ველდი

Desert Lion

ველდი რეი ბრედბერის, გენიალური მწერლის. პატარა მოთხრობაა…

ისტორია ერთი ოჯახის შესახბაა, ისინი ”ჯადოსნურ” სახლში ცხოვრობენ, რომელიც ყველაფერს თავად აკეთებს: ალაგებს, საჭმელს ამზადებს, გააჩენს ყველაფერს რასაც მოისურვებ, ოჯახის პატარა წევრებს თასმების შეკვრაც არ უწევთ თავად…

ალბათ თქვენც მოგინდათ ასეთ სახლი, მაგრამ თუ ამ მოთხრობას ბოლოდე წაიკითხავთ, დარწმუნებული ვარ აღარ მოგინდებათ…

– ჯორჯ მინდა საბავშვო ოთახში შეიხედო.

– მოხდა იქ რამე?

– არ ვიცი.

– აბა, რაშია საქმე?

– არაფერში, უბრალოდ მინდა, რომ შეიხედოთ, იქნებ ამისთვის ფსიქიატრს დავუძახო.

– ფსიქიატრს იქ რაღა ესაქმება?

– ძალიან კარგადაც იცი რაც ესაქმება. – ჯორჯის მეუღლე სამზარეულოს ცენტრში შეჩერდა, მოზუზუნე ქურას მიაჩერდა, რომელზეც ოთხისთვის ვახშამს თვითონვე ამზადებდა. – საბავშვო ოთახი ის აღარაა რაც ადრე იყო.

– კარგი, მოდი ვნახოთ.

       ხმაგაუმტარი სახლის დერეფანს დაუყვნენ. სახლს “ყველაფერი ბედნიერებისათვის” უწოდებდნენ და მთელი გაწყობით 30000 დოლარი დაუჯდათ. სწორედ იგი აცმევდა, აჭმევდა, არწევდა, აძინებდა ათამაშებდა და უმღეროდა მათ და ასე კარგი იყო მათთვის. ბავშვთა ოთახამდე ათი ფუტიღა რჩემოდა, როცა ჩამრთველი გამოცოცხლდა, დაიწკაპუნა და შუქი აინთო. დერეფანში სიარულისას ზუსტად ასევე ერთმანეთის მიყოლებით ავტომატურად ინთებოდა და ქრებოდა შუქები დერეფანში.

       მოვედით – თქვა ჯორჯ ჰედლიმ.

       ცოლ–ქმარი საბავშვო ოთახის თივამოყრილ იატაკზე იდგნენ. ოთახს ასორმოცდაოთხი ფუტი სიგრძე, ოცდაათი ფუტის სიგანე, ათი ფუტის სიმაღლე ჰქონდა და მთელი სახლის ღირებულების ნახევარი ღირდა. ”ჩვენს ბავშვებს ყველაფერი საუკეთესო უნდა ქონდეს” – თქვა ჯორჯმა.

       ოთახში ბუზის გაფრენასაც გაიგონებდით. ისე ცარიელი იყო, როგორც ჯუნგლების ველობი ნაშუადღევის ხვატში. კედლები გლუვი ჰქონდა და ორმაგი. ახლა როცა ჯორჯი და ლიდია ოთახის ცენტრში იდგნენ, კედლები აღიღინდნენ და თითქოს გამჭირვალე შორეთს შეერივნენ; აფრიკული ველდი გამოჩნდა – სამგანზომილებიანი და ყველამხრიდან შეღებილი, ნამდვილი, უმცირესი კენჭებითა და ჩალის ღეროების ჩათვლით. ცოლ–ქმრის თავზე მოქცეული ჭერი კი გავარვარებული ყვითელი მზით განათებულ უსასრული ზეცად გადაიქცა.

ჯორჯ ჰედლიმ იგრძნო, თუ როგორ დაეცვარა შუბლი.

– მოდი, გავეცალოთ ამ მზეს. ყველაფერი ძალზე რეალურია, თუმცა რაიმე განსაკუთრებულს ვერაფერს ვამჩნევ”.

– სულ ცოტა მოიცადე და ნახავ.

        ამის თქმა და დამალულმა ოდოროფონებმა მზიური ველდის ცენტრში მდგარი ორი ადამიანის მიმართულებით უსიამოვნო სუნის ქარი დააქროლეს. დამწვარი ჩალის, უახლოესი წყალსატევის, ცხოველების, მტვერის (რომელსაც ცხელი ჰაერსი გაფრქვეული წითელი წიწაკის სუნი დაჰკრავდა) სუნი ერთმანეთში აირია. ყურში აბალახებულ კორდებზე ანტილოპების შორეული მძიმე ნაბიჯების, მსხვერპლს მიახლოებულ მტაცებელთა შარიშური ჩაესმათ. ჭერისკენ მზირალი ჯორჯ ჰარდლის გაოფლილ სახეზე ჩრდილმა გაიელვა.

– ბინძური არსებები” – გაიგონა ცოლის ხმა.

– ფასკუნჯები

– ხედავ ლომებიც არიან, აი იქ მოშორებით, ახლა წლის დასალევად წავიდნენ, აქამდე რაღაცას ჭამდნენ.

– სხვებიც სჩანან – ჯორჯ ჰედლიმ მზისგან თავდასაცავად თვალები მოიჩრდილა – ზებრა ან ჟირაფი შეიძლება იყოს…

– დარწნუბებული ხარ? – ცოლს ხმა გაებზარა.

– არა, დარწმუნებაზე საუბარი უკვე გვიანია – ხუმრობით უპასუხა ქმარმა. – მხოლოდ ცარიელ ძვლებს და ფასკუნჯებს ვხედავ, რომლებიც ნარჩენებს აგროვებენ.

– ყვირილი არ გაგიგონია?

– არა

– ერთი წუთის წინათ?

– სამწუხაროდ, არა.

       ლომები უახლოვდებოდათ. და ჯორჯ ჰედლი უკვე მერამდენედ აღტაცებული იყო საბავშვო ოთახის დიზაინერის გენიით. ეფექტების სასწაული უმცირეს ფასად შეიქმნა. ყველა სახლს უნდა ჰქონდეს იგი. მართალია თავისი კლინიკური სიზუსტით ხანდახან გაოცებს და გაშინებს, ხანდახან თავსაც აგატკიებს, მაგრამ დროის უდიდესი ნაწილი არა მარტო თქვენი ვაჟიშვილისა და ქალიშვილისათვის , არამედ თქვენთვისაც თავის შესაქცევი რამაა. თავს ისე გრძნობთ, როგორც გარემოს გამოცვლის მიზნით საზღვარგარეთ ხანმოკლე მოგზაურობისას. ზუსტად ისევე, როგორც ახლა!

