ოპერის აჩრდილი

არის რამე უფრო ლამაზი ვიდრე ეს ფილმი? რა თქმა უნდა…. სამყარო უამრავი ასეთი სილამაზითაა სავსე, მაგრამ ყველა როდი ხედავს ამას… მე მიხარია რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია დატკბეს ჩამავალი მზის ცქერით, უბრალო, პატარა ყვავილის მოფერებით და თუნდაც, ლამაზი ადამიანის ლამაზი სულის ამოცნობით….. არამგონია ბევრნი ვიყოთ…

ეს ფილმი ერთ-ერთი ულამაზესი და უსაყვარლესი ფილმია მათ შორის რაც კი ოდესმე მინახავს. ვუყურებ, ვუყურებ და არ მბეზრდება, სიგიჟემდე მიყვარს… რატომ? სიყვარული ხომ მაშინაა ნამდვილი როცა არ შეგიძლია თქვა, რატომ… არ ვიცი რატომ, უბრალოდ მიყვარს… ულამაზესი მსახიობები, კიდევ უფრო ლამაზი მუსიკა და შინაარსი…

მუსიკა ვებერს ეკუთვნის…. აი რას ამბობს ის ფილმის შესახებ:

“The film looks and sounds fabulous and I think it’s an extraordinarily fine document of the stage show. While it doesn’t deviate much from the stage material, the film has given it an even deeper emotional centre. It’s not based on the theatre visually or direction-wise, but it’s still got exactly the same essence. And that’s all I could have ever hoped for.”

— Andrew Lloyd Webber

ოპერის აჩრდილი ყველასთვის ამოუცნობი პიროვნება იყო, იგი  ოპერის ჯურღმულებში იმალება, ისე რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის მისი არსებობის შესახებ, იგი ემალება სასტიკ ადამიანებს, რომლებიც არავის პატიობენ ნაკლს, მითუმეტეს ფიზიკურს და თან პირდაპირ სახეზე… აჩრდილი გენიოსია… იგი მუსიკის წერას იწყებს და ყველასგან მორჩილებას მოითხოვს, ფაქტიურად იგი მართავს ოპერას… აჩრდილს კრისტინა უყვარდება,  მოცეკვავე, სიმღერას ასწავლის და წარმატებაც არ აყოვნებს. მაგრამ კრისტინას ეშინია მისი….

შინაარსი არც ისეთი მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, ყველას გვეცოდება აჩრდილი და გვიკვირს, რატომ არ შეუყვარდა იგი კრისტინას, მაგრამ ის ხომ მკვლელია… იმდენად კარგია ეს თითქოს ფარავს მის ჩადენილ დანეშაულებს მაგრამ მკვლელობა, თანაც უმიზეზო, ასე მარტივად გასამართლებელი არაა… თანაც კრისტინას, როგორც ჩანს, ბავშვობიდან უყვარს რაული, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. ხანდახან მაოცებს და მაშინებს საკუთარი თავი, რაულს ჩვეულებრივს ვუწოდებ და მკვლელი უფრო მომწონს…. ვერასდროს ავხსნი ამას… ალბათ ეს უბრალოდ ფილმი რომაა ამიტომ აღვიქვამა ამას მსუბუქად, ცხოვრებაში, ვფიქრობ, ვერასდროს შევიყვარებ მკვლელს, როგორი განსაკუთრებულიც არ უნდა იყოს. არა ხანდახან მართლა მეშინია, მაშინებს ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებული ადამიანების მიმართ….

 

ეს კიდევ ერთი  საოცარი სემღერაა ფილმიდან….

 

სიერა ბოგესიც ძალიან კარგად ასრულებს…. ეს ქალი კიდევ ერთი საოცრებაა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s