ბაბუაწვერას ღვინო

”ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა….
თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ….”

თურმე სანამ ბავშვები ვართ ასე ვხუფავთ და ვინახავთ ზაფხულის თითოეულ დღეს, თითოეულ მოვლენას ჩვენს გონებაში, ყვითელ ბლოკნოტში ან სულაც სურათებში რომელსაც ვიღებთ…. მოზრდილებისთვის კი უკვე ყველა დღე თითქმის ერთნაირია…

11041707_951498641551326_5692024811463518510_n

ეს სურათიც ასეა გადაღებული, შარშან ზაფხულის ბოლო დღეს… წელს კი სულაც აღარ გამხსენებია ზაფხული ბოლო დღის დაფიქსირება… გართული ვიყავი კითხვაში…  ბაბუაწვერას ღვინოს ვკითხულობდი…

სწორედ ამ წიგნიდან შევიტყვე რომ უკვე დიდი ვარ… ყოველი დღე ახალი აღმოჩენებით არაა სავსე, მაგრამ ხანდახან მაინც მეც ვაცნობიერებ რომ რაღაც ახალი გავიფიქრე, რაღაც ახალს მივხვდი… მიუხედავად იმისა რომ ჩემი ტვინი უკვე ამდენი წელია გაუჩერებლად ფიქრობს ყველაფერზე…

11800609_1693303840890812_6644280667847571311_n

ერთი შეხედვით ეს წიგნი არის ბავშვებზე, მათ თავგადასავლებზე ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის განმავლობაში, მაგრმ  რა თქმა უნდა ბევრად მეტის დანახვაც შეიძლება…

ჩემთვის ეს წიგნი ბევრად მეტია,

ყველა დეტალი, ყველა წინადადება, ნამდვილი ჯადოსნობაა..

ბრედბერისაგან აღარაფერი მეგონა გამაკვირვებდა, მაგრამ ამ პატარა წიგნმა იმდენი საოცრება დაიტია…

წიგნის მთავარი გმირი 12 წლის დაგლასია, ერთ დღეს იგი აღმოაჩენს რომ ცოცხალია… ერთ დღესაც იმას ხვდება რომ ყველაფერი შეიძლება დაკარგო- ნივთები, მეგობრები, ადამიანები… რომ ყველა ადამაინი მოკვდავია და მათ შორის თავადაც… ამ ყველაფერს იგი 2 წლით უმცროს ძმას, ტომს და თავის ყვითელ ბლოკნოტს უზიარებს…. ბაბუაწვერას ყვავილივით ყვითელ ბლოკნოტს… მას ორ ნაწილად ჰყოფს, პირველს “რიტუალები და ცერემონიები” დაარქვა,  ხოლო მეორეს “აღმოჩენები და გამოცხადებები”  უკვე რიტუალად ქცეულა ბაბუაწვერას ღვინის დამზადება,  ვერანდაზე საქანელის ჩამოკიდება თუ ახალი სპორტული ფეხსაცმლის შეძენა, აღმოჩენებს კი ზემოთხსენებული აზრები მიეკუთვნება სიცოცხლის შესახებ…

tumblr_nu2gfad4Qj1s655b7o1_540

დაგლასი თითქოს ჩვეულებრი ბავშვია რომელიც იზრდება და სწავლობს სამყაროს, მაგრამ არა…. აშკარაა  რომ იგი ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამს… ღრმად სწამს რომ ძველისძველ სათამაშო აპარატზე დამაგრებული მადამ ტაროს ცვილის ფიგურა მოჯადოვებული, ულამაზესი, ახალგაზრდა ჯადოქარია რომელიც უნდა გაათავისუფლოს.. ხანდახან თითქოს უმცროს ძმაზე პატარაც კია… მაგრამ აშკარაა რომ იგი განსაკუთრებულია, იმდენად განსაკუთრებული რომ კითხვისას სულ მეშინოდა არ მომკვდარიყო, ან ფიზიკურად, ანადა პიროვნულად… მეშინოდა რამეს არ მოეკლა პიროვნება რომელიც მასში ყალიბდება…
dandelion

არა ეს წიგნი მაინც არ არის ბავშვებზე, არც დიდებზე, არც ზაფხულზე…

ესაა ჯადოსნური წიგნი ყველაფერზე, უამრავი საინტერესო ისტორიით სავსე… უბრალოდ მწერალმა ეს ისტორიები ერთ ზაფხულში, ერთ ქალაქში, ერთი პატარა ბიჭის გარშემო მოაქცია…

არადა ცალკე წიგნის დაწერა შეიძლებოდა მოხუც, ავადმყოფ პოლკოვნიკზე, რომელსაც არ უნდა სიცოცხლე თუკი მას ბოლომდე არ შეიგრძნობს….

95 წლის ქალსა და 30 წლის მამაკაცზეც რომლებიც რაღაც შეცდომის მსხვერპლნი გახდნენ, მაგრამ მაინც სჯერათ რომ ოდესმე ხელახლა შეხვდებიან ერთმანეთს, სხვა სიცოცხლეში…

გამომგონებელზე, რომელსაც ბედნიერების მანქანის შექმნა განუძრახავს….

და ა.შ

655183159

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s