        აი ლომებიც, სულ რარაც 15 ფუტში, იმდენად აღმგზნებად და გასაოცრად რეალურები, რომ ხელებს შალის ბეწვები გიწიწკნის, ცეცხლმოკიდებული ტყავის სუნისგან პირში მტვრის გემოს გრძნობ და თვალებში ნატიფი ფრანგული გობელენის მსგავსი ყვითელი ფერი ჩაგდგომია. ხედავ ლომებისა და ზაფხულის ბალახების ყვითელ ფერს, შუადღის მდუმარებაში ლომების ხმაურიანი სუნთქვა გესმის და ცხვირში დორბლიანი ღია ხახისგან გამოფრქვეული ხორცის სუნი გიღიტინებს. ლომები შეჩერდნენ და ჯორჯსა და ლიდიას საზარელი მომწვანო–მოყვითალო თვალებით მიაჩერდნენ.

– ფრთხილად – იყვირა ლიდიამ.

ლომები ცოლ–ქმრისკენ გაქანდნენ.ლიდია თავპირისმტვრევით მივარდა კარებს. ჯორჯი ინსტიქტურად აედევნა მეუღლეს. აი უკვე დერეფანში არიან და მათ უკან კარებიც მიხურულია. ჯორჯი იცინია, ლიდია ტირის და ორივენი ერთმანეთის რეაქცით შეწრწუნებულია.

– ჯორჯ!

– ლიდიავ! ჩემო საბრალო, საყვარელო ლიდიავ!

– ცოტაც და დაგგვლეჯდნენ!

– კედლები, ლიდია, ბროლის კედლები იყო და მეტი არაფერი, გაიხსენე. არა, ვაღიარებ, ცოცხლებივით გამოიყურებოდნენ. – აფრიკაა თქვენს სალონში და ამის მიზეზი ბროლის ეკრანზე ნანახი ზეგრზნობადი ფერადი და ფსიქოლოგიური ფილმის ზემოქმედებაა, ყველაფერი ესმხოლოდ ოდოროფონი და სტერეოხმებია ლიდია, გამომართვი ცხვირსახოცი.

– ძალიან მეშინია. – ქალი ქმარს მიუახლოვდა, ძლივსგასაგონად ტიროდა. – დაინახე? იგრძენი? აშკარად დავინახე.

– მისმინე ლიდია…

– ვენდის და პიტერს უთხარი, მეტს ნუღარ წაიკითხავენ აფრიკაზე.

– რა თქმა უნდა, რაღა თქმა უნდა… – მხარზე ხელი მოუთატუნა ქმარმა.

– მპირდები?– რა თქმა უნდა.

– საბავშვო ოთახის კარი ჩაკეტე რა, ვიდრე ნერვებს დავიწყნარებ.

– ხომ იცი რა რთულადაა საქმე პიტერთან, ერთი თვის წინ დავსაჯე და საბავშვო ოთახი რამდენიმე საატით ჩავუკეტე – ისტერიკაში ჩავარდა. ვენდიც ასეა. მთელი დღეს იქ ატარებენ.

– ადგე და კარები ჩაკეტო, სულ ესაა რაც უნდა ქნა.–

– კარგი – უხალისოდ ჩაკეტა ქმარმა კარი – დღეს ბევრი იმუსავეთ, დაღლილი ხართ და უნდა დაისვენოთ.

– არ ვივი, არ ვიცი… თქვა ქალმა, სავარძელში მოკალათდა, რომელი იმწამსვე აქანავდა და ცოტა შვება მოჰგვარა. “ შეიძლება არასაკმარისად ვიხარჯები. შეიძლება ფიქრისთვის თავზე საყრელ იდრო მაქვს. რატომ არ შეიძლება სახლი ერთიანად ჩავკეტოთ და დასასვენებლად წავიდეთ?

– გინდა მითხრა, რომ ჩემთვის ყოველდღე ერბო–კვერცხის შეწვას აპირებ?

– ჰო,თავი დაუქნია ქალმა.

– წინდების დაკემსვასაც?

– კი – ერთგვარი გასმაგებითა და ცრემლითსავსე თვალებით კიდევ ერთხელ დაუქნია თავი ქალმა.

– სახლსაც დაგვი?

– კი, კი, დავგვი!

– განა ეს სახლი იმისთვის არ ვიყიდეთ, რომ თავად არაფერი გვეკეთებინა?

– სწორედ რომ ასეა, აქ თავს ისე ვგრძნობ თითქოს ზედმეტი ვარ. სახლი ახლა ცოლიცაა, დედაც და.. ძიძაც. განა შემიძლია აფრიკულ ველდს შევეჯიბრო? განა უკეთესად შემიძლია ბავშვები უფრო კარგად დავბანო და გავხეხო ვიდრე ამას ავტომატიზებული აბაზანა აკეთებს? არც მარტო ჩემშია საქმე, საქმე სენშიცაა, ამ ბოლო დროს ძალზე ნერვიული გახდი.

– გეთანხმები, ძალზე ბევრს ვეწეოდი.

– ისე გამოიყურები თითქოს თავადაც არ იცი რა უნდა აკეთოთ ამ სახლში. დილაობით უფრო მეტს ეწევით, დაღამებამდე უფრო მეტს სვამთ და დაძინებისას უფრო მეტ დასაძინებელს ღებულობთ. თქვს თქვენც უსარგებლოდ თვლით აქ.

– მე? – იკითხა კაცმა და დადუმდა, შეეცადა საკუთარ სულში ჩაეხედა და გაეგო მართლაც და რა ხდებოდა იქ.

– ჯორჯ! – წამოიძახა ქალმა, რომელიც კაცს თითქმის ეხებოდა და კარს გახედა.

– ეს ლომები გარეთ გამოსვლას ხომ ვერ შეძლებენ?

ჯორჯმა კარებს შეხედა, რომელიც ისე შექანდა თითქოს მეორე მხრიდან დაეჯახნენო.

