავალში, ჩაბარება და გრანტი, ამის შესახებ აგვისტოში დავწერ :)) რაც შეეხება უფრო გრძელვადიან გეგმებს, უნდა გამოვიდე კეთილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი :დ რთული კი იქნება მაგრამ შევძლებ ალბათ….

იმედია სხვა გეგმებსაც ისე არ შევასრულებ, როგორც ამას პოსტის წერის შემთხვევაში ვაკეთებ. წერას რომ ვიწყებ ყოველთვის სულ სხვა რამის დაწერა მინდა ხოლმე და ბოლოს სულ სხვა რამ გამომდის :დ მერე ვიტყვი რატომ არავის მოსწონსო….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s