იდი, ეგო, სუპერ ეგო

1935342_1174561382573265_8549964173205254793_n

საოცრად მარტო ვარ… ისე როგორც ჯერ არასდროს ვყოფილვარ…

გგონიათ მინდა მარტო არ ვიყო? ვინმესთან ერთად რომ ხარ და მაინც მარტო ეგ უარესია….

ყოველთვის, ყველაფერში ასეთი გაურკვევლობა მაქვს და სწორედ ამიტომაა მთელი ცხოვრება რომ უმოქმედობაში გავატარე, უბრალოდ არ ვიცი რა მინდა რომ გავაკეთო, რა უნდა გავაკეთო…. არადა აღარ ვარ ისეთი პატარა….

იმ პრინციპით რომ  რამის გაკეთებას და მერე სინანულს უმოქმედობა სჯობს ვზივარ უკვე 20 წელია და ველოდები როდის მოიფიქრებს ჩემი უტვინო თავი რამეს, მაგრამ როგორც ჩანს არასდროს აპირებს გადაწყვიტოს საერთოდ რა უნდა ამ ცხოვრებისგან…

645df4f239f9e505749f6577e250a235

დღეს წარწერა შემხვდა ერთ-ერთი თეატრის შესასვლელთან ძირს: ”მე ვცადე მაინც…” გულზე მომხვდა…

დიახ! მე არასდროს არაფერი მიცდია! ვაითუ მერე ვინანოო… ახლა იმასაც კი ვერ ვიფიქრებ რა შეიძლებოდა მეცადა, რა შეიძლება ვცადო… არ ვიცი რისი ბრალია.

აი მაგალითად, მუშაობა რომ გინდა ადამიანს ხომ შეიძლება სცადო სხვადასხვა ადგილას, იქნებ სადმე რამეს მოერგო… არა! მე რატომღაც მგონია რომ ერთი თუ დავიწყე ვეღარ დავამთავრებ და ცხოვრების ბოლომდე შემჩება არასასურველი სამუშაო… ასეა თითქმის ყველაფერზე… მიკვირს როგორ გადავწყვიტე სად ჩამებარებინა და რა მესწავლა…

საკუთარ თავში  ისეთი წინააღმდეგობები მხვდება თვითონაც არ მჯერა. როგორ შეიძლება ერთდროულად რაიმე/ვინმე მოგწონდეს და ვერ იტანდე, გიყვარდეს და გძულდეს, გსიამოვნებდეს და გაწუხებდეს, გინდოდეს და არ გინდოდეს, გაინტერესებდეს და ფეხებზე გეკიდოს…

10410545_751314208223182_7459243971725753149_n

შენი სუპერ ეგო მომცაო მეგობარმა მითხრა ერთხელ…

საკუთარი თავის ასე კონტორლს როგორ ახერხებო?

ხანდახან უნდა მოეშვა კიდეცო….

აი ამის შემდეგ გამიჩნდა ერთი აზრი: ალბათ ჩემი ეგო იმდენად ეწინააღმდეგება ჩემს სუპერ ეგოს, ჩემი რეალური და იდეალური მე-ები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მთლიანად მაქვს უარყოფილი პირველი, სადღად საგულდაგულოდ დამალული…  თავადაც კი მიჭირს ჩემი რეალური სურვილების პოვნა, არ ვიცი ეს როგორ მოვახერხე…. გამოდის რომ ჩემი ეგო მთლიანად სუპერ ეგოს სახითაა წარმოდგენილი რომელმაც სავარაუდოდ მოკლა იდი და გვამი გადამალა :დ

332359202_640

მქონდა მეორე იდეაც: იქნებ პიროვნების გაორება მჭირს ან რაიმე სხვა ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა იმიტომ რომ სრულიად ნორმალურ რიტმში მიდის მთელი ჩემი ცხოვრება, არ ვიცი რა სუპერ ეგო მყავს ასეთი მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია მისი ღვაწლი :დ

ისევ იუმორით თუ შევხედავ ყველაფერს თორემ, რამდენიც უნდა ვიფიქრო ჩემი საშველი არაა… ^

+ სიტკბოება

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s