– რა თქმა უნდა ვერა – თქვა მან.

ვახშამზე მათ გარდა არავინ იყო. ვენდი და პიტერი ქალაქის მეორე ბოლოსი სპეციალურ სტერეოკარნავალზე წავიდნენ და მსობლებს ვიდეოფონით აცნობეს, რომ სახლში გვიან დაბრუნდებოდნენ და დალოდება არ ღირდა. ფიქრებში ჩაძირული ჯორჯ ჰედლი სასადილო მაგიდას დაჰყურებდა, რომელზეც ავტომატი ცხელ და გემრიელ კერძს ალაგებდა.

– კეთჩუბი დაგვავიწყდა – თქვა კაცმა.

– მომიტევეთ – გაისმა წყნარი ხმა მაგიდის სიღრმიდან და კეთჩუბიც გაჩნდა.

      ”რაც შეეხება საბავშვო ოთახს”, გაიფიქრა ჯორჯმა, ”არაფერი დაშავდება თუ ბავშვები ცოტა ხანს იქ შესვლას ავუკრძალავ, ყველაფერს საზღვარი უნდა ჰქონდეს. სავსებით ნათელია, აფრიკაში ბავშვები ძალზე ბევრ დროს ატარებენ. ეს მზე… ” ჯორჯი ჯერ კიდევ გრძნობდა კისერში მზის სხივებს, თითქოს ცხელი თათები ყოფილიყო. ” თანაც ეს ლომები და სიხლის სუნი! საკვირველია, როგორ ახერხებს საბავშვო ოთახი ბავშვთა ტელეპატიური ემოციის ზუსტად დაჭერასა და მათი ყველა სურვილის ასრულებას? ლომებზე გაფიქრება და ლომებიც სახეზეა, ზებრას წარმოიდგენენ და ზებრებიც გამოჩნდებიან. მზეს ისურვებენ და მზეც გამოანათებს. სიკვდილზე დაფიქრდებიან და სიკვდილსაც დაინახავენ. .სწორედ რომ ყველაფერი ასეა, ჯორჯი მაგიდის მომზადებულ ხორციან საჭმელს უგემურად ღეჭავდა. სიკვდილზე ფიქრი ვენდისა და პიტერის ასაკში ძალზე ნაადრევია. თუმცა ასაკი რა შუაშია, სიკვდილზე ფიქრისთვის ახალგაზრდა არასოდეს ხართ. შენც მათ ასაკამდეც იცოდით თუ რა იყო სიკვდილი, სხვისი სიკვდილიც გინატრიათ. 2 წლის იყავი და ხალხისთვის სათამაშო პისტოლეტიდან გისვრია.და მაინც ასეთი სიკვდილი სულ სხვაა – ცხელ აფრიკულ ველდში, ლომის ხახაში სიკვდილი – განმეორებული და კიდევ ერთხელ განმეორებული.

– შენ საით? ჯორჯ!

ლიდიასთვის არაფერი უპასუხია. ფიქრებმოზღვავებული, საბავშვო ოთახისკენ მიდიოდა და გზას მკრთალი შუქი უნათებდა. ყური კარს მიადო. შორიდან ლომის ღრიალი ისმოდა…გასაღები გადაატრიალა. კარის გაღებისთანავე ყურში შორეული ხმები ჩაესმა. ხან ერთი, ლომი ღრიალებდა, ხან მეორე. თუმცა ოთახში სწრაფადვე ჩვეული სიჩუმე ისადგურებდა.ჯორჯმა აფრიკაში შეაბიჯა. რამდენჯერ შეუღია ეს კარი გასულ წელს და შეხვედრია წარმოსახვითი სამყაროს საოცარ ბინადრებს – ალისას საოცრებათა ქვეყანასა და მოლაყბე კუს, ჯადოსნურფარანიან ალადინსა და ოსელ გოგრისთავიან ჯეკს, ექიმ დულიტსა და მთვარეზე მოხტუნავე ძროხას, რომელიც ასე რიგად ჰგავდა ნამდვილს. რამდენჯენ შეუნიშნავს ცაზე მფრინავი პეგასი, ფეირვერკების ვარდისფერი შადრევნები და უსმენია ანგელოსთა გალობა. ახლა კი მის წინ ყვითელი, ცხელი აფრიკაა – გავარვარებული ღუმელი, ირგვლივ სიკვდილს რომ ასხივებს. შეიძლება ლიდია მართალია. შეიძლება ცოტა მართლაც უნდა დაისვენონ წარმოსახვებისაგან, რომლებიც დღითიდღე რეალური ხდება 10 წლის ბავშვებისათვის. მართალია გონების ძალზე სასარგებლოა წარმოსახვის განვითარება, მაგრამ როცა ციცხალი ბავშვური გონება მხოლოდ ერთი თარგზე იჭრება და იკერება?ეჩვენებოდა, რომ ბოლო ერთი თვე ყურში ლომის ღრიალი ჩაესმოდა და გრძნობდა, კაბინეტამდე თუ როგორ აღწევდა მათი მძაფრი სუნი, რომელსაც მოუცლელობის გამო ყურადღებას არ აქცევდა.ჯორჯ ჰედლი აფრიკულ სტეპზე მარტოდამრტო იდგა. ლომებს სადილობა დროებით შეეწყვიტათ და მას ათვალიერებდნენ. ნამდვილ წარმოსახვას მხოლოდ ღია კარი უშლიდა ხელს, კარი, რომლის მიღმა, ჩაბნელებული დერეფანის ბოლოს ჯორჯს ფიქრებში ჩაძირული ცოლის დანახვა შეეძლო, რომელიც სასადილო მაგიდასთან იჯდა და ჩარჩოში ჩასმულ ფოტოსურათს ჰგავდა.

„წადით“ – შეუძახა ლომებს კაცმა. ლომები არც განძრეულან.მან ზედმიწევნით იცოდა თუ როგორაა მოწყობილი ოთახი. გაფიქრება და ყველაფერი ასრულებულია.

“დაე, გაჩნდეს ჩემთან ალადინი ფანრით ხელში” – დაიყვირა კაცმა. ისევ ველდი და ისევ ლომები…

”აბა, იმოქმედე ოთახო! ალადინი მჭირდება” – თქვა ჯორჯმა. არაფერი მომხდარა. ლომები ღრიალებდნენ და მზემოკიდებულ ფაფარს არხევდნენ.

