გთხოვთ, იყავით ადამიანები….

პირველად დავიბენი, გავოცდი, მეორე დღეს სულ ვფიქრობდი, მესამე დღეს გაუჩერებლად ვუსმნედი ამ სიმღერას, მეოთხე დღეს უკვე მეტირებოდა…

ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ სიმღერა კარგია, შესრულება კიდევ უკეთესი, მე არც ამ ადამიანის იმიჯი მაღიზიანებს და ამ შემთხვევაში სქესი საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია ადამიანია, გადასარევი ხმა აქვს და ემოციურად სწორად ასრულებს ამ სიმღერას (არ ვიცი ეს ტერმინი რამდენად სწორია) ჩემი აზრით, ემოცია მაინც ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამ ნამღერით მე მან გამაგებინა, რას გრძნობს, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე: ეს არის სიმღერა სულის თავისუფლებაზე, იმაზე რაც ადამიანის შიგნით მიმდინარეობს როცა მას ტკივა და თან ბედნიერია, რომ ის ისეთია, არასდროს გახდება მათნაირი ვინც ასე სტკენს სულს. მუდმივად იცვლება, მაგრამ რაც მთავარია რჩება ადამიანად….
ჩვენ რატომ გვიჭირს, ვიყოთ ადამიანები არ ვიცი… ასე ძნელია? უბრალოდ უნდა მოგვწონდეს ის რაც მოგვწონს და პატივი ვცეთ ყველა დანარჩენს. ვიცხოვროთ ცვენი ცხოვრებით, ვიზრუნოთ საკუთარ ბედნიერებაზე, მაგრამ არაფერი ვავნოთ სხვას, ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა მივაყენო ადამიანს შეურაცხყოფა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის.
არ ვიცი რით შეიძლება გავამართლო ის, ვინც ამხელა აგრესიას ავლეს და რაც ყველაზე სამწუხაროა ხშირად ვერც კი ხედავს რა არის ნამდვილად ცუდი, (არ ვამბობ რომ ჩემი აზრია აბსოლიტური ჭეშმარიტებაა, შეიძლება მეც ვცდები) ნამვილად ცუდიკი, ჩემი აზრით, მხოლოდ ბოროტება შეიძლება იყოს და ბოროტებაა როცა განსხვავებულობის, განსაკუთრებით, ფიზიკური განსხვავებულობის გამო ვსჯით ვინმეს.

აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, ის რამაც ძალიან მატკინა გული: კლასელი შემხვდა ქუჩაში დაქალებთან ერთად, მახარა რომ ჩვენი ერთ-ერთი კლასელთაგანი რაღაც გამოცდაში ჩაჭრილა, გვარით მითხრა, მისი დაქალები ვერ მიხვდნენ ვისზე ამბობდა და რომ ჰკითხეს ვინ არისო, უპასუხა: ”აი ის მახინჯიროა… ” :(((
გავმწარდი, არ ვიცი შემატყო თუ არა სახეზე, მაგრამ თავი ძლივს შევიკავე, ახლა ვხვდები რომ მთლად ჩემსავით შემწყნარებლობაც არ შეიძლება, უსამართლობის დროს ხმა უნდა ამოვიღოთ, თან ისე რომ ნამდვილად შევცვალოთ რამე უკეთესობისკენ. მგონი ამ პოსტით ვცდილობ შეცდომის გამოსწორებას.
დამიჯერეთ. ყველაფერი ფიზიკური იმდენად უმნიშვნელოა, არც ღირს ყურადღების მიქცევა, შიგნით ჩაიხედეთ…. განსხვავებულობა ნურც მანდ გაგიკვირდებათ. ადამიანის ჩვეულებრივობა ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არაჩვეულებრივია…. ( ჩემი გამონათქვამი 😀 )
ეს ძალლიან კარგია, არ ვიცი რატომ უნდა მჭირდებოდეს ამის ახსნა, მაგრამ აშკარად ბევრს არ ესმის…. გთხოვთ, იყავით ადამიანები….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s