თეონა

სხვები ყვებიან, რამდენი კაი ტიპი გაიცნეს ამ ზაფხულს, მე ერთი მახსოვს მხოლოდ…..

არა, კაი ტიპი არა… უბრალოდ თეონა…

თეონა ძალიან კეთილია,

თეონას ძალიან უყვარხარ,

თეონას შეუძლია ყოველი შენი დანახვისას ხელახლა გაუხარდეს რომ არსებობ…

თეონას შეუძლია ყოველ 2 წუთში ერთხელ გაიოცოს შენი თმის ფერი,

თეონას… მხოლოდ თეონას შეუძლია მილიონჯერ გითხრას რომ ლამაზი ხარ… (მაშინ როცა დიდად არც ხარ :დ )

მხოლოდ თეონას შეუძლია მილიონჯერ ჩაგეხუტოს დღეში, თანაც ისე რომ ძვლები გეტკინოს….

თეონას შეუძლია აღფრთოვანდეს იმით რომ ჯავახიშვილში სწავლობ.. იმიტომ კი არა რომ ეს პრესტიჟულია ან რამე ეგეთი… უბრალოდ ახსოვს, როგორ ჩაუარა ერთხელ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობას და გააოცა მისმა სიდიდემ და სილამაზემ….

როცა ვკითხე რამდენი წლის ხარ მეთქი, დაფიქრდა… თითებს დახედა… ერთი, ორი, სამი, შვიდი…

მერე დედას ჰკითხა… დედამ 28-ო :/

დედამ მოგვიანებით ბოდიშიც მომიხადა, გაწუხებსო… ბავშვობაში ავად გამიხდა და მას მერე ასეაო… აბა რა იცოდა რომ თეონაზე მეტად დიდი ხანია არავინ მომწონებია…

დედის გაფრთხილების მიუხედავად თეონამ მეორე დღეს ისევ გააგრძელა:

”რა მაგარი თმა გააქვს…”

”აბა თვალები დამანახე… რა ლამაზიააა….”

”მართლა უნივერსიტეტში სწავლოობ?”

…………………  ♥

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s