”ალადინ!”

ჯორჯი სასადილო ოთახში დაბრუნდა.

– გამოშტერებული ოთახი, გაფუჭებულა, არაფერი ესმის.

– თუ…

– რა თუ?

– ან არ უნდა მოგისმინოს. რადგან ბავშვები უკვე რამდენიმე დღეა მხოლოდ აფრიკაზე, ლომებსა და სიკვდილზე ფიქრობენ და ოთახსაც მხოლოდ მათზე ჩაიციკლა – უპასუხა ლიდიამ.

– შესაძლებელია.

– ან პიტერმა მოაწყო ასე.

– მოაწყო?– მექანიზმები შეუცვალა და მხოლოდ მათ აფიქსირებს.

– პიტერმა მექანიზმების რა იცის?!

– 10 წლის ასაკისთვის საკმაოდ ჭკვიანია. ინტელექტის კოეფიციენტი …

– და მაინც…

“სალამი დედიკო და მამიკო”. ცოლ–ქმარი ბავშვებისკენ შემობრუნდნენ. ვენდი და პიტერი წინაკარში შემოდიოდნენ. ლოყები პიტნის შაქარყინულს მიუგავდათ. თვალები – მოელვარე ცისფერ მარმარილოს სათამასო ბურთებს, ტანსაცმელს ისეთი ოზონის სუნი სდიოდა. როგორც ჰელიკოპტერით ფრენისას.

– ვახშმად დროულად მოხვედით “ – ერთხმად უპასუხეს მშობლებმა.

– მარწყვის ნაყინითა და ჰოთ–დოგით დავნაყრდით – ხელები გააქნიეს ბავშვებმა – თუმცა თქვენთან ჩამოვჯდებით და მოგისმენთ.

– იცით,რა, საბავშვო ოთახზე საუბრის დრო მოვიდა – მიმართა ჯორჯმა ბავშვებს.– და–ძმამ ჯერ გაკვირვებით გადახედეს მამას, მერე – ერთმანეთს.

– საბავშვოს?

– რაც აფრიკაზე იცით და კიდევ სხვებზეც – ყალბი ღიმილით უპასუხა მამამ.

– ვერაფერს მივხვდი – თქვა პიტერმა.

– უბრალოდ სულ ახლახან მე და დედაშენმა აფრიკაში ვიმოგზაურეთ: ტომ სვიფტიც იქ იყო და ელექტრონული ლომიც – თქვა მამამ.

– საბავშვო ოთახში აფრიკა არაა – მიამიტურად უპასუხა პიტერმა.

– პიტერ, საკმარისია, ჩვენ უკეთ ვიცით…”

– ვერანაირ აფრიკას ვერ ვიხსენებ – თქვა პიტერმა, – ვენდი შენ?

– ვერც მე.

– აბა გაიქეცი და მოგვიყევი რასაც ნახავ. ვენდი დაემორჩილა ძმას.

– ვენდი დაბრუნდი – დაუძახა შვილს ჯორჯმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ვენდი არ შეჩერებულა. შუქი ისე მიაცილებდა, თითქოს ციცინათელათა გუნდი ყოფილიყო. ჯორჯმა ძალზე გვიან გააცნობიერა, რომ, საბავშვო ოთახის დათვალიერების შემდეგ კარის ჩაკეტვა დავიწყებოდა.

– ვენდი ნახავს და მოგვიყვება – თქვა პიტერმა.

– აბა, ახალი რა უნდა მითხრას, როცა საკუთარი თვლით ვნახე.

– დარწმუნებული ვარ თქვენ ცდები, მამა.

– არ ვცდები, პიტერ, წავიდეთ.ამის თქმა იყო და ვენდიც დაბრუნდა.

– არანაირი აფრიკა იქ არაა – თქვა მან ქოშინით.

– ახლავე გადავამოწმებთ – ჩაილაპარაკა ჯორჯ ჰედლიმ, ყველამ ერთად დერეფანი გაიარა და ოთახის კარი გააღეს.– ირგვლივ ყველაფერი მწვანედ ხასხასებდა. ტყეც ლამაზი იყო და მდინარეც. მთებს მუქი წიტელი ფერი გადაკრავდა. ჩიტები ხმამაღლა გალობდნენ. ლამაზი და იდუმალი რომი ხეებში ჩაფლულიყო, ირგვლივ უამრავი პეპელა, თითქოს გაცოცხლებული ყვავილები ყოფილიყვნენ ისე თვალისმომჭრელად დაფრინავდა. აფრიკული ველდი და მასთან ერთად ლომებიც სადღაც გაუჩინარებულიყო. მის ადგილზე კი მხოლოდ რომი ჩანდა, რომელიც ისე ლამაზად ამღერებულიყო, რომ აგატირებდათ.ჯორჯ ჰედლმა სახეშეცვლილი საბავშვო ოთახი გულისყურით დაათვალიერა.

“წადით, დაიძინეთ” – უთხრა ბავშვებს.ბავშვებმა გაკვირვებისაგან პირი დააღეს.

– ვერ გაიგონეთ, რაც გითხარით?ბავშვებმა სპეციალურ ოთახში შევიდნენ, საიდანაც ჰაერის ნაკადმა, თითქოს ყვითელი ფოთლები ყოფილიყვნენ ისე ააფრიალა და შემწოვი მილით საძინებელი ოთახისკენ გააქანა.ჯორჯ ჰარდლმა ჩიტების გალობის თანხლებით მინდორი გადაჭრა, იმ ადგილის სადაც ადრე ლომები დაინახა რაღაც აიღო და მეუღლესთან აუჩქარებლად დაბრუნდა.

– ეს რა არის? – შეეკითხა ცოლი.

– ჩემი ძველი საფულე – უპასუხა ქმარმა. ჯორჯმა ლიდიას საფულე გაუწოდა, რომელსაც ჩამწვარი ბალახისა და ლომის სუნი ასდიოდა. იმის გამო რომ ლომები ცუდად ღეჭავენ საკვებს, საფულე, ორივე მხარეს დანერწყვილი იყო და სისხლის ლაქების აჩნდა.ჯორჯმა საბავშვო ოთახის კარი მჭიდროდ მიხურა და გადაკეტა.

