ყველაზე უსაქმური…

დიახ, ეს მე ვარ, 2 დღეში პირველი ეროვნული გამოცდა მაქვს და მე წერა მომინდა, აი გრანტს თუ ვერ ავიღებ მერე უნდა წავიკითხო ეს პოსტი, რომ სხვას არავის დავაბრალო, ჩემი სიზარმაცის დამსახურება იქნება ყველაფერი….
მთელი წელი ასე გავატარე, წელს მომინდა ფეისბუქზე გვერდის შექმნაც, ბლოგის და ინსტაგრამისაც…. დრიმქეჩერების გაკეთებაც მაინცდამაინც წელს დავიწყე, (ისე ამისთვის კი ღირს დროის გაცდენა :დ ) აი ჩემი შემოქმედება, 2 ხელოვნების ნიმუში:

10251997_636524806441351_1485968726938378103_n                             

1688219_609600992467066_1367652000_n

არასდროს მქონდა დრო წიგნები მეკითხა სწავლის პარალელურად წელს კი რატომღაც მოვიცალე და თან ყველაზე სქელი წიგნები ავარჩიე, არც მუსიკის მოსმენას ვუთმობდი ამდენ დროს, ახლა იუთიუბიდან არ გამოვდივარ, მეცადინეობის დროსაც კი ყურსასმენები მიკეთია, ისე მასწავლებლები რა დავალებებსაც მაძლევენ კი ყველაფერს ვასრულებ და მაინცდამაინც არ არიან უკმაყოფილოები, მაგრამ ინგლისურზე საერთოდ რომ არ დავდივარ და 2 წელია წიგნი არ გადამიშლია მანდ რა მეშველება? მივიღებ ასე 80-90 ქულას… ვერ მივიღებ? სახლში რამდენჯერაც დავწერე ტესტი 5-6 საკითხზე მეტი არ შემშლია და იქ რა ღმერთი გამიწყრება? მაინც ვნერვიულობ…. ვიხუმრე, რას ვნერვიულობ, რაც ისტორია ჩავაბარე საატესტატო გამოცდებზე მას მერე ბედნიერი ვარ.

წესით ასე უნდა ვიყო:

cszcz

მაგრამ ვარ ასე:

Advertisements

One thought on “ყველაზე უსაქმური…

  1. გამოხმაურება: უსაქმურობამ შედეგი გამოიღო… | redheaded-creep

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s