გზა… ანუ ბავშვობიდან დიდობამდე…


პირველად ვიმგზავრე მარტომ ამხელა მანძილზე, თანაც მატარებლით…

11403478_991537627547427_2731490959122330502_n

ვაპირებდი სადღაც ჩემთვის მარტო მივმჯდარიყავი ფანჯარასთან და მთელი გზა დავმტკბარიყავი მუსიკით, კითხვიდ და იმის ცქერით თუ როგორ უქნევენ ბედნიერი პატარები  ხელს მიმავალ მატარებელს….

ეს ყველაფერი მაინც მოვახერხე, მაგრამ მარტო ჯდომა არ გამოვიდა, მერე მივხვდი რომ მოგვიანებით მაინც მომიჯდებოდა ვიღაც გვერდით, ასე რომ ჯობია მეგზური თავიდანვე შენ თვითონ აირჩიო…

ერთი სიტყვით ჩემზე უფრო სწრაფად მოაზროვნე გოგონამ მის გვერდით დაჯდომა შემომთავაზა და მეც მივუსკუპდი :დ

აბიტურიენტი აღმოჩნდა, უფრო სწორედ უკვე სტუდენტი, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი თბილისელი გოგონა იყო და საბუთების შესატანად, დასვენება არ დაცლილი, სასწრაფოდ ბრუნდებოდა ქალაქში…

ბევრი არ გვილაპარაკია, მე ძირითადად ვკითხულობდი, ის კი ფანჯრიდან ათვალიერებდა სამყაროს…

მინიმალურ დონეზე მაინც გავიცანით ერთმანეთი, გაუკვირდა ჩემი ფსიქოლოგობა, ამით არასდროს დავინტერესებულვარო, მაგრამ ჩემი რამდენიმე წინადადემის შემდეგ, ფსიქოლოგიის შესახებ, აღიარა რომ თურმე ძალიან საინტერესო ყოფილა…

ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად იყო… მაგრამ ბოლოს მაინც გაისმა ის საბედისწერო შეკითხვა, რომელსაც ყოველთვის ასე ვერიდები…

თბილისში მარტო ცხოვრობო, მკითხა… მოკლედ ვუპასუხე რომ, არა, ბებიასთან ერთდ, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარე აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, დაინტერესდა სად არიან მშობლები… ისევ ვცადე თავი დამეძვრინა და ვუთხარი რომ მყავს მამა რომელიც რაიონში ცხოვრობს… ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა, მოგვიანებით უკვე აშკარა გახდა რატომაც…

ერთი სიტყვით მაინც მათქმევინა ის რის თქმასაც ყოველთვის თავს ვარიდებ… ეს წლები ისე გავიდა, დაუჯერებელია მაგრამ ასე პირდაპირ არასდროს მითქვამს… ერთხელ მომიწია შარშან თქმა და ისიც ჩემი მათემატიკის მასწავლებლის ცნობისმოყვარეობის დამსახურებააა…

არც ახლა მეგონა პირის ამოძრავებას თუ შევძლებდი, მეგონა ისევ ისე დამემართებოდა… ერთხელ ბევრი წლის წინ, ერთმა ბავშვმა მკითხა დედის შესახებ მე კი ვერაფერი ვუპასუხე, მეგონა ჩემს თვალებში მაინც დაინახავდა რამეს მაგრამ კითხვა რომ გამიმეორა შემოვბრუნდი და წამოვედი….
11774723_1610406785874483_769281292_n

უამრავმა ნაცნობმა დღესაც არაფერი იცის…. უახლოეს მეგობრებთან თუ მითქვამს 2 სიტყვა, იცის იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა….

დადუმებული მე აღარ ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას, ვფიქრობდი: ჯანდაბაა, როგორ მიხაროდა თბილისში დაბრუნება… რატომ მამწარებს…. თბილისამდე სულ ცოტაღა დარჩენილიყო….

მაგრამ ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან… ალბათ სულ ვერ შეამჩნია როგორ მიკანკალებდა მთელი სხეული… საუბარი გააგრძელა და მითხრა რომ მასაც დაეღუპა მამა სულ ცოტა ხნის წინს… თვეები იყო გასული…. ის კი…. გაჭირვებით გავაგრძელე საუბარი და ბოლოს როგორც იქნა ჩემი ჩამოსვლის დროც მოვიდა.

მატარებლიდან ჩამოსულმა ღრმად ავოვისუნთქე და პირველივე შემხვედრ ტაქსიში ჩავჯექი….

ისევ იგივე ახნა მოვუძებნე ამ ყველაფერს, ალბათ მე ვარ ჯერ კიდევ ბავშვი… როცა 8 წლის წინ მთელი ჩემი ბავშვობა დაინგრა, ალბათ განადგურდა ის ძალაც რომლის საშუალებითაც უნდა გავზრდილიყავი და აი ასე დავრჩი სამუდამოდ 11 წლის პატარა გოგონად….

11745781_1687335211487675_7798051717829392480_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s