წიგნის ფურცლები…

ძალიან მიყვარს მატარებლები, მეტროთი მგზავრობაც კი…. განსაკუთრებით მაშინ, ვაგონში ცოტა ხალხია თუა და თავისუფლად სუნთქავ. მიყვარს მზიანი დღეები, მატარებელი მიწისზედა სადგურებზე რომ გამოვა და მზის სხივებზე იწყებს ბრწყინვას შენი თმა, შენს მუხლებზე გაშლილი წიგნის ფურცლები. მიყვარს ასეთი მომენტების დაჭერა და მათი მეხსიერებაში სამუდამოდ შენახვა…

მაშინ მზიანი ამინდი არ იყო მაგრამ მგონი მაინც საინტერესო სურათები გამომივიდა… ასეთი უბრალო ამბებით ივსება სწორედაც წიგნის ფურცლები…..

გვიან ვბრუნდებოდი უნივერსიტეტიდან, წვიმდა… უზომოდ დაღლილმა თავისუფალი ადგილი დავიკავე და ფიქრებში გავერთე. ასე ჩავიდოდი ბოლო სადგურამდე პატარა სასაცილო შმეთხვევა რომ არა: ჩემს წინ მჯდომი ორი ყმაწვილი უცებ წამოდგა და ადგილი ვაგონში ახალშემოსულ გოგონებს დაუთმო, ამ დროს ვაგონის მეორე მხრიდან ბიჭი მოდიოდა და როგორც ჩანს ვერ მიხვდა რატომ ადგნენ ბიჭები, პირდაირ ჩემს წინ დაბრძანდა. :დ გოგონებიც და ბიჭებიც გაოცებულები რომ დარჩნენ ეს ერთი მაგრამ მე უფრო იმან გამაკვირვა რომ ეს ბიჭი (და რატომღაც პატარა მეგონა საკმაოდ) მთელი დარჩენილი 10 თუ 15 წუთი იჯდა და თვალს არ მაცილებდა. ვის ვისთვის არ შეუხედავს მაგრამ 15 წუთი? თან პატარა რომ გგონია უფრო გიკვირს, წესით უნდა მოერიდოს რომ გახედავ რამდენჯერმე და თვალები მაინც დახაროს მაგრამ არა… ერთი სიტყვით ცოტა კი გავოცდი მაგრამ მაგაზე ფიქრის და ჩაღრმავების თავიც აღარ მქონდა და ”დავიკიდე”…

ესკალატორზე ვდგავარ და აღარაფერი მახსოვს, სახლში მალე მისვლისა და დასვენების მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ. ამ დროს ზურგზე ვიღაც მეხება. მივიხედე. ჰოი საოცრებავ… ალბათ მიხვდებით ვინც იყო…

– მარი გქვია ჰომ…? (მეკითხება და მიყურებს თავისი ბავშვური თვალებით)

– კიი…. (ვპასუხობ და უზომოდ ვიბნევი და მრცხვენია რომ ისევ ვერ ვიცანი ვიღაც ნაცნობი… თავს ვიმტვრევ ვის ვიცნობ 16-17 წლის ასაკის, ისიც კი ვიფიქრე ვინმე ჩემი ბიძაშვილის კლასელი ხო არაა, ან რა უნდა მეთქი, ვერ ვიცანი ”დაიკიდოს”…)

– ვერ მიცანი ხოო? :/ კლასელები ვიყავით…. (მეუბნება და აქ უკვე თავდაყირა დადგა ყველაფერი, სანამ სახელს მეტყოდა უკვე ვიცოდი რაც ერქვა და საერთოდაც მგონი მასზე მეტი რამ მახსოვდა ბავშვობიდან….)

მეექვსე კლასში რომ ვიყავი ერთი ბიჭი მომწონდასავით….სხვა არც არავინ იყო მაშინ ირგვლივ. ნუ.. მეექვსე კლასელი მე ძალიან განსხვავდება დღევანდელი მეექვსე კლასელებისაგან. ”ტომ სოიერის თავგადასავალს” ვკითხულობდი მახსოვს, საკუთრ თავზე საშინელი წარმოდგენა მქონდა და ვცხოვრობდი მარტო იმიტომ რომ მეოცნება….

ჰოდა ეს ბიჭი საყვარელი იყო მაშინ. (ან ახლა რას ვერჩი :დ ) სწავლობდა ასე თუ ისე, მაიმუნობდა, სპორტზე ფეხბურთს თმაშობდა და ა.შ. მთლად დაწვრილებით არა მაგრამ რაღაც სურათები მაინც შემომრჩა….

ინფორმატიკის გაკვთილზე განაღმვობაას თმაშობდა, მე არ ვიცოდი კომპიუტერი საერთოდ :დ

ჭადრაკის გაკვეთილებიც გვქონდა, ეგეც კარგად იცოდა ჩემგან განსხვავებით.

ერთხელ ტომ სოიერიც ვახსენეთ რაღაცაზე, გაეხარდა მეც რომ ვკითხულობდი, ძალიან მიყვარსო…

ერთხელ სადღაც გარბოდა და თვისი ჩანთა მომაჩეჩა, დამიჭირეო :დ მე ჩავიხუტე ეს ჩანთა და ველოდებოდი….  :დდ (ახლა მეცინება და მაშინ ის ჩანთა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო…)

ერთი სიტყვით კარგი იყო ბაშვობა, მხოლოდ ერთი წელი ვსწავლობდით ერთად, ან რატომ დავამახსოვრდი, ან რატომ არ დაეზარა მაშინ ჩემთვის თვის შეხსენება არ ვიცი. ძალიან წვიმდა მაგრამ სახლამდე მიმაცილა (აქეთ მოვდივარ მეც, ძმაკაცთნ უნდა ავიდეო…) გზაში გავიხსენეთ ბავშვობა და კლასელები, ბუნებრივია. ისიც მითხრა მაშინ მომწონდიო, მე არ მითქვამს რაღათქმაუნდა. (გამეცინა) ახლა უფრო გალამაზებულხარო და აი აქ დამთვრდა ყველაფერი…. როგორც ვიცი ხოლმე, ალერგია რომ მაქვს ამ უაზრო კომპლმენტებზე და ვინმეს თუ მოვწონვარ ესეიგი მე არ უნდა მომეწონოს, ჩაირთო ანტივირუსი :დდ კიარადა ანტიმოწონებიუსი… 😀 (ამ ”უსი” დაბოლოებასაც თავისი ისტორია აქვს… სახელებზე ვამატებდით მაშინ მეექვსე კლასში ბავშები)

მიუხედავად ყველაფრისა მაინც უზომოდ ბედნიერი ვიყავი ბავშვობის დაკარგული მეგობრის პოვნით და ვერც ვმალავდი  ემოციებს… ^^

მერე ისევ დაიკარგა მაგრამ მერე რა…

კიდევ შემხვდება სადმე, კიდევ ვერ ვიცნობ, კიდევ ვიცინებთ ერთად…

ამიტომ მიყვარს მეტრო ♥

უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს……

მარტო იმიტომაც კი მეყვარებოდა მუსიკას რომ ვუსმენ ხოლმე ბედნიერად მაგრამ…..  ♥

train

13063860_1071322806275331_1359799825_o

 

 

 

5 thoughts on “წიგნის ფურცლები…

  1. გამოხმაურება: წიგნის ფურცლები II | redheaded-creep

Leave a reply to Mariam Todua კომენტარის გაუქმება