სავსე მთვარე

“როცა მიყვარდება,
მე ვდგები და მკლავებს ვიშიშვლებ,
თავს ვხრი
და ჩემს მხრებს ვკოცნი…”

ვკოცნი საკუთარ მხრებს…. აბა მთვარეს ხომ ვერ მივწვდები…. Continue reading

ცარიელი მთვარე

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველაფრის გაგება და პატიება შემიძლია…

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ზოგიერთი ადამიანი ამასაც კი ვერ იყენებს…

თუმცა, მგონი მე საქმე ადამიანებთან არა მაქვს.

მთვარე შემიყვარდა,

ნამდვილი მთვარე…

17005870_1462831503751368_1126269194_n

იცით ეს რას ნიშნავს? ჯერ მეც ვერ გავიგე,  (მგონი გავგიჟდი…)

მაგრამ მთვარის სიყვარული ადვილი ნამდვილად არაა.

მთვარე ძალიან შორსაა,

მთვარე ყოველდღიურად იცვლება,

მთვარეს 2 მხარე აქვს,

ერთს ვერასდროს დაინახავ, მეორე კი ხან მთლიანად ჩანს ხანაც ნაწილობრივ, ხანაც სულ ქრება….

large

მე სავსე მთვარეს ვუყვარვარ.  მთვარის შევსებასთან ერთდ ერთად ნელ-ნელა იმატებს გრძნობებიც მაგრამ როცა მთვარე დაცლას იწყებს….

მგონი კი არა ნამდვილად გავგიჟდი! მეტაფორულად დავიწყე საუბარი და ამასობაში თავი რაღაც უცნაურობაში გავყავი. მთვარის ფაზებს დავაკვირდი…

ჯანდაბაა!!!

სხვა ახსნას რომ ვერ უძებნი ადამიანის ქმედებებს და მთვარეის ფაზებზე იწყებ დაკვირვებას რა ქვია ამას? (ჩემმა მეგობარმა შიზოფრენია უწოდა, მაგრამ ფსიქოლოგი მე ვარ და მგონი ვერცერთი აშლილობა ვერ გადმოსცემს ზუსტად ჩემს მდგომარებას… )

მაგრამ მართლა ემთხვევა… :/

ყველაფერი იანვარში დაიწყო, როცა მთვარე ივსებოდა და ზუსტად სავსე მთვარე იყო როცა შევხვდით…

თებერვალი არ მახსოვს, მაგრამ 28 მარტს რომ დაიკარგა ეს ნამდვილად მახსოვს. ახალი მთვარე იყო, როგორც ახლა აღმოვაჩინე :დ  დაბრუნებაც ზუსტად ემთხევვა სავსე მთვარეს 11 აპრილს…  26 აპრილს კი რატომღაც მთელი ღამე ფიქრობდა და მოიფიქრა რომ უნდა დავშორდეთ, ისევ ახალი მთვარისას. ^^Screenshot (7)

გიჟი ვარ,აბა რა ვარ??  მთელი ჩათი გადავაბრუნე ამის გამო, 11 მარტსაც შევრიგებულვართ რაღაც სისულელის გამო გაბუტულები (12ში იყო სავსე მთვარე) ცუდად იყო წინა ახალი მთვარისას და ”რაღაც ვერ იყო” იმის წინაც :/

შეიძლება მთავრესთან ერთდ ადამიანიც დაცარიელდეს?

ამ ლოგიკით თუ გაგრძელდა დაახლოებით 11 მაისისთვის ისევ შერიგება უნდა მოინდომოს და მე? როგორ უნდა მოვიქცე? მე სიმშვიდის და სტაბილურობის უზომოდ მოყვარული ადამაინი….

თუმცა უკვე ისე შევეჩვიე ამ მიქცევა-მოქცევას ვეღარც ვბრაზდები, ვეღარც მწყინს, ვეღარაფერი….

ერთი კია, იზრდება ჩემი ფლეილისთი მთვარიანი სიმღერებით და ჩემი ფოტოკოლექცია მთვარიანი სურათებით…

Crescent

18110628_1535967193104465_444387077_n

 

climbing to the moon

tumblr_ofhyo32lJc1uf78uqo1_500

Clair de Lune

16831960_1455851001116085_1330334598190736224_n

Full Moon And Empty Arms

17190578_1473268742707644_1886976238636546157_n

……………………………

როდის გავხდი იდიოტი?

17458236_1464710876881920_2524840425034482036_n

ისევ მიჭირს სუნთქვა და ისევ გული მეკუმშება… თუმცა ჯერ არსად ჩანს ის საშინელი სიცარიელის განცდა რომელიც წლობით არ მტოვებდა, და ამ  ბოლოს სადღაც უცნაურად გაუჩინარდა… Continue reading

მარტოობის 21 წელი…

არა, მარკესს არ ვბაძავ არანაირად, მაგიური ვერა მაგრამ მწარე რეალობა კია ის რაზეც ვაპირებ ვილაპარაკო.

255583_482858441733840_1167315597_n

22 დეკემბერს 21 წლის ვხდები. ^^ და ამ წიგნებით და ადამიანებით გადავსებულ სამყაროში მაინც ვახერხებ მოწყენილი ვიყო ხოლმე.

15578485_1514308865288001_792301338133865712_n

”სოულმეითს” ერთს კი არა ბევრს შევხვდი მაგრამ მაინც მარტო ვარ…

იმ დღეს ჩემი ერთი ლექტორი გვიყვებოდა ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ადამიანის ერთ ტიპზე. ასეთი ადამიანები თურმე  ბლა ბლა ბლა…. მრავალ მიზეზთა გამო ცხოვრების 3 სტილიდან ერთს ირჩევენ. ან თავად უნდა იბატონონ გარშემომყოფებზე (სადისტობამდეც კი შეიძლება მივიდნენ) ან გახდნენ სხვისი მოლაქუცე, მუდმივად სხვაზე დამოკიდებული. ჩემთვის ორივე შემთხვევაში ადამიანი არარაობას წარმოადგენს. და არის მესამე ვარიანტი: იყვნენ მთელი ცხოვრება შუაში გაჩხერილი, მარტო!

”ბევრი წყალი ჩაივლის, ტკივილს მწუხარება ჩაენაცვლება, მწუხარებას- დუმილი, დულიმს მარტოობა- ბნელი ოკეანესავით უძირო და უნაპირო…….”

მიუხედავდ იმისა რო ასეთი ტიპის ადამიანთა კრიტერიუმებს გადასარევად ვაკმაყოფილებ მაინც ოპტიმისტურად განვაგრძობ ცხოვრებას :დ არც სადისტობას ვაპირებ და არც ვინმესთან ლაქუცს.

მე თუ მკითხავ ზოგიერთი ადამიანი მართლაც იმისთვის იბადება რომ მარტო იყოს. მარტო უნდა იყოს რადგან სხვანაირად არ შეუძლია, ბედნიერი მაინც ვერ იქნება. არაერთხელ მიგრძვნია ეს… ზუსტად იმ მომენტებში როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვიყო სევდა მეუფლება და სინდისის უცნაურ ქენჯნას ვგრძნობ. აღფრთოვანებული ვიყავი როცა რამდენიმე დღის წინ დაახლოებით იმავე მოსაზრებას წავაწყდი ”პილატეს სახარებაში.” საოცარი მწერალია შმიტი და ამ წიგნშიც კარგად ჩანს რა საინტერესოდ აქვს დანახული მას სხვადასხვა მხარეთა პოზიციები. ამ მოსაზრებას რაც შეეგება, იგი ქრისტეს პროტოტიპი პერსონაჟის იეშუას პირით ამბობს:

”… იმ საღამოს სიყვარულის ეიფორიით შეპყრობილებს და ერთ არსებად ქცეულებს საერთოდ დაგვავიწყდა, რომ არსებობს სიღარიბე და სიდუხჭირე. მივხვდი, რამდენად ღრმად ეგოისტურია ბედნიერება. ბედნიერება გაიძულებს, გამოცალკევდე და განერიდო სამყაროს, ჩაიკეტო დახურულ კარს მიღმა, ჩამოაფარო ფარდები, დაივიწყო სხვები, გადაულახავი გალავანი შემოარტყა საკუთრ ადგილსამყოფელს. სიყვარულით შეპყრობილი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამ, არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. იმ საღამოს ბედნიერება აუტანელი და გაუსაძლისი მეჩვენა.
ბედნიერებას მე სიყვარული ვამჯობინე, მაგრამ არა ის სიყვარული, რებეკას მიმართ რომ განვიცდიდი, არამედ სიყვარული განსაკუთრებული და გამორჩეული, უზენაესი სიყვარული, ყველაფერზე მაღლა რომ დგას. უკვე აღარ მიზიდავდა ვინმე ერთის სიყვარული, საყოველთაო სიყვარული მხიბლავდა უფრო. მე უნდა დამეზოგა სიყვარული გაუბედურებული ბავშვებისთვის, იმათთვისაც ვინც ვერ იყვნენ ისეთი მშვენიერი, ლამაზი და საინტერესო, სხვისი ყურადღება და გულისხმიერება ბუნებრივად რომ მიეზიდათ. სიყვარული უნდა დამეზოგა იმ ადამიანებისთვისაც, სიყვარული საერთოდ რომ არ ღირსებიათ.
მე არ ვიყავი ბედნიერებისთვის შექმნილი.”

 

მე ნამდვილად არ ვიცი რისთვის უნდა დავზოგო სიყვარული. ეს მოსაზრება ხომ ერთი შეხედვით საკმაოდ მხიბლავს, მაგრამ მეორეს მხრივ, ყოველთვის მიმაჩნდა რომ სხვების დახმარებას, სიკეთის კეთებას აზრი არ აქვს თუ შენ ამით არ ხარ ბედნიერი.

ვითომ რატომ არ შეიძლება ერთდროულად იყო ბედნიერიც და არა გალავანშეორტყმული, გიყვარდეს ერთი ადამიანი უზომოდ და გიყვარდეს მთელი სამყაროც?

ეს ალბათ ახალი გამოწვევაა.

ჩემი ცხოვრების 21 წელი ამის აღმოჩეას უნდა მივუძღვნა. :დ გადაწყვეტილია! :დდ

გადავშლი ახალ-ახალ წიგნებს, ახალ-ახალ ადამიანებს, ვეცდები ყველა სხვაგვარად წავიკითხო…

”… მძიმე წიგნია ცხოვრება ჩვენი.. თავზარდამცემი ნაწერით და მუქი ფურცლებით.. მაგრამ ჩასცქერე სიტყვასა და სიტყვას შორის, იმას, რაც არ ჩანს, მაგრამ წერია, უხილავად წერია იქ გულის თვალისთვის. დამიახსოვრე: სხვაგვარადაც შეიძლება წიგნის წაკითხვა…”

ბოლო ფურცელი

ყველა ურთიერთობა იმიტომ იწყება რომ დასრულდეს.

უფრო სწორედ, ამიტომ არ იწყება მაგრამ ბოლო მაინც ასეთია, არაფერი განსაკუთრებული, ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო ჩემთვის, ადამიანებთან რომლებიც ძალიან მომწონდა ამიტომ ვირჩევდი  მუდამ ურთიერთობის იმ ფორმას რომელიც ყველაზე დიდხანს და ბედნიერად გრძელდება – მეგობრობას. Continue reading

წიგნის ფურცლები II

6tag_280815-223550

 

”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…”

 

მუსიკა…. Continue reading

წიგნის ფურცლები…

ძალიან მიყვარს მატარებლები, მეტროთი მგზავრობაც კი…. განსაკუთრებით მაშინ, ვაგონში ცოტა ხალხია თუა და თავისუფლად სუნთქავ. მიყვარს მზიანი დღეები, მატარებელი მიწისზედა სადგურებზე რომ გამოვა და მზის სხივებზე იწყებს ბრწყინვას შენი თმა, შენს მუხლებზე გაშლილი წიგნის ფურცლები. მიყვარს ასეთი მომენტების დაჭერა და მათი მეხსიერებაში სამუდამოდ შენახვა…

მაშინ მზიანი ამინდი არ იყო მაგრამ მგონი მაინც საინტერესო სურათები გამომივიდა… ასეთი უბრალო ამბებით ივსება სწორედაც წიგნის ფურცლები…..

Continue reading