როდის გავხდი იდიოტი?

17458236_1464710876881920_2524840425034482036_n

ისევ მიჭირს სუნთქვა და ისევ გული მეკუმშება… თუმცა ჯერ არსად ჩანს ის საშინელი სიცარიელის განცდა რომელიც წლობით არ მტოვებდა, და ამ  ბოლოს სადღაც უცნაურად გაუჩინარდა…

ჯერ ძილის წინ, მერე გაღვიძების თანავე, გონებაში ვაწყობ ტექსტს რომელიც უნდა მივწერო, მაგრამ უკვე კარგა ხანია ძალა არ მყოფნის და, რომლიც დღითდღე სულ უფრო და უფრო გრძელი ხდება… ვამატებ და ვამატებ უაზრო ფრაზებს რომლებსაც მაინც არავინ გაიგებს ისე, როგორც მე ვიგულისხმე და მაინც არ ექნება ის შედეგი, რაც მე მინდა რომ ჰქონდეს.

”….! შენ ვერც კი ხვდები ვინ ვარ, რას ვგრძნობ, ზგადად თუ შენს მიმართ, ვერც კი წარმოიდგენ რას მიკეთებ ეგეთი საქციელით… 2 რამეღა შემიძლია ვიფიქრო, სხვა არ ვიცი… ან ძალიან გკიდივარ ფეხებზე, ან ძალიან სულელი ხარ და მართლა არაფერს ფიქრობ, არ ვიცი რატომ მირჩევნია რომ მეორე იყოს მართალი, სხვა გამართლება ვეღარ მოგიფიქრე… და თუ მეორეა მართალი, დიდია შანსი რომ ახლაც ვერ მიხვდე რა მინდა,  რატომ გწერ, როგორ უნდა მოიქცე…

ალბათ, ორივესთვის პირველი ჯობია, შენ არაფრის შეცვლისთვის შეიწუხებ თავს, როცა გეტყვი რომ ურთიერთობის ამ ფორმით გაგრძელება აღარ შემიძლია, ჩათვლი რომ მორიგ ურთიერთობაში არ გაგიმართლა… მერე რა, რა დალევს სულელ გოგონებს რომლებსაც შეუყვარდები და რომელიმე ოდესმე იმედია აღმოჩნდება ისეთი რომ იმასაც ფეხებზე ეკიდები და იცხოვრებთ ბედნიერად… ^^ და მე? მე არ ვიცი რას ვიზამ, დავიჯერო იმაზე უარესად გავხდები ვიდრე ბოლო კვირაა ვარ?  შეიძლება გავხდე კიდეც მაგრამ ოდესმე ხომ დამთავრდება? იმედია… ”

ვამთავრებ ამ ტექსტის ახალი, დილის, ვერსიის წერას და ვფიქრობ: როდის გავხდი ასეთი იდიოტი?

სავარაუდოდ ეს მოხდა ბოლო ერთი წლის მანძილზე, ნელ-ნელა, ეტაპობრივად და შედეგად მივიღე ის რომ კიდევ უფრო ავურიე ჩემი ისედაც აბდაუბდა ცხოვრება, იქამდე მივიყვანე რომ აღარსად შემიძლია თავი შევაფარო, ვეღარსად ვპოულობ სიმშვიდეს, ვეღარაფერს ვაკეთებ, თუკი წოლა და ფიქრი უაზრობებზე ან ტირილი რამის კეთებად ითვლება…. სასაცილო ისსაა უკვე რომ ვეღარ არჩევ რის გამო ტირი, 9 რამეზე/ვინმეზე ფიქრობ ერთდროულად და ხელჩასაჭიდი არავინ და არაფერია….

მუსიკასაც რომ ვეღარ ვუსმენ წესიერად….. https://www.youtube.com/watch?v=-CSHCim2l60&feature=youtu.be

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s