მიყ-ვარ-ხარ

ნაწყვეტი დილანდელი დიალოგიდან საკუთარ თავთან: ”ეჰ… მარიამ… ნეტა შენ ტვინი მოგცა და მე არაფერი მინდა…”

ახლა საღამოა, არა, რაღა საღამო ღამეა მაგრამ მე ისევ ისეთი უტვინო ვარ…. არც არასდროს ვიქნები ”ტვინიანი”.

ნეტა როდემდე მეყოფა ძალა რომ საკუთრი უტვინობა ჩემთვის შევინახო, უკვე ძალიან ხშირად ვიწყებ მის გამოვლენას, აესე ავდგები და ვლაპარაკობ ათას სისულელეს….

არ ვიცი რატომ ქვია პოსტს მიყ-ვარ-ხარ და არა უტვინობა… //

მიყ-ვარ-ხარ-საც კი ვეუბნები ადამიანებს რომელთაც ზუსტად ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა სულ სხვანაირად ესმით…

ზოგი იმიტომ გეუბნება მიყვარხარს რომ რაღაცაში სჭირდები, ზოგიც იმიტომ რომ უბრალოდ ცოტათი მოსწონხარ, ზოგი მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონია ამით შენს დაბალ თვითშეფასებას ეხმარება (კეთილია, რა ქნას…)

ზოგიც რავიცი…. ზოგს ალბათ მართლა უყვარხარ ♥ (იმედია არსებობენ ასეთბიც)

მიყ-ვარ-ხარს მიზეზები არ სჭირდება…

მაგრამ.

მე ამ სიტყვას არასდროს ვიყენებ ადეკვატურად… ანუ არასდროს ვამბობ იმ მნიშვნელობით რასაც ვგულოსხმობ…

ფილოფობიაა თუ რა არის არ ვიცი მაგრამ:

,,მე გჩუქნი შენსავე თავს,
მუდმივად გქმნი და მუდმივად გჩუქნი,
მე შენ არ მყავ-ხარ,
მე შენ მიყ-ვარ-ხარ…’’

 

ეს სიმღერა უბრალოდ აქ უნდა იყოს! (მოსმენასთან ერთად ტექსტიც უნდა წაიკითხოთ)red_____2

ყოველი დასაწყისი მხოლოდ გაგრძელებაა და თქვენ შესაძლოა ერთ ღამეს ერთი სიზმარიც კი ნახეთ მაგრამ გაღვიძებისთნავე დაგავიწყდათ….

და მაინც ყველა ჩემი სიტყვა იმდენად იდიოტურია იმასთან შედარებით რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, იქნებ ჯობდა მუნჯი ვყოფილიყავი….

ვბოდიალობ…

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s