რომანტიკოსი მე….

night,-moon,-clouds,-night-sky-196071

”წუხელ მივხვდი,
რომ ვარსკვლავებისთვის ჩვენც ვარსკვლავები ვართ
და როცა მიწას ვწყდებით,
ეს მათთვის ჩვენი ადამიანური სისუსტე კი არა,
ღმერთით ავსებულ ცაზე ულამაზესი გაელვებაა.”

ნიკა ჩერქეზიშვილი

მე ის ვარ თვითონაც რომ ვერ გაუგია ვინ არის… (ცუდი გაგებით არა, უბრალოდ მართლა უცნაური ადამიანი ვარ და ხასიათიც იმდენად ცვალებადი მაქვს არავინ იცის სინამდვილეში როგორი ვარ) არადა ერთი შეხედვით საკმაოდ ჩვეულებრივი (მოსაწყენიც კი)… ყველა გეტყვით რომ ძალიან წყნარი, უემოციო, (:D ) გულჩათხრობილი და ჭკვიანი გოგო ვარ  O:)
წყნარი მართლა ვარ, ემოციებს უბრალოდ არ გამოვხატავ… გულჩათხრობილი არ ვარ, უბრალოდ არაფერი მაქვს სათქმელი, მითუმეტეს მათთვის ვინც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიყურება, ვის რა აცვია, რამხელა ცხვირი აქვს ვიღაცის შეყვარებულს და ა.შ. -_- ხოო.. ჭკვიანის შთაბეჭდილებას იმიტომ ვტოვებ რომ ბევრს არ ვლაპარაკობ და შესაბამისად ცოტა სისულელეს ვამბობ….
ჩემს რომანტიკოსობაზე უნდა მელაპარაკა და სად წავედი?? ერთი სიყტვით, ჩემი არ ვიცი მაგრამ ჩემი რომელიღაცა ”მე” რომანტიკოსია, არადა სინამდვილეში საკმაოდ არარომანტიკოსი ვარ…  ისევ გაბნევთ 😀  მეც დაბნეული ვარ :// მოდი თვითონ დაასკვენით რაა… ისეთი რამეები მიყვარს შეუძლებელია ეს მოგწონდეს და რომანტიკოსი არ იყო, არადა უმეტესად ჩემი დამოკიდებულება სიყვარულთან ასეთია: ”მოიცა რაა…” ნუ ხანდახან წამომივლის და რაღაც არანორმალურად მომინდება ხოლმე ვინმეს ვუყვარდე… მაგრამ ის მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობს, ამას უკვე დიდი ხანია მივხვდი და ისიც ვიცი თუ ოდესმე ვინმეს შევიყვარებ შევიყვარებ იმ არსებას მხოლოდ ჩემს ფიქრებში რომ არსებობს და სხეული რომელშიც ეს არსება ჩასახლდება მხოლოდ იმით იქნება გამორჩეული რომ მართლა ვეყვარები… სხვა არაფერია საჭირო… მე თვითონ შევქმნი მას ჩემს ფიქრებში, ეს ყოველთვის ასე ხდება უბრალოდ ყველას ეშინია აღიაროს რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ფიქრებში არსებობს….
”…თვალს ვხუჭავ და ქრება სამყარო, სავსებით, ასე რომ,
ისევ ვხსნი, ყველაფერს სული უბრუნდება თავისით,
ვინ იცის, იქნებ შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ.
ახედე წითელში და ლურჯში ვარსკვლავებს ვალსები
როგორ გაუშლიათ, გვეყოფა, სიშავე ჩავიცვით:
ქუთუთოს დაუშვებ და ქრება, რაც იყო გარშემო.
იცი? ვოცნებობდი, შეგეტყუებინე საჩემო ადგილას,
საწოლში, გიჟივით გეკოცნა…რა ვიცი…
(იქნებ შენც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ.)
ცას ჭერი ეხდება, ქვეყანა ცეცხლში და ქარშია,
ღმერთის და დემონის ბრძოლაში ბრძანება გავეცი:
თვალს ვხუჭავ და ქრება უკვალოდ, რაც იყო გარშემო.
მჯეროდა, ამბობდი, ისეო, მოვალო, ასეო,
მაგრამ გავიზარდე და შენი სახელიც არ ვიცი
(იქნებ შენც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ.)
სჯობდა, მყვარებოდა ჩიტი, თბილ ქვეყნებში წამსვლელი,
უკან ბრუნდებიან ჩიტები ზაფხულის ჟამისთვის
თვალს ვხუჭავ და ქრება სამყარო, სავსებით, ასე რომ,
ვინ იცის, იქნებ შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ.”
სილვია პლათი
481299_701078309980256_7932102441609502269_n
____by_lover_and_the_wild-d6lkwbw
1535727_388195981348164_2932166716384061947_n 10358862_787576851288084_3541665051880814699_n  10892027_881791008532570_309576719751416979_n10919038_785252928229080_7544162420665402571_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s