      ნაშუაღამევს ჯორჯს ჯერ კიდევ არ ეძინა და იცოდა, რომ ცოლსაც ძილი გატეხოდა.

“როგორ ფიქრობ, ვენდის ნამოქმედარია?

– რასაკვირველია.

– ველდი ტყედ აქცია და ლომები რომით ჩაანაცვლა?

– ასეა

– რაში დასჭირდა?

– არ ვიცი, მაგრამ ვიდრე არ გავარკვევ კერები დაკეტილი იქნება.

– საფულეს იქ რაღა უნდოდა?

– არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ უკვე ვნანობ ბავშვებისათვია ეს ოთახი რომ შევიძინეთ. ჩვენი ბავშვები ისედაც ნერვიულები არიან და კიდევ ეს ოთახიც…”

– იმ ოთახის დანიშნულება, მათი ნერვული სისტემის მოწესრიგებაა.

– უკვე ეჭვი მეპარება

– თქვა წერს მზერამიპყრობილმა ჯორჯმა.

– ჩვენ ბავშვებს ყველაფერი მივეცით რაც სურდათ. ჯილდოთ რა მივიღეთ? საიდუმლოებები და ურჩობა.– ვინ თქვა” ბავშვები ხალიჩებია, რომლებიც დროგამოშვებით უნდა დაფერთხოთო?” ჩვენ კი ხელით არასოდეს სევხებივართ. ისინი უკვე აუტანლები არიან, მოდი ვაღიაროთ. სახლში მაშინ მიდი–მოდიან, როცა გაუხარდებათ. ისე გვექცევიან, თითქოს მშობლები თვითონ იყვნენ, გაფუჭდნენ და ეს ჩვენი დამსახურებაა”.

– ნიუ–ორკში რაკეტით მოგზაურობის აკრძალვამ შეუცვალათ ხასიათი, რამდენიმე თვის წინ იყო.

– ჯერ იმ ასაკის არ არიან მარტო იფრინონ, ხომ ავუხსენი.

– და მაინც, შევამჩნიე, რომ ჩვენდამი დამოკიდებულება მას შემდეგ სშინლად გაცივდა.

– ვფიქრობ ხვალ დევიდ მაკლინს მოვიწვევ და აფრიკას ვაჩვენებ.

– მაგრამ ახლა იქ აფრიკა კი არა თვალწარმტაცი სამყარო და რომია.

– ისეთი გრძნობა მაქვს, ახლაც კი აფრიკაა.

      ცოტა ხანში ყვირილი გაიგონეს.ქვემოთ ჯერ ორი აყვიროდა. მერე – ორი ლომი აღრიალდა.

”ვენდი და პიტერი” თავის ოთახში არიან – თქვა ცოლმა. ჯორჯის გულს ბაგაბუგი გაქონდა. ”არა” –თქვა მან. ”ისინი საბავშვო ოთახში დაბრუნდნენ.”.

– ეს ყვირილი… ნაცნობს ჰგავს?

–მართლა?

– ჰო, საშინელია.

მთელი საათი არწევდა, ცოლ–ქმარს საწოლი, მაგრამ უშედეგოდ. ღამისეულ ჰაერში კატების სუნი იდგა.

– მამა? – იკითხა პიტერმა.

– ჰო.

პიტერი საკუთარ ბატინკებს დაყურებდა. დიდი ხანია მამას, ისევე როგორც დედას თვალებში აღარ უყურებდა.

“თქვენ დიდი ხნით ჩაკეტეთ საბავშვოს კარები, ასეა?

– ეს დამოკიდებულია…

– რაზე? – სასწრაფოდ იკითხა პიტერმა

– შენი და ვენდის ქცევაზე. თუ აფრიკას ცოტათი გაამრავალფეროვნებთ, შესაძლებელია შვეციით, დაანით ან ჩინეთით…”

– ვფიქრობდი, რასაც მოვისურვებდით იმას ვითამაშებდით.

– რა თქმა უნდა, კეთილგონიერების საზღვრებში.

– აფრიკაში რა არის ცუდი, მამა?

– ოოოო,ახლა ხომ აღიარებ, რომ აფრიკა შენი “შემოქმედებაა?”.

– არ მინდა, რომ საბავშვოს კარი ჩაკეტოთ – ჩაილაპარაკა პიტერმა – არასოდეს ჩაკეტოთ.

– საქმე ისაა, რომ დაახლოებით ერთი თვით სახლის დატოვებას ვაპირებთ, “ერთი ყველასათვის” პრინციპით ვიცხოვრებთ. თითოეული საკუთარ საქმეს თვითონვე გააკეთებს.

– რა საშინელებაა! ესე იგი ბათინკები მე თვითონ უნდა შევიკრა, იმის ნაცვლათ, რომ ეს ავტომატურმა შესაკრავმა გააკეთოს, კბილებიც თავად უნდა გავიხეხო და თმებიც თავად დავივარცხნო. იქნებ აბაზანაც თავადვე უნდა მივიღო?

– განა არ ფიქრობ, რომ მრავალფეროვნების გამო მშვენიერი გასართობი იქნება?

– არა, სისაძაგლე იქნება, არც ის მომეწონა, ერთი თვის წინ მექანიკური მხატვრის ნახატებიც, რომ სადღაც გააქრე.

– შვილო, მინდოდა, რომ ხატვა თვითონ გაესწავლა.

– არაფრის გაკეტება არ მინდა, ვხედავ, ვუსმენ და ვგრზნობ, მეტი რაღა უნდავქნა?

– კარგი, გაიქეცი და ითამაშე აფრიკაში.– აქედან მალე წავალთ?

– ამას დედასთან ერთად ვიმსჯელებთ.

– ვფიქრობ მეტი დაფიქრება ღირს, მამა.

– აბა, აბა, მუქარა არ იყოს, შვილო!

– ძალიან კარგი,– თქვა პიტერმა და საბავშვო ოთახისკენ გასწია.

– დროზე მოვედი? – თქვა დევიდ მაკლინმა.

– ისაუზმებთ? – შეეკითხა ჯორჯ ჰადლი.

– გმადლობთ, წავიხემსე, რისთვის მომიწვიეთ?

– დევიდ, თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით…

– ვიმედოვნებ, ასეა…

– იქნებ, საბავშვო ოთახში შეიხედოთ. ერთი წლის წინ რომ ნახე, რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავს?

