ფერისცვალება…

“რაღაც რომ ხდება უცნაური,
მარტო შენ იცი,
გსურს, სხვებსაც უთხრა, გააფრთხილო,
არ კი გაცლიან…
ბოლავს სამყარო, 
გარდაცვლილი ბუნება იწვის…
შემოდგომაა განშორება და
კრემაცია…
როგორც მახლობელ ჭირისუფალს, შავი გაცვია,
გარეთ კი მშვიდად მოღიმარი ზამთარი იცდის..”

 20882276_1665242230176960_6865011618404364895_n

ამას ყოველ 19 აგვისტოს განვიცდი, 1 დღეში იცვლება ბუნება ჩემს თვალინ, ვგრძნობ როგორ ერთიანად იცვლება ყველაფერი, მთელი სამყარო იცვლის ფერს, მხოლოდ მე, მხოლოდ მე ვრჩები ხოლმე ფერუცვლელი და ისევ ისე, ძველებურ ფერებში განვაგრძობ ცხოვრებას, ოდნავ უფრო დამძიმებული სუნთქვით და  ოდნავ მეტი მოგონებებით. მოგონებებით ადამიანებზე რომლებიც დაუფიქრებლად მშლიან საკუთარი ფერშეცვლილი ცხოვრებიდან.

რა უფრო უცნაურია ერთ დღეში დაივიწყო წარსული და დაიწყო ახალი ცხოვრება? თუ ის რომ წლები გადიოდეს და შენ ისევ ერთ ადგილას იყო? ისევ გინდოდეს, სრულიად უაზროდ, უერთგულო ადამიანებს რომელთათვისაც არაფერს ნიშნავ, რომელთა გვერდითაც   იცი  აღარასდროს იქნები… და ალბათ არც უნდა ყოფილიყავი…

ხანდახან ძალიან რთულია იყო ადამიანი, ადამიანი სახლი, რომელიც ყოველთვის ერთ ადგილას დგას და ელოდება დაღლილ მგზავრებს… სახლი რომელთანაც მოდიან როცა თავშესაფარი სჭირდებათ და მიდიან როცა აღარ სჭირდებათ. რომელიც ცოტა მონჯღრეული, მაგრამ მაინც მყუდროა წვიმასა და თოვლში, შეიძლება ცოტა ნიავსაც ატარებს მაგრამ ქარიშხალს არასდროს მისცემს შენი წაღების უფლებას… რთულია იყო სახლი, სახლი რომელსაც მუდამ საყვედურობენ რატომ თან არ გამომყევი ქარიშხალში გარეთ რომ გავრბოდიო, როცა თავს ერთ ადგილას თავადაც ძლივს იმაგრებდა..

36302193_2021485601219286_3609472669969285120_n

 If anyone tells me”it’s better to have loved and lost than to never have loved at all… 

და მაინც

But I’ll miss you most of all, my darling

When autumn leaves start to fall

 

ხანდახან მგონია რომ ძალიან დავბერდი და მოგონებებით ვცხოვრობ, არაფერი ახლის განცდა არ შემიძლია… მგონია საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ვიგრძენი ბედნიერება… ბოლოს ვიყავი აღფრთოვანებული… ის ადამიანები და მუსიკაც კი რომელიც ადრე მაბედნიერებდა მხოლოდ ჩემი გულის შეკუმშვას იწვევს საცოდავად… გულის რომელსაც უკვე ეშინია აჩქარების, ემოციების, გადაღლის, სიკვდილის…  შემოდგომისაც კი ეშინია…

შემოდგომა მოდის, სეზონი სევდისა და მონატრებისა, სეზონი როცა ყველაზე ადვილია ცივმა ქარმა წაგაქციოს თუკი არავინ გეგულება, ვინც ხელებგამოწვდილი გელოდება, გელოდება რომ ძლიერად შემოგხვიოს ის ხელები და გაგრძნობინოს რომ რამდენჯერაც უნდა იცვალოს ფერი ბუნებამ მისი გამოწვდილი ხელები ისევ იმფერი დარჩება და ისევ დაელოდება შენი მარადმწვანე ტყისფერი თვალების გამონათებას…

