წიგნის ფურცლები II

6tag_280815-223550

 

”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…”

 

მუსიკა….

არ ვიცი რატომ ჩავსვი ეს ფრაზა ბრჭყალებში, არსაიდან ამომიწერია, არ ვიცი ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი რამ, მაგრამ ხანდახან შენივე სიტყვებიც გეუცხოება, გეუცხოება საკუთრი თავიც….

საკუთარ თავს რომ ვეღარ ვცნობ ეს განსაკუთრებით აუტანელი  გრძნობაა ჩემთვის, არ ვიცი რა მემართება ზოგიერთი ადამიანის გვერდით,  მაგრამ ფაქტია – ვხდები სულ სხვა… არ ვიცი მეშინია მართლა ისეთი არ გავხდე, თუ იმის გააზრების მეშინია რეალურად რომ ყოველთვის ეგეთი ვიყავი. განა რაიმე კატასტროფული ცვლილება ხდება ჩემში მაგრამ მაინც, ვშფოთვ, ვერ ვისვენებ, არ მინდა თავი დავკარგო, დავკარგო ის რაც ჩემში ყველაზე მეტად მიყვარს….
602990_605725986120148_419206558_n

(ნახატი ზურა ბალანჩივაძისა – გოგონა ფანჯარასთან)
მიყვარს ის რაც ვარ მარტო, მხოლოდ საკუთრ თავთან, თუკი ამის ჩვენებას სხვისთვის ცდილობ უკვე ყველაფერი ხიბლს კარგავს… შეიძლება ასე სხვამაც დაგინახოს? დაგინახოს იმად რაც ხარ? ყოველგვარი ”არქეოლოგიის” გარეშე, ისე რომ არ იქექოს შენს გრძნობებსა თუ მოგონებებში, უბრალოდ შემოგხედოს და დაინახოს… მინდა ამის მჯეროდეს…

ეს ფრაზა კი ნამდვილად არაა ჩემი:

”როდესაც ადამიანს შეხედავ და მასში დაინახავ უბრალო ქოხს, რომელიც ბუნებაში დგას, შიგნით კი საოცარი სითბოა ჩატეხილი ფანჯრების მიუხედავად, ის ადამიანი უნდა შეიყვარო.”

6tag_180815-131746

რატომ დავარქვი პოსტს წიგნის ფურცლები II? ეს ხომ იმ ამბის გაგრძელება არაა, ანდა იქნებ არის კიდეც… ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ჩემი წიგნის ფურცლებია და ყველა დეტალი რაც კი მასში აღმოჩნდება რაღაცნაირად კავშირშია ერთმანეთთნ. ფაქტია მას შემდეგ ძალიან შევიცვალე, უფრო სწორედ მას შემდეგ რაც ამ წიგნის პირველი გვერდი (თუ თავი) დასრულდა და მეორე დაიწყო, აი მანდედან დაიწყო ჩემი მეტამორფოზაც. ვიცი უკვე ძალიან ვხლართავ მაგრამ ამას გარკვეული კავშირი აქვს სიკვდილის შიშთან, ეს შიში მას შემდეგ გამიჩნდა რაც დავინტერესდი როგორ დამთვრდება წიგნი, რომელსაც ვწერ, წიგნი რომელიც ჩემს ირგვლივ ხდება…  ცხადია სიკვდილის ყველა ადამიანს ეშინია დაბადებიდან, მაგრამ, ჩემი საკმაოდ დეპრესიული ხასიათიდან და არც ისე უპრობლემო ცხოვრებიდან გამომდინარე, ძირითდად მასზე ოცნებით, ან უფრო მისი მშვიდად ლოდინით ვიყავი დაკავებული. დღეს კი, დღეს რატომღაც ეს ფრაზა მოხლართა ჩემმა გონებამ: ”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…” რატომღაც უცებ გავაცნობიერე რომ სულერთი აღარაა როდემდე ვიცხოვრებ, უკვე არის რაღაცები რაც მინდა რომ მოვასწრო და არსებობს ამბები რომელთა დასასრულიც მაინტერესებს. მაინტერესებს როგორები იქნებიან ჩემი პატარა და-ძმები დიდობაში, კიდევ დაავიწყდება თუ არა ბებიას ჩემი დაბადების დღე და კიდევ მეტყვის თუ არა მამა რომ მისი ყველაზე ჭკვიანი შვილი ვარ მას შემდეგ რაც გაიგებს რომ ბევრი ჩემი მოსაზრება მისას სრულიად ეწინააღმდეგება. მაინტერესებს რომელი ჩემი მეგობართგანი შექმნის ოჯახს ყველაზე ადრე,  ან ყველაზე გვიან ანდა სულაც არ შექმნის ან თუნდაც მეყოლება თუ არა ოდესმე შეყვარებული… (ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია) ამ წიგნის პირველი გვერდი ალბათ იმის გაცნობიერებაში დამეხმარა რომ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. კი, ეს ისედაც ვიცოდი მაგრამ სულ სხვაა შენ რომ გემართება მსგავსი სიურპრიზები და ხვდები რომ 8-9 წელი ძალიან პატარა დროა, წარმოიდგენ შენს თავს კიდევ მომდევნო 8-9 წლის შემდეგ და გინდა გაიგო ვინ შეგხვდება შემთხვევით მაშინდელ, ახალ, მეტროში, ან თუნდაც ევროპის რომელიღაც ქალაქში, მოგზაურობისას….

10688002_824924594196345_2498189860654767687_o

პ.ს. ფოტოები ჩემი გადაღებულია, ტელეფონით…)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s