– მგონი არაფერი, ჩვეულებრივი აგრესიაა, მცირე პარანოიაში გადაზრდილი, ჩვეულებრივ იმ ბავშვებს ემართებათ, რომლებიც მსობლების მუდმივ მეთვალყურეობას გრძნობენ. მაგრამ, რეალურად არც არაფერია.

საუბარი დერეფანში გაგრძელდა. „ საბავშვო ოთახი ჩავკეტე, მაგრამ ღამით ბავშვები მაინც შეიპარნენ. ნება დავთე იქ დარჩენილიყვნენ, მინდოდა თამაშით გართულები თავად გენახათ.

საბავშვო ოთახიდან საშინელი ყვირილი მოისმა.

”ასეთებიც ხდება”– თქვა ჯორჯმა – ამაზე რარას იტყვით?

ოთახში დაუკაკუნებლად შეცვიდნენ. ყვირილი ჩაწყნარდა, ლომები რაღაცას ჭამდნენ.

– სასწრაფოდ ბაღისკენ გასწიეთ – თქვა ჯორჯმა–არაფერი შეცვალოთ. კედლებიც ისევე დატოვეთ, როგორ ახლაა, სწრეაფად!

ბავშვებმა ოთტახი დატოვეს თუ არა, მამაკაცებმა შეჯგუფული ლომები შორიდან დაათვალიერეს.

– ვწუხვარ, რომ არ ვიცი რას გლეჯენ – თქვა ჯორჯმა – ხანდახან მეჩვენება, რომ თითქმის ვხედავ… ხომ არ მირჩევდი მძლავრი ბინოკლი მომეტანა და…

”დევიდ მაკკლეანი გულგრილად იცინოდა.

– არა მგონია ღირდეს – თქვა და ოთხივე კედელი ერთიმეორეს მიყოლებით დაათვალიერა. – დიდი ხანია ასე გრძელდება?

– თვეზე ცოტა მეტი.

– არც თუ ისე კარგი გრძნობაა

– მე გრძნობა კი არა ფაქტები მჭირდება.

– ძვირფასო ჯორჯ, ერთი ფსიქოლოგი მაინც მაჩვენე, ფაქტებს რომ აკვირდებოდეს.მათნ მხოლოდ ის შეგრძნებების ესმით, რომლებზედაც უყვებიან; ეს შეგრძნებები კი ძალზე გაუგებარნი არიან. არც თუ ისე კარგი გრძნობაა, კიდევ ერთხელ გეუბნები. ენდე ჩემს წინათგრძნობებსა და ინსტიქტებს. ცხვირი იმისთვის მაქვს მოსალოდნელი უბედურება დროულად ვიყნოსო. ჩემი რჩევაა სამუდამოდ ჩაკეტო ეს დაწყევლილი ოთახი და ერთი წელი შენი შვილები ყოველდღე ჩემთან სამკურნალოდ ატაროთ.

– საქმე ასე ცუდადაა?

– ვშიშობ, რომ ასეა. თავდაპირველად ამგვარ საბავშვო ოთახებს ექიმები კედლებზე ბავშთა წარმოსახვითი სურათების საფუძველზე მათ ფსიქოლოგიას ისე ვსწავლობდით და ვეხმარებოდით, რომ გამოკვლევების ჩატარება არც გვჭირდებოდა. თქვენს შემთხვევაში კი იგი იმის ნაცვლად, რომ ბავშვები დესტრუქციული ფიქრებისგან გაენთავისუფლებინა, მათ გამტარ არხად იქცა.

– ნუთუ, ადრე ვერ იგრძენით?

– მე ვგრძნობდი, რომ თქვენ ბავშვებს თქვენ უფრო მეტად ანებივრებდით, ვიდრე მშობელთა უმრავლესობა. ახლა კი მათთვის მსუბუქი აკრძალვები დაგიწესებიათ. რომლები?

– ნიუ–იორკში არ გამიშვია.

– კიდევ?

– სახლიდან რამდენიმე ავტომატი მოვაშორე, ერთი თვის წინ კი საბავშვოს დაკეტვით დავემუქრე, თუ საშინაო დავალებებს თავად არ შეასრულებდნენ. რამდენიმე დღე ასეც მოვიქეცი, მინდოდა მეჩვენებინა, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი.

– ჰმ! ჰმ!

– ცუდადაა რამე?

– ყველაფერი. ბავშვებს თუ ადრე თუ სანტა–კლაუსი სტუმრობდა, ახლა სკრუჯი სტუმრობს.ბავშვებს კი სანტა ურჩევნიათ. თქვენ ოთახს თქვენი ჩანაცვლების უფლება მიეცით. იგი უკვე თქვენი ბავშვების დედაცაა და მამაც, მათთვის იგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი მშობლები. ახლა კი მიდიხართ და კარს უკეტავთ. მერე კი გიკვირთ, საიდან ამდენი აგრესიაო. თქვენ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რომ ზეციდან მოედინება და მზე ასხივებს. ჯორჯ, საკუთარი ცხოვრება უნდა შეცვალოთ. ძალზე ბევრი სხვა რამეების შეცვლაც მოგიწევთ, რადგან თქვენთვის უმთავრესი კომფორტი გახდა. ხვალ შიმშილით დაიხოცებით, სამზარეულოში რამე რომ გატყდეს ან მოიშალოს. კვერცხსაც კი ვერ გატეხავთ. მიაფურთხეთ ყველაფერს და ყველაფერი თავიდან დაიწყეთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდები, რომ ბავშვებისთვის ცუდიდან კარგის კეთებისკენ გადახვედი.- კი მაგრამ, ბავშვებისთვის დიდი დარტყმა ხომ არ იქნება, საბავშვო ოთახი ასე მოულოდნელად რომ ჩავუკეტოთ?

– არ მინდა საქმე უფრო ღრმად წავიდეს, ესაა და ეს.ლომებმა სისხლიან ქეიფს მორჩნენ, ველობის პირზე იდგნენ და ორივე მამაკაცს შეჰყურებდნენ.

– ახლა თავს დევნილად ვგრძნობ – აღიარა მაკ–კლეინმა.

– წავიდეთ აქედან. ვერასოდეს ვიტანდი ამ დაწყევლილ ოთახებს. ნერვებზე მოქმედებენ.

– ნამდვილებს ჰგვანან, არა? – იკითხა ჯორჯმა. ხომ არ, არსებობს რაღაც გზა…

– რა?

– … რომ მართლა გაცოცხლდნენ.

– ჩემი აზრით , არა.

– მექანიზმის რამე შეცდომა, გაფუჭება ან კიდევ რამე?

– არა.კაცები კარებისკენ გაემართნენ.

– არა მგონია ოთახს გამორთვა მოეწონოს –თქვა მამამ.

– არავის უყვარს სიკვდილი – ოთახსაც კი.

– საინტერესოა, ვეზიზღები გამორთვის გადაწყვეტილებისათვის?

– დღეს აქ ყველგან პარანოიაა – თქვა დევიდ მაკლინმა – შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ. მოგესალმები”. დევიდი დიხარა და იატაკიდან გასისხლიანებული ყელსახვევი აიღო.

– შენია?

– არა – თქვა პირგამეხებულმა ჯორჯმა – ლიდიასია.კაცები გამანაწილებელი ფარისკენ ერთად წავიდნენ და საბავშვო ოთახი გათიშეს.

ორივე ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა. ისინი ყვიროდნენ, ყალზე დგებოდნენდა ნივთებს აქით–იქით ისროდნენ. ქვითინებდნენ, ილანძღებოდნენ და ავეჯზე ხტოდნენ.

– არ შეიძლება საბავშო ოთახა ასე მოექცეთ, არ შეიძლება!

– წყნარად, ბავშვებო!ბავშვები ტახტზე დაცვივდნენ და ატირდნენ,

– ჯორჯ – ჩართეთ საბავშვო ოთახი რამდენიმე წუთით, შეუძლებელია ასე მოულოდნელად…”

– არა.

– არ შეიძლება ასეთი სასტიკი იყო…

– ლიდია ოთახი გათიშულია და გათიშულივე დარჩება. დაე მთელი სახლი ახლავე ეშმაკს წაუღია. რაც უფრო ხშირად ვუყურებ აქაურ სამზარეულოს მით უფრო მეტად მეზიზღება. უკვე ძალზე დიდი ხანია ჩვენს მექანიკურ, ელექტრონულ ჭიპებს ვაკვირდებით. ღმერთო ჩემო, რა ხანია სუფთა ჰაერზე უნდა გავსულიყავით!თქვა და მთელი სახლი მოიარა, მოლაპარაკე საათებს, ქურებს, გათბობას, ფეხის საწმენდებს, მაქანიკურ ღრუბლებს, პირსახოცებს, მასაჟორებს და ყველა სხვა მექანიზმს, რომელიც გზადაგზა თვალში ეჩხირებოდა თიშავდა.სახლი თითქოს გვამებით გაივსო და მექანიზმების სასაფლაოდ გადაიქცა. ყველა და ყველაფერი დადუმდა. ფარული ენერგიით სავსე არც ერთი მექანიზმი ასამუშავებლად ღილაკზე ხელის დაჭერას აღარ მოელოდა.

– ნუ მისცემ ნებას ეს გააკეთოს – ისე ღრიალებდა ჭერს მიშტერებული პიტერი, თითქოს სახლის საბავშვო ოთახს ესაუბრებაო.

– ნუ დართავ მამას ნებაც ყველაფერი გაანადგუროს. თქვა და მამას მიუბრუნდა– “ოი, რომ იცოდე, როგორ ვეღარ გიტან თქვენ!”.– შეურაცხყოფისსგან ვერაფერს მიირებ– როგორ მინდა მოკვდეთ!

– დიდი ხანია მკვდრები ვიყავით. ახლა კი ნამდვილ ცხოვრებას ვიწყებთ. იმის ნაცვლად, რომ მექანიზმების ხელსი ვიყოთ და გვზელდეს ცხოვრებას ვაპირებთ.

ვენდი ისევ ტიროდა. პიტერმაც მხარი აუბა და ისიც ატირდა.

– მხოლოდ რამდენიმე წამით, რამდენიმე წამით, შეგვახედეთ საბავშვოში – ღრიალებდნენ ბავშვები.

– ჯორჯ – ამით არაფერი დაშავდება – თქვა ცოლმა.

– კარგი, კარგი, ოღონდ ესენი დაწყნარდნენ. მხოლოდ ერთი წუთი და სამუდამოდ დაემშვიდობეთ.

– მამა, მამა, მამიკო! – წაიმღერეს ბავშვებმა, იცინოდნენ და თან ცრემლები სდიოდათ.

– შემდეგ კი არდადეგებზე წავალთ. ნახევარ საათში დევიდ მაკლენი დაბრუნდება და აეროპორტში წასაყვანაში დაგვეხმარება. ახლა კი წავალ და ტანსაცმელს გამოვიცვლი. ჩართეთ ოთახი ერთი წუთით. ლიდია, დაიმახსოვრე, მხოლოდ ერთი წუთით.სამივენი ლაქლაქით საბავშო ოთახისკენ გაემართნენ. ამ დროს კი საჰაერო მილით მეორე სართულზე აყვანილა ჯორჯი ტანსაცმელს იცვლიდა. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ ლილიაც გამოჩნდა.

– გავიხარებ, როგორც კი აქედან წავალ – ღრმად ამოისუნთქა ლილიამ.

– ბავშვები საბავშო ოთახში დატოვეთ?

– მეც უნდა გამომეცვალა. ეს საზარელი აფრიკა. ნეტა რა მოსწონთ მასში?

– კარგით ამაზე, ხუთი წუთის შემდეგ აიოვას გზაზე ვიქნებით. ღმერთო ჩემო, რა გვინდოდა ამ სახლში? რამ გვაყიდინა ეს კოშმარი?

– ამპარტავნობამ, ფულმა და სიბრიყვემ.

– ვფიქრობ, უმჯობესია ქვემოთ მანამდე ჩავიდეთ, ვიდრე ბავშვები იმ წყეულ ცხოველებთან ისევ გაერთობიან.

უცებ ცოლ ქმარს ბავშვების მოესმათ: მამა, დედა, სასწრაფოდ აქ მოდით!.

საჰაერო მილით ძირს დაეშვნენ და დერეფანში გაიქცნენ. ბავშვები არსად ჩანდნენ.

”ვენდი? პიტერ!”

ჯორჯი და ლილია საბავშვო ოთახში შეცვივდნენ. ცარიელ ველდში არავინ არავინ იყო. გარდა ლომებისა, რომლებიც მათ მიცჩერებოდნენ.

”პიტერ, ვენდი?”

კარი მოულოდნელად დაიხურა.

”პიტერ, ვენდი!”

ჯორჯი და ლიდია მკვეთრად შეტრიალდნენ და კარისკენ გაიქცნენ.

– გააღეთ კარები! – ყვიროდა ჯორჯ ჰედლი და ღილაკს აწვებოდა.

– კარი გარედან რატომ ჩაკეტეთ? პიტერ! – გააღწთ! – ყვიროდა იგი და კარს მუშტებს ურტყამდა. კარს უკან პიტერის ხმა მოესმა.

– ნებას ნუ მისცემთ საბავშვო ოთახის გამორთონ, ნურც მთელი სახლის გამორთვის ნებას დართავთ. – ამბობდა იგი.

მუშტებს კარებს უკვე ორივე ცოლ–ქმარი ურტყამდა.

– ბავშვებო ხუმრობის დრო აღარაა, წასვლის დროა, ბატონი მაკლინი რამდენიმე წუთში აქ იქნება…

ამის თქმა იყო და ზურგსუკან, გაყვითლებული ველდის სამი მხრიდან, ნამჯის შრიალის თანხლებით, ლომების გრგვინვისა და ღრიალის ხმა მოესმათ.

”ვენდი? პიტერ!”
ჯორჯი და ლილია საბავშვო ოთახში შეცვივდნენ. ცარიელ ველდში არავინ არავინ იყო. გარდა ლომებისა, რომლებიც მათ მისჩერებოდნენ.
”პიტერ, ვენდი?”
კარი მოულოდნელად დაიხურა.
”პიტერ, ვენდი!”
ჯორჯი და ლიდია მკვეთრად შეტრიალდნენ და კარისკენ გაიქცნენ.
– გააღეთ კარები! – ყვიროდა ჯორჯ ჰედლი და ღილაკს აწვებოდა.
– კარი გარედან რატომ ჩაკეტეთ? პიტერ! – გააღწთ! – ყვიროდა იგი და კარს მუშტებს ურტყამდა. კარს უკან პიტერის ხმა მოესმა.
– ნებას ნუ მისცემთ საბავშვო ოთახის გამორთონ, ნურც მთელი სახლის გამორთვის ნებას დართავთ. – ამბობდა იგი.
მუშტებს კარებს უკვე ორივე ცოლ–ქმარი ურტყამდა.
– ბავშვებო ხუმრობის დრო აღარაა, წასვლის დროა, ბატონი მაკლინი რამდენიმე წუთში აქ იქნება…
ამის თქმა იყო და ზურგსუკან, გაყვითლებული ველდის სამი მხრიდან, ნამჯის შრიალის თანხლებით, ლომების გრგვინვისა და ღრიალის ხმა მოესმათ.
– ლომები.
ჯორჯ ჰადლიმ ცოლს სახეში შესცქეროდა, შემობრუნდნენ და ცხოველებს შეხედეს, რომლებიც მიწაზე გართხმულები და კუდგაშესებულები ნელ–ნელა უახლოვდებოდათ.
ჰედლებმა შიშისგან დაიყვირეს.
დაიყვირეს და მოულოდნელად მიხვდნენ, თუ რატომ იყო ყვირილი, რომელიც ადრე ესმოდათ, ასეთი ნაცნობი.

– მეც, მოვედი – თქვა დევიდ მაკლინმა, რომელიც საბავშვო ოთახის ზღურბლთან იდგა. – მოგესალმებით!
იგი გაკვირვებით შესცქეროდა ორ ბავშვს, რომლებიც მინდვრის ცენტრში ისხდნენ და სალაშქრო საუზმეს მიირთმევდნენ. მათ უკან გადაყვითლებული ველდი და ჭაბურღილი მოჩანდა. თავზე მხურვალე მზე აცხუნებდათ. დევიდ მაკლეინის შულზე ოფლმა გამოჟონა.~
– მამა და დედა სადღა არიან?
ბავშვებმა ახედეს და გაუღიმეს. – ”სულ ცოტა ხანში აქ გაჩნდებიან”.
– ძალიან კარგი, წასვლის დროა – თქვა დევიდ მაკლინმა. შორიახლო იგი ლომების შერკინებას ხედავდა. ცოტა ხანში ლომები დაწყნარდნე და ნადავლით პირში ხეების ჩრდილში გაწვნენ.
დევიდმა სახე მოიჩრდილა და ლომებს გახედა.
ლომებს ჭამა დაემთავრებინათ და წყლის დასალევად ჭაბურღილისკენ მიდიოდნენ.
ფსიქოლოგის გახურებულ სახეზე ჩრდილებმა გადაურბინეს. უამრავი ჩრდილი იყო. აალებული ციდან ფასკუნჯები მიწაზე ეშვებოდნენ.
– ჭიქა ჩაის ხომ არ მიირთმევთ? – გაისმა ვენდის ხმა სიჩუმეში.

lion-kalahari-desert

დასასრული შემზარავია… თითქოს უბრალო ფანტასტიკა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მოთხრობა დღეისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან გვაპირისპირებს, ესაა ის რაც თანამედროვე ცხოვრებასა და ზედმეტ კომფორტს მოაქვს, ადამიანების ფუნქციებს სხვადასხვა აპარატები ითავსებენ და შედეგად ჩვენ ნელ-ნელა ვშორდებით ერთმანეთს, ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც ადრე ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავდნენ.

ყველა მშობელს უნდა მის შვილს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, სწორედ ამიტომ შეიძინეს მოთხრობის გმირებმა ”ჯადოსნური” სახლი, სახლი რომელიც მათ მაგივრად და მათზე უკეთაც უვლიდა ბავშვებს, მთელს ოჯახს….

შედეგი სავალალო აღმოჩნდა, მათ დაკარგეს მშობლების ფუნქცია, გაქრა სიყვარულიც… პატარებისთვის მშობლებისვე ნაყიდი საბავშვო ოთახი დედ-მამაზე მნიშვნელოვანი გახდა…..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s