ბოლო ფურცელი

ყველა ურთიერთობა იმიტომ იწყება რომ დასრულდეს.

უფრო სწორედ, ამიტომ არ იწყება მაგრამ ბოლო მაინც ასეთია, არაფერი განსაკუთრებული, ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო ჩემთვის, ადამიანებთან რომლებიც ძალიან მომწონდა ამიტომ ვირჩევდი  მუდამ ურთიერთობის იმ ფორმას რომელიც ყველაზე დიდხანს და ბედნიერად გრძელდება – მეგობრობას.

როცა ვიღაც მოდის და მეგობრობის ყოველგვარ გზას გიღობავს არ იცი როგორ მოიქცე, მითუმეტეს როცა ეს ადამიანი გიყვარს და არ გინდა ან მას ეტკინოს რაიმე ან შენ, თანაც მისგან… სიმართლე რომ ვთქვათ არავინ არავის გულს არ სტკენს, ეს თავისთავად ხდება ხოლმე, ჩვენ ყველას უბრალოდ გვინდა ბედნიერები ვიყოთ ეს კი თითქმის შეუძლებელია და როცა იბრძვი იმისთვის რაც შეუძლებელია ქარიშხალში მოყოლილ ჭიამაიას უფრო ჰგავხარ ვიდრე ადამიანს, ადამიანს რომელიც არც თუ ისე სუსტია და მიწაზეც საკმაოდ მყარად უდგას ორივე ფეხი… ამ ყველაზე უთანასწორო ბრძოლაში სხვები კი არა საკუთრი თავიც კი გავიწყდება….

როცა ვიღაც ვინც გიყვარს მოდის და მეგობრბის ყველა გზას გიღობავს ტკივილი გარდაუვალია….

როცა საინტერესო წიგნს ვკითულობ ყოველთვის ისე მივადგები ხოლმე ბოლო ფურცელს ვერაფერს ვამჩნევ, ნეტავ ურთიერთობებიც ასე გამომდოდეს, მაგრამ არა, ძირითადად თავიდანვე ვხვდები როდის და როგორ დასრულდება, ამიტომ ყველაფერი აზრს კარგავს.

6tag_030916-130805

წიგნის ბოლო ფურცლის კითხვისას ყოველთვის მინდება კიდევ გაგრძელდეს, მისი დასრულების შემდეგ კი პირდაპირ ახალი წიგნის არჩევას ვიწყებ, სავსე ვარ  ემოციებით რომლებიც მეტი და მეტი ფიქრის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. ურთიერთობები კი მგონი პირიქით დასრულების შემდეგ სრულიად ცარიელს გტოვებს. ან კი ოდესმე მთავრდება ურთიერთობები?

წიგნები პასუხს სცემს შენსკითხვებს, ადამიანებთან ურთიერთობა კი მხოლოდ ახალ-ახალი კითხვების გაჩენას თუ გამოიწვევს.

ვიღაც დაასკვნიდა რას ვიზამთ, რთულია ცხოვრებაო, მაგრამ არა….

ცხოვრება მარტივია…

ოღონდ მხოლოდ ბრმა პეპლისა და სულელი ადამიანისთვის…

პეპელა რომ ბრმა არ იყოს ჩამოსაჯდომი ყვავილის არჩევასაც კი ვერ მოასწრებდა ისე გაუვიდოდა მთელი ცხოვრებაო, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა…  დაახლოებით იგვენაირადაა ჭკვიანი ადამიანის საქმეც…

 

10846286_1513819662210958_1464386812885134783_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s