გავები…

გავები…

გავიხლართე…

საკუთარ ფიქრებსა და ადამიანებში…..

მინდა რომ არაფერზე ვფიქრობდე ან არავის ვუყვარდე და მშვიდად მოვიკლა თავი…

ან საერთოდაც ამ ჩემ სულელ თავს რაც მინდა ის ვუქნა…
ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა თქვა ერთხელ, სილვია პლათმა თავი იმიტომ მოიკლა რომ სიყვარული არ ჰყოფნიდაო, სილვიასი არვიცი, მაგრამ ამით ის უფრო გავიგე რომ მეც და ჩემს მასწავლებელსაც არ გვყოფნის სიყვაული… არასდროს გვეყოფა…
წარმოდგენა არ მაქვს როგორი უნდა იყოს სიყვარული ჩვენ რომ გვეყოს…
ასეთ რამ შეუძლებელიც კია, ალბათ…
ზედმეტს ვითხოვთ უბრალო, მოკვდავი ადამიანებისგან… თუნდაც საკუთარი უბრალო, მოკვდავი თავისგან…  ხელოვნებაში ყველაფერი იმდენად ჯადოსნურია, იმდენად ამაღელვებელი და ამაღლებული… როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანებმა ამას მიაღწიონ თავიანთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში? შეუძლებელია…
და მაინც, ამის ცოდნის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ არაამქვეყნიურობების ძებნას ამ ყვეყნად….
ვერ ვეტევით მიწაზე და სადღაც გაურკვეველი მიმართულებით მივიწევთ ზემოთ…
შუა გზაში გვახსენდება რომ ფრენა არ ვიცით და მიწაზე მტკივნეულად ვენარცხებით….
პ.ს დღეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო (ყოფილი (რა საშინელი სიტყვაა)) მეგობრის დაბადების დღეა და ვერ ვულოცავ….
16729118_1931499377071256_4867181162175710328_n

წიგნის ფურცლები… ტომი II

ისე როგორც ამ მშვენიერ სიმღერასა და ფილმში ხდება:

”ყოველი დასაწყისში მხოლოდ გაგრძელებაა,
ეს მხოლოდ გაგრძელებაა…
და წიგნი იმ ყველაფრისა რაც მოხდა ყოველთვის შუაზეა გადაშლილი….”

”Every beginning is only a continuation
It’s only a sequel,
and the book of all that has happened
is always open halfway.”

თურმე წიგნები არ მთავრდება, წინა პოსტში (ბოლო ფურცლები)  ვთქვი კიდეც რომ საეჭვოა მთავრდება თუ არა ოდესმე ურთიერთობები… მე მგონია რომ ის რაც გახსოვს და ის რაზეც ფიქრობ ჯერ კიდევ გრძელდება, ისეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობები კი რომლებიც ჩვენგან ფიქრსა და მათზე საუბარს იმსახურებს სწორედაც რომ შუაზე გადაშლილი წიგნივით იქნება ყოველთვის…

მაშინ როცა წიგნის ფურცლების ფოლო ნაწილს ვწერდი უკვე ვფიქრობდი რომ მომიწევდა გაგრძელება… დავწერდი მეორე ტომს და ვინ იცის კიდევ რამდენს…  თუკი ოდესმე გიფიქრია რომ ცხოვრება უაზრობაა ან თუკი ოდესმე იფიქრებ აუცილებლად უნდა გაგახსენდეს რომ წინ უამრავი სიურპრიზი გელოდება. არასდროს იცი რა მოხდება, მარტო ამადაც კი ღირს გააგრძელო… ცხოვრებაში უცნაური დამთხვევიც ხდება ხოლმე, რომლებიც ჩემთვის ყველაზე საინტერეესოა. როგორც მაშინ წიგნს რომ კითხულობ და ისეთი ფრაზა გხვდება შენც რომ ბევრჯერ გიფიქრია, გხვდებიან ადამიანებიც რომელთა აზრებიცა და ემოციებიც შენსას ემთხვევა, საოცრად ემთხვევა ხოლმე… ასეთებთან თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობ, იცი რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო. ზემოთ უკვე ხსენებულ სიმღერაშიც ხომ ასეა? უამრავი ნიშანი მიგვითითებს ჩვენიან ადამიანებზე და მათი უმეტესობა შეიძლება ვერც კი შე ვამჩნიოთ.

”… თქვენ შესაძლოა ერთ ღამეს ერთი სიზმარიც კი ნახეთ მაგრამ გაღვიძებისთნავე დაგავიწყდათ….”

ჩვენ თითქოს არაფერი გვაქვს საერთო….

თითქოს არაფერი გვაერთიანებს…

მაგრამ ერთად ვართ…. არ აქვს მნიშვნელობა რატომ, როგორ ან რამდენი ხნით…..

მთავარი ისაა რომ მას შემდეგ რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს… სითბოს, სიმშვიდის და ბედნიერების….

ისეