ჩემი არარსებული Love Story

ცოტა სასაცილოა… ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მართლა არ არსებობს… გიჩნდებათ კითხვა, თუ რამდენი წლის ვარ? 18,18 :დ ხანდახან მეც არ მჯერა… ისე რა არის საოცარი? მერე რა რომ არ მყოლია შეყვარებული? რა აუცილებელია? მე ხომ ცოტა რომანტიკოსი ვარ და მჯერა რომ ერთხელ ძალიან მაგრად შემიყვარდება… თუ ეს 18 წლის ასაკში არ მოხდება მოხდება 19, 20, 21… ან 81 წლის რომ ვიქნები :დ რატომაც არა?  

არ გეგონოთ რომ არასდროს არავინ მომწონებია ან არ მოვწონებივარ, ასეც რომ ყოფილიყო საერთოდ არ მეწყინებოდა, მაგრამ იყო ერთი-ორი ადამიანი რომელზეც რამდენიმე წუთით ან დღით გავიფიქრე, რომ ”ის” უნდა ყოფილიყო და ისეთებიც იყვნენ ძალიან რომ ეგონათ ვუყვარდი. სმწუხაროთ თუ საბედნიეროდ, ეს ორი სისულელე ერთმანეთს არასდროს დამთხვევია და სწორედ ამის შედეგია, რომ არასდროს მქონია Love Story… რა თქმა უნდა, მეც ვცდებოდი და ისინიც…

სხვათაშორის, არც ისეთი უგულო ვარ, როგორც ერთი შეხედვით ვჩანვარ, ნამდვილი ადამიანი არა, მაგრამ სამაგიეროდ  უამრავი პერსონაჟი მიყვარდა სიგიჟემდე… სულ პატარაობიდან, ასტრიდ ლინდგრენის კალე ბლუმკვისტიდან დაწყებული და შერლოკით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ  ბაჩანაზე (ნოდარ დუმბაძე, მარადისობის კანონი) თუ ოდესმე შვილი მეყოლა ბაჩანა უნდა დავარქვა ^_^ (მამასთნ შეთანხმებით :დ )

ეჰ…რას ვბოდიალობ :დ  მე კი ვიცი რომ ოდესმე ვინმე ის ძალიან შემიყვარდება, ბევრს ვიცინებ ამ პოსტზე, მაგრამ არ ვიცი მე თუ შევუყვარდები ისე ვინმეს, როგორც მინდა, მგონი ისე გადავერთე ვირტუალურ სამყაროში ნამდვილი ადამიანები ვეღარც მამჩნევენ. ისე ნამდვილად არ მიკვირს ბოლო წლეწბში რამდენიმე უერთგულესი მეგობრის გარდა  რომ არავის ვაინტერესებდი, ჯერ ისე როგორი საინტერესო ვარ  -_- და მერე  უკანასკნელი ფორმის დეპრესიაში… ახლა მგონი საბოლოოდ გამოვედი, ისე  ხანდახან კი წამომივლის ხოლმე, აი წინა პოსტს რომ ვწერდი მაგდაგვარი სიტუაცია იყო… ცოტა ზედმეტი მომივიდა….

Advertisements

2 thoughts on “ჩემი არარსებული Love Story

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s