სავსე მთვარე

“როცა მიყვარდება,
მე ვდგები და მკლავებს ვიშიშვლებ,
თავს ვხრი
და ჩემს მხრებს ვკოცნი…”

ვკოცნი საკუთარ მხრებს…. აბა მთვარეს ხომ ვერ მივწვდები….

18451612_756258114534621_528940304865838618_o

სიყვარული ჩემთის ყოველთვის მთვარესთან ასოცირდებოდა, მთვარიან ღამესთან, სავსე მთარესავით ლამაზ და სევდიან გრძნობებთან, თუმცა…. არასდროს ვყოფილვარ მაინცდამაინც სენტიმენტალური და რომანტიკოსი… პრინციპში, მგონი აღარც მახსოვს როგორი ვიყავი, სანამ იმდენად გამბედავი გავხდებოდი რომ მთვარისაკენ ხელის გაწვდენა კი არა მასთან შეხებაც კი გამებედა…

არადა მუდამ თავადვე ვაფრთხილებდი ჩემს თავს რომ შორიდან ზოგიერთი ადამიანიც მთვარის მსგავსად მომხიბვლელი სჩანს, მაგრამ საკმარისია მიუახლოვდე და შეეხო, ხელში მხოლოდ მტვერი შეგრჩება….

შეიძლება მტვერიც კი არ შეგრჩეს… არ შეგრჩეს საერთოდ არაფერი… ისიც კი გაქრეს რაც აქამდე იყო შენში….

საშინელებაა არ ანაღვლებდე ადამიანს, რომლის მხოლოდ ხელებიც კი საკუთარ თავზე მეტად გიყვარს…

ხელები… ხელები….

17022422_711109512382815_927637482468179122_n

„-ძალიან მტკივნეულია, როცა გიყვარს და გტოვებენ. ერთ დღეს ტანსაცმლის ჩალაგებას დაიწყებენ და რომ ჰკითხავ, „რა მოხდა?“ გიპასუხებენ: „უკეთესი შემოთავაზება მივიღე“. და მიდიან. სამუდამოდ მიდიან და მას შემდეგ სიკვდილამდე ატარებ სიყვარულის უზარმაზარ ლოდს, რომელსაც ვერავის მისცემ, იმიტომ, რომ შენს ცხოვრებაში სხვა არ მოდის. და თუ ისევ იპოვე ვინმე, ვისაც შეგიძლია ამ ლოდის სიმძიმე გაუზიარო, ყველაფერი იმავენაირად მთავრდება. ანაც, ერთ მშვენიერ დღეს ურეკავ ტელეფონზე, ეუბნები: „ჯეისონი ვარ,“ და პასუხად იღებ: „ვინ?“ ასეთ დროს ხვდები, რომ ის დღე დადგა: არ იციან, ვინ ჯანდაბა ხარ.“

ვინ ჯანდაბა ვარ? – ვეკითხები საკუთრ თავს და მევე ვპასუხობ…

”…შენ ხარ ის, ვინც ეძებს. გჯერა სასწაულების და იმის, ვინც ცრემლებისგან სველ სახეს გიმშრალებს. დღეს ცა ისეთი ლამაზი იყო, დღეს ოთახში მარტოობაც კი ლამაზი იყო. საკუთარი ხელების ერთმანეთთან შეხება და უჩვეულო სიცხელე… საკუთარ თავს ვინდობ და თავს ვუხრი სხვას…”

დიახ, მე ის ადამიანი ვარ ვისაც სჯერა სასწაულების… ვისთვისაც სასწაული ყოველი ახალი დღეა, ყოველი ახედვა ცაში, ყოველი ბავშის ღიმილი, ყოველი ადამიანის თვალები, ყოველი მზის ჩასვლა თუ მთვარის ამოსვლა…

წარმოგიდგენიათ რამდენად უნდა გიყვარდეს ცხოვრება, რომ მიუხედავად იმისა, კარგი არაფერი ხდება, ყოველი ამოსუნთქვა მხოლოდ ტკივილითაა სავსე, ბედნიერებას პოულობდე ავტობუსის უკანა სავარზელში ჯდომასა და ქუჩების თვალიერებაში…

ღამით აივანზე ჯდომასა და ცით ტკბობაში….

დილით სახლიდან გამოსვლასა და  ჯერ კიდევ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაში….

ბედნიერებას პოულობდე შენივე ტკივილში…

იმაში რომ ამის განცდა მაინც შეგიძლია, სხვა თუ არაფერი….

ბევრს ვფქრობ და მივდივარ ისევ იმ დასკვნამდე რომელიც დიდი ხანია გავაკეთე და ხანდახან მავიწყდება….

ვართ ადამიანები ვისთვისაც ერთადერთი შედარებით მარტივი გზა არსებობს ცხოვრებში – იყო მარტო… თუმცა ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი გზა რომელიც უნდა აირჩიო ტკივილით იქნება სავსე…  ტკივილია ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და არა ბედნიერება, როცა ბედნიერი ვარ საერთოდ ვერ ვცნობ ჩემს თავს, ვიღაც სხვა ვხდები… მე კი მიყვარს საკუთრი თავი… როცა ვამბობ რომ მისი ხელები ჩემს თავზე მეტად მიყვარს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ჩემს თავზე არ ვგიჟდები…

მისი ხელებიც ხომ მაშინ შემიყვარდა როცა ჩემსას ეხებოდა….

16665031_702639926563107_6453525025033332683_o

”I accept and I collect upon my body
The memories of your devotion…

I feel your fists
And I know it’s out of love
And I feel the whip
And I know it’s out of love
I feel your burning eyes burning holes
Straight through my heart…”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s