09d10e04058d9e9b3bf1b4e2abc5816b

 

Advertisements

მეც…

8f78d06281a9b64952b50852dae87d33

https://www.youtube.com/watch?v=izyI–B6ygc

Continue reading

სავსე მთვარე

“როცა მიყვარდება,
მე ვდგები და მკლავებს ვიშიშვლებ,
თავს ვხრი
და ჩემს მხრებს ვკოცნი…”

ვკოცნი საკუთარ მხრებს…. აბა მთვარეს ხომ ვერ მივწვდები…. Continue reading

ცარიელი მთვარე

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველაფრის გაგება და პატიება შემიძლია…

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ზოგიერთი ადამიანი ამასაც კი ვერ იყენებს…

თუმცა, მგონი მე საქმე ადამიანებთან არა მაქვს.

მთვარე შემიყვარდა,

ნამდვილი მთვარე…

17005870_1462831503751368_1126269194_n

იცით ეს რას ნიშნავს? ჯერ მეც ვერ გავიგე,  (მგონი გავგიჟდი…)

მაგრამ მთვარის სიყვარული ადვილი ნამდვილად არაა.

მთვარე ძალიან შორსაა,

მთვარე ყოველდღიურად იცვლება,

მთვარეს 2 მხარე აქვს,

ერთს ვერასდროს დაინახავ, მეორე კი ხან მთლიანად ჩანს ხანაც ნაწილობრივ, ხანაც სულ ქრება….

large

მე სავსე მთვარეს ვუყვარვარ.  მთვარის შევსებასთან ერთდ ერთად ნელ-ნელა იმატებს გრძნობებიც მაგრამ როცა მთვარე დაცლას იწყებს….

მგონი კი არა ნამდვილად გავგიჟდი! მეტაფორულად დავიწყე საუბარი და ამასობაში თავი რაღაც უცნაურობაში გავყავი. მთვარის ფაზებს დავაკვირდი…

ჯანდაბაა!!!

სხვა ახსნას რომ ვერ უძებნი ადამიანის ქმედებებს და მთვარეის ფაზებზე იწყებ დაკვირვებას რა ქვია ამას? (ჩემმა მეგობარმა შიზოფრენია უწოდა, მაგრამ ფსიქოლოგი მე ვარ და მგონი ვერცერთი აშლილობა ვერ გადმოსცემს ზუსტად ჩემს მდგომარებას… )

მაგრამ მართლა ემთხვევა… :/

ყველაფერი იანვარში დაიწყო, როცა მთვარე ივსებოდა და ზუსტად სავსე მთვარე იყო როცა შევხვდით…

თებერვალი არ მახსოვს, მაგრამ 28 მარტს რომ დაიკარგა ეს ნამდვილად მახსოვს. ახალი მთვარე იყო, როგორც ახლა აღმოვაჩინე :დ  დაბრუნებაც ზუსტად ემთხევვა სავსე მთვარეს 11 აპრილს…  26 აპრილს კი რატომღაც მთელი ღამე ფიქრობდა და მოიფიქრა რომ უნდა დავშორდეთ, ისევ ახალი მთვარისას. ^^Screenshot (7)

გიჟი ვარ,აბა რა ვარ??  მთელი ჩათი გადავაბრუნე ამის გამო, 11 მარტსაც შევრიგებულვართ რაღაც სისულელის გამო გაბუტულები (12ში იყო სავსე მთვარე) ცუდად იყო წინა ახალი მთვარისას და ”რაღაც ვერ იყო” იმის წინაც :/

შეიძლება მთავრესთან ერთდ ადამიანიც დაცარიელდეს?

ამ ლოგიკით თუ გაგრძელდა დაახლოებით 11 მაისისთვის ისევ შერიგება უნდა მოინდომოს და მე? როგორ უნდა მოვიქცე? მე სიმშვიდის და სტაბილურობის უზომოდ მოყვარული ადამაინი….

თუმცა უკვე ისე შევეჩვიე ამ მიქცევა-მოქცევას ვეღარც ვბრაზდები, ვეღარც მწყინს, ვეღარაფერი….

ერთი კია, იზრდება ჩემი ფლეილისთი მთვარიანი სიმღერებით და ჩემი ფოტოკოლექცია მთვარიანი სურათებით…

Crescent

18110628_1535967193104465_444387077_n

 

climbing to the moon

tumblr_ofhyo32lJc1uf78uqo1_500

Clair de Lune

16831960_1455851001116085_1330334598190736224_n

Full Moon And Empty Arms

17190578_1473268742707644_1886976238636546157_n

……………………………

როდის გავხდი იდიოტი?

17458236_1464710876881920_2524840425034482036_n

ისევ მიჭირს სუნთქვა და ისევ გული მეკუმშება… თუმცა ჯერ არსად ჩანს ის საშინელი სიცარიელის განცდა რომელიც წლობით არ მტოვებდა, და ამ  ბოლოს სადღაც უცნაურად გაუჩინარდა… Continue reading

მარტოობის 21 წელი…

არა, მარკესს არ ვბაძავ არანაირად, მაგიური ვერა მაგრამ მწარე რეალობა კია ის რაზეც ვაპირებ ვილაპარაკო.

255583_482858441733840_1167315597_n

22 დეკემბერს 21 წლის ვხდები. ^^ და ამ წიგნებით და ადამიანებით გადავსებულ სამყაროში მაინც ვახერხებ მოწყენილი ვიყო ხოლმე.

15578485_1514308865288001_792301338133865712_n

”სოულმეითს” ერთს კი არა ბევრს შევხვდი მაგრამ მაინც მარტო ვარ…

იმ დღეს ჩემი ერთი ლექტორი გვიყვებოდა ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ადამიანის ერთ ტიპზე. ასეთი ადამიანები თურმე  ბლა ბლა ბლა…. მრავალ მიზეზთა გამო ცხოვრების 3 სტილიდან ერთს ირჩევენ. ან თავად უნდა იბატონონ გარშემომყოფებზე (სადისტობამდეც კი შეიძლება მივიდნენ) ან გახდნენ სხვისი მოლაქუცე, მუდმივად სხვაზე დამოკიდებული. ჩემთვის ორივე შემთხვევაში ადამიანი არარაობას წარმოადგენს. და არის მესამე ვარიანტი: იყვნენ მთელი ცხოვრება შუაში გაჩხერილი, მარტო!

”ბევრი წყალი ჩაივლის, ტკივილს მწუხარება ჩაენაცვლება, მწუხარებას- დუმილი, დულიმს მარტოობა- ბნელი ოკეანესავით უძირო და უნაპირო…….”

მიუხედავდ იმისა რო ასეთი ტიპის ადამიანთა კრიტერიუმებს გადასარევად ვაკმაყოფილებ მაინც ოპტიმისტურად განვაგრძობ ცხოვრებას :დ არც სადისტობას ვაპირებ და არც ვინმესთან ლაქუცს.

მე თუ მკითხავ ზოგიერთი ადამიანი მართლაც იმისთვის იბადება რომ მარტო იყოს. მარტო უნდა იყოს რადგან სხვანაირად არ შეუძლია, ბედნიერი მაინც ვერ იქნება. არაერთხელ მიგრძვნია ეს… ზუსტად იმ მომენტებში როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვიყო სევდა მეუფლება და სინდისის უცნაურ ქენჯნას ვგრძნობ. აღფრთოვანებული ვიყავი როცა რამდენიმე დღის წინ დაახლოებით იმავე მოსაზრებას წავაწყდი ”პილატეს სახარებაში.” საოცარი მწერალია შმიტი და ამ წიგნშიც კარგად ჩანს რა საინტერესოდ აქვს დანახული მას სხვადასხვა მხარეთა პოზიციები. ამ მოსაზრებას რაც შეეგება, იგი ქრისტეს პროტოტიპი პერსონაჟის იეშუას პირით ამბობს:

”… იმ საღამოს სიყვარულის ეიფორიით შეპყრობილებს და ერთ არსებად ქცეულებს საერთოდ დაგვავიწყდა, რომ არსებობს სიღარიბე და სიდუხჭირე. მივხვდი, რამდენად ღრმად ეგოისტურია ბედნიერება. ბედნიერება გაიძულებს, გამოცალკევდე და განერიდო სამყაროს, ჩაიკეტო დახურულ კარს მიღმა, ჩამოაფარო ფარდები, დაივიწყო სხვები, გადაულახავი გალავანი შემოარტყა საკუთრ ადგილსამყოფელს. სიყვარულით შეპყრობილი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამ, არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. იმ საღამოს ბედნიერება აუტანელი და გაუსაძლისი მეჩვენა.
ბედნიერებას მე სიყვარული ვამჯობინე, მაგრამ არა ის სიყვარული, რებეკას მიმართ რომ განვიცდიდი, არამედ სიყვარული განსაკუთრებული და გამორჩეული, უზენაესი სიყვარული, ყველაფერზე მაღლა რომ დგას. უკვე აღარ მიზიდავდა ვინმე ერთის სიყვარული, საყოველთაო სიყვარული მხიბლავდა უფრო. მე უნდა დამეზოგა სიყვარული გაუბედურებული ბავშვებისთვის, იმათთვისაც ვინც ვერ იყვნენ ისეთი მშვენიერი, ლამაზი და საინტერესო, სხვისი ყურადღება და გულისხმიერება ბუნებრივად რომ მიეზიდათ. სიყვარული უნდა დამეზოგა იმ ადამიანებისთვისაც, სიყვარული საერთოდ რომ არ ღირსებიათ.
მე არ ვიყავი ბედნიერებისთვის შექმნილი.”

 

მე ნამდვილად არ ვიცი რისთვის უნდა დავზოგო სიყვარული. ეს მოსაზრება ხომ ერთი შეხედვით საკმაოდ მხიბლავს, მაგრამ მეორეს მხრივ, ყოველთვის მიმაჩნდა რომ სხვების დახმარებას, სიკეთის კეთებას აზრი არ აქვს თუ შენ ამით არ ხარ ბედნიერი.

ვითომ რატომ არ შეიძლება ერთდროულად იყო ბედნიერიც და არა გალავანშეორტყმული, გიყვარდეს ერთი ადამიანი უზომოდ და გიყვარდეს მთელი სამყაროც?

ეს ალბათ ახალი გამოწვევაა.

ჩემი ცხოვრების 21 წელი ამის აღმოჩეას უნდა მივუძღვნა. :დ გადაწყვეტილია! :დდ

გადავშლი ახალ-ახალ წიგნებს, ახალ-ახალ ადამიანებს, ვეცდები ყველა სხვაგვარად წავიკითხო…

”… მძიმე წიგნია ცხოვრება ჩვენი.. თავზარდამცემი ნაწერით და მუქი ფურცლებით.. მაგრამ ჩასცქერე სიტყვასა და სიტყვას შორის, იმას, რაც არ ჩანს, მაგრამ წერია, უხილავად წერია იქ გულის თვალისთვის. დამიახსოვრე: სხვაგვარადაც შეიძლება წიგნის წაკითხვა…”

ბოლო ფურცელი

ყველა ურთიერთობა იმიტომ იწყება რომ დასრულდეს.

უფრო სწორედ, ამიტომ არ იწყება მაგრამ ბოლო მაინც ასეთია, არაფერი განსაკუთრებული, ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო ჩემთვის, ადამიანებთან რომლებიც ძალიან მომწონდა ამიტომ ვირჩევდი  მუდამ ურთიერთობის იმ ფორმას რომელიც ყველაზე დიდხანს და ბედნიერად გრძელდება – მეგობრობას. Continue reading