კეთილი ბიზნესი

ცოტა უჩვეულო სიტყვათშეთნხმება გამომივიდა… როგორ შეიძლება ბიზნესი და თან  კეთილი არაა?? თურმე შეიძლება… მე  ვაპირებ ბავშვურ ბიზნესზე გიამბოთ, ყველაფერი ბავშვური კი კეთილია…

ბიზნესიც ბავშვურობით დავარქვი თორემ… მე ხომ ახლაც ბავშვი ვარ…

უფრო ბავშვი რომ ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, ისევე როგორც ყველა. სკოლის ეზოსთნ ერთი მოხუცი იჯდა ხოლმე, სულ შავებში ჩაცმული, სიბერისაგან მოხრილი და დაპატარავებული… ალბათ ჩემზე პატარა იყო, მე დაახლოებით  9-10 წლის ვიყავი, ის 90-მდე იქნებოდა… შეიძლება ნაკლები, მაშინ მეჩვენებოდა ძალიან მოხუცად, მაგრამ ფაქტია სიბერეს სულ მთლად ჩამოეჭკნო…

მოვიდოდა თავისი ჩანთიანად  ყოველ დილით, დაჯდებოდა სკოლასთან და ყიდდა ათას წვრილმანს: კალმებს, ფანქრებს, კანფწეტებს, საღეჭ რეზინებს, მარკებს… ერთი სიტყვით ყველაფერი ჰქონდა რაც კი სკოლაში მომავალ ან სკოლიდან გამოსულ ბავშვს შეიძლებოდა ენატრა.

ფული იშვიათად მქონდა, მაგრამ როგორც კი ხურდები აღმომაჩნდებოდა მივირბენდი და რაიმეს ვყიდულობდი. ერთი სიტყვით ჩვენი ურთიერთობა ამით შემოიფარგნებოდა, სანამ ერთ დღეს საოცარი იდეა არ მომივიდა.. (თუ მოგვივიდა… ალბათ უფრო დედამ მომაწოდა…) ყოველთვის მიყვარდა ტკბილეული და ძალიან ხშირად ვაკეთებდი  ე.წ. მამალოებს.

959b98a0f881

ეს იყო ერთგვარი გასართობიც და ამავედროს პირის ჩატკბარუნების საუკეთესო მეთოდიც ჩემთვის…

იდეის თანახმად საჭიროზე ოდნავ მეტი მამალოები უნდა გამეკეთებინა და მოხუცი ქალისთვის ჩამებარებინა გასაყიდად, ერთი სიტყვით მეორე დღეს 10 საცდელი გემრიელობა მივუტანე მოხუცს და ვეუბნები რომ 10 თეთრად გაყიდის, მოგებას კი შუაზე გავიყოფთ… ჯერ კარგად შემომხედა, ამათვალ-ჩამათვალიერა, (1 მეტრზე რამდენიმე სანტიმეტრით მეტი ვარ ალბათ ამ დროს :დ ) შორიდან მიცნობდა მეც და ჩემს ყველასთვის კარგად ნაცნობ ექიმ მშობლემსაც… იცოდა სულელი არცერთი ვიყავით, მითხრა ეგ უსამართლობააო, რატომღაც მეგონა მეტსაც კი იმსახურებდა, მთელი დღე ის უნდა მჯდარიყო ქუჩაში :/ მე კი ჯამში ნახავარი საათი თუ მჭირდებოდა ამ გემრიელობების მოსამზადებლად, ფორმებში ჩასასხმელად, ფორმებიდან ამოსაღებად და შესაფუთად…. ბოლოს მაინც შუაზე გაყოფაზე შევთანხმდით (ყოველთვის მიყვარდა თანასწორობა :დ ) სულ ახალდაწყებულ 21-ე საუკუნეში, პატარა საცოდავ ქალაქში, რომელი ადამიანი იტყოდა უარს რამდენიმე ზედმეტ ლარზე ყოველდღიურად…

10 თეთრი ცოტა მოგეჩვენათ ალბათ, მაგრამ მაშინ ფული იყო :დ  პირველ დღეს  თუ 10 ცალი დავუტოვე საცდელად, მეორე დღეს უკვე 30 გაქრა თვალსა და  ხელს შუა, მესამე დღე 60….  ვხარჯავდი მხოლოდ შაქარს, ბებიის გამოგზავნილ კაი ხნის მურაბებს და მცირე ენერგიას… ასე რომ თითქმის არაფრისგან,  1 კილო შაქრით ”კაი” ფულის შოვნა შემეძლო… :დ

არა! აქ ფული არაა მთავარი!  ეს იყო მრავალმხრივ კეთილი ბიზნესი. ბედნიერი იყო მოხუცი გამყიდელი ბებო, მე, დედა და კიდევ უამრავი პატარა რომელიც ძალიან იაფად, ძალიან გემრიელ და რაც მთავარია, ასევთქვათ, ნატურალურ კანფეტს მიირთმევდა… მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა უკმაყოფილო…

ერთ მშვენიერ დღესაც, სკოლის მერე ჩემი ”წილის” ასაღებად რომ მივირბინე, ბებოს რომელიღაც მასწავლებელი ესაუბრებოდა, მკაცრი ტონით: ”…ამ საზიზღარ ქიმიას რომ  აჭმევთ ბავშვებს…მეორედ აღარ დავინახო…” ქიმიის მასწავლებელი აშკარად არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ალბათ ოდნავ მაინც რომ დაფიქრებულიყო შეამჩნევდა განსხვავებას შეღებილ კანფეტებსა და ჩემს ნაირნაირი მურაბებით შეფერილ მამალოებს შორის 😥 (სხვათაშორის ხველებას უხდება :/ )

ოდნავ დიდი ან ოდნავ ნაკლებად მორცხვი რომ ვყაფილიყავი პასუხს გავცემდი, მაგრამ უცნაური თვისება მაქვს, ხანდახან დღესაც… როცა საოცრად მაართალი ვარ, ისეთი მართალი რომ სადაცაა ფრთები ამომივა და შარავანდედი დამამშვენებს კამათის სურვილი სულ არ მიჩნდება ხოლმე :დ მაშინაც ასე იყო, გული ძალიან მეტკინა, თავში უამრავი წინადადება მიტრიალებდა რომლითაც ქალს უცებ გავაჩუმებდი მაგრამ არა….

ვფიქრობ: ”… წადით თქვენი, არაფრის ღირსები არ ხართ…” (ნუ მაშინ მთლად ამ ტერმინოლოგიას არ ვიყენებდი)

ისე წამოვედი ქალს არც შევუმჩნევივარ, ვერც კი წარმოიდგენდა იმ ექიმის შვილი რომ ვიყავი ერთი თვის წინ ქმარი რომ  გადაურჩინა სიკვდილს (სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ არაა გამორიცხული რამე მსგავსი მართლა მომხდარიყო, თუ 1 თვის წინ არა ოდესმე… მანამდე ან მას შემდეგ… -_-  ) ვერც იმას წარმოიდგენდა ამ ყველაფერს 9 წლის გოგო თუ აკეთებდა, (ხანდახან მეხმარებოდა დედა საამეცადინო რომ მქონდა ბევრი… ) თორემ ხომ ამავსებდა ლოცვითა და ქება-დიდებით…

მოხუცმა ბებომ მერე მითხრა ყურადღება არ მიაქციო შვილოო… მაგრამ მე აღარ მქონდა არაფრის სურვილი… მას მერე ჩემთვისაც აღარ გამიკეთებია მამალო… ფორმებს რომ გადავაწყდები, რაშიც მასას ვასხამდი ხოლმე და მამლის, თევზის, ციყვის ფორმის კანფეტები გამომყავდა, ცოტა გული მწყდება, მაგრამ ეს ამბავი მაინც სიცილით უფრო მახსენდება…

ასე მივხვდი ადრეულ ბავშვიბაში რომ ბიზნესი ჩემი საქმე არაა…

148411805

მურაბები მე უნდა მეჭამა, მამალო საღებავით შემეღება, 30 თეთრად გამეყიდა, აქედან 25 თეთრი მე ამეღო, ფული დედასთვის კი არ უნდა მიმეცა რომ უფრო ჭკვიანურად დაეხარჯა, უნდა მომეგროვებინა და მანქანა მეყიდა რომლითაც მერე შეიძლება ის მასწავლებელი გამეტანა ^_^ მაგრამ არ ვარ ბიზნესმენი, არც ბოროტი, არც დიდი…

კეთილი, პატარა ბავშვი ვარ და მიხარია რომ  ჯერ ვერავინ შეძლო ჩემში მე მოეკლა….

Advertisements

2 thoughts on “კეთილი ბიზნესი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s