მელანქოლია

tumblr_nsiid1QHt61uq1pswo1_1280

ადამიანების ბრალი კი არაა გულს რომ გტკენენ, შენი ბრალია იმდენს რომ მოელი მათგან რამდენის მოცემაც არ შეუძლიათ.

ვცდილობ არავისგან მოველოდე რამეს, მაგრამ ეგ შეუძლებელია… იმისათვის რომ ისუნთქო მიზეზი უნდა გქონდეს, ეს მიზეზი კი ადამიანები არიან რომლებიც გიყვარს და საპასუხო სიყვარულს თუ არა მინიმუმ იმას მაინც მოელი მათგან რომ ხანდახან შენი არსებობის შესახებ გაახსენდეთ…

რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ადამიანებთან, მით მეტად ვგრძნობ თავს ზედმეტად, მით მეტ განსხვავებას ვხედავ ჩვენს შორის და მეტად ვრწმუნდები რომ აშკარად რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს…

სულ უფრო და უფრო ვარიდებ თავს ყველას, ქუჩაში რომ მივდივარ ვნატრობ ნაცნობი არავინ შემხვდეს, შემხვედრს ვცდილობ მხოლოდ გამარჯობით გადავურჩე, აღარავისთან მინდა ლაპარაკი, მოსაუბრეს ვცდილობ გავუღიმო და არაფერი ვუპასუხო, როცა უცებ ვაანალიზებ რომ რაღაც მკითეს ვცდილობ აღვიდგინო რა გავიგონე….. გამოსავალს მუდმივად მარტო ყოფნაში ვეძებ და სულ რაღაცას გავურბივარ….

ხოლო რაც უფრო მეტხანს ვარ მარტო ვხვდები რომ უფრო და უფრო ვშორდები რეალობას და მეშინია რომ უფრო და უფრო რთული გახდება ოდესმე თავი ვინმეს/რამეს ნაწილად ვიგრძნო.

ნელ-ნელა საუკეთესო მეგობრებთანაც კი გაუცხოებას ვგრძნობ, ადამიანებთან რომელთა გარეშეც ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა ვიცხოვრო….

არა, ეს არაა მათი ბრალი….

tumblr_nsl5nveFeA1qc50kvo5_1280

ხანდახან ვუსმენ მათ ლაპარაკს და ვხვდები რომ არაფერი გამიგია, ან გავიგე მაგრამ სულ არ მაინტერესებს, ვფიქრობ: ეს ხომ უკვე მრავალჯერ უთქვამს? ახლა ჩემს ნათქვამს იმეორებს, ახლა ცდილობს თავი ”კაი ტიპად ” წარმოაჩინოს… რაში სჭირდება ეს ჩემთან?

მელანქოლია არის ფსიქიკური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივი მოდუნება, ნაღვლიანობა.

მელანქოლია ასევე არის რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის აპოკალიფტური დრამა.

ამ რეჟისორს ჭკუიდან გადავყავარ… მისი ყოველი ფილმის შემდეგ ვზივარ და ვფიქრობ როგორ შეიძლება ამდენად ახლოს იყოს შენთან ყველა მისი პერსონაჟი, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრების წესითა და კიდევ უამრავი თვისებით სრულიან განსხვავდებიან შენგან…

ჯერ ვნახე Dancer in the dark – სელმა და მისი არაამქვეყნიურობა, მისი სიტყვები, ვინმეს შეყვარება რომ შემეძლოს ის აუცილებლად შენ იქნებოდიო…. მერე რა რომ ვერ ვხედავ, რა არის დასანახიო?

Jeff: You can’t see, can you?

Selma: What is there to see? ”

 

tumblr_lxudfybJzq1qdmaboo1_500

 

მერე  Dogville-მა გადამრია, თურმე შენს თვალწინ შეიძლება ადამიანები მონსტრებად გადაიქცნენ და თუკი ამის უფლებას მისცემ მიწასთან გაგასწორონ, არა ეს ზედმეტად რბილად ნათქვამია…. ძაღლი მეტ პატივისცემას იმსახურებს, ის ყეფს მაინც, შენ კი თავდახრილი  იტან ყველაფერს მხოლოდ იმიტომ რომ გესმის ადამიანის ბუნება…

Dogville Photo:  Framegrab

Nymphomaniac ….. თურმე თავში გაჩენილმა პატარა იდეამ მთელი შენი ცხოვრება შიეძლება წარმართოს, როცა შენს თავს დიაგნოზს უსვამ, უკვე სხვა გზაც არ გაქვს, ის უნდა იყო რადაც თავი წარმოგიდგენია.

maxresdefault

”Perhaps the only difference between me and other people was that I’ve always demanded more from the sunset; more spectacular colors when the sun hit the horizon. That’s perhaps my only sin.”

”Dear everyone, don’t think it’s been easy, but I understand now that we’re not and never will be alike. I’m not like you, who fucks to be validated and might just as well give up putting cocks inside of you. And I’m not like you. All you want is to be filled up and whether it’s by a man or by tons of disgusting slop makes no difference. And I’m definitely not like you. That empathy you claim is a lie because all you are is society’s morality police whose duty is to erase my obscenity from the surface of the earth so that the Bourgeoisie won’t feel sick. I’m not like you. I am a nymphomaniac and I love myself for being one, but above all, I love my cunt and my filthy, dirty lust.”

მეც ხომ იგივეს ვაკეთებ? აი ახლა ამ წუთას, ვწერ პოსტს სახელად მელანქოლია და იმის მაგივრად რომ ფილმი განვიხილო  ვსაუბრობ საკუთარ უაზრო ხასიათზე, ვიქექები ტრიერის ყველა პერსონაჟში და მათ ყველაზე საშინელ თვისებებს საკუთრ თავში ვეძებ….

57e48f15f9780b65b7f2efa8d8298147  10194_5

ჰო Melancholia-ს რაც შეეხება, უცნაურია და რამდენჯერაც წარმოვიდგენ რომ ოდესმე შეიძლება ქორწილი მქონდეს ცუდ ხასიათძე ვდგები, არ ვიცი ამაში რა არის კარგი და რა ახარებთ ადამიანებს, ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა  პლანეტების შეჯახება, ვიდრე საქორწინო ტორტის დაჭრაა, კაბისა და აფეთქების სილამაზეს აღარც შევადარებ…..

Melancholia_F11_framegrab

 

სელმას მეოცნებეობა, გრეისის მოთმინება, ჯოუს სამყაროს აღქმა და თვითდიაგნოსტიკა :დ ჯასტინის მელანქოლია….

და ბოლოს ვნახე ანტიქრისტეც…  Antichrist პირველივე კადრი და საოცარი პირველი 7 წუთიც საკმარისია რომ მიხვდე რამხელა შედევრთან  გაქვს საქმე…

14_11_Antichrist1_1_1000_420_90_c1

ეს ის შემთხვევაა როცა პერსონაჟებთან თავის შედარებისაც კი გეშინია, მაგრამ რა ვუყოთ იმ დანაშაულის გრძნობას რომელიც ორივე მთავარი გმირის მსგავსად მაწუხებს უკვე დიდი ხანია…. 

ვასკვნი რომ მეტი ფილმი ჯერ არ უნდა ვნახო მაგრავ არამგონია დიდხანს გავძლო…

ეს ფილმები ისეთია მარტო მუსიკად რომ ღირს და თითოეული წუთი რომ ცალკე შედევრია….

tumblr_nsl5nveFeA1qc50kvo6_500

რა მჭირს?

ვითომ ყველაფერი მარტო იმის ბრალია რომ: ”I know things….”

tumblr_nuh21faLaS1uezuqso1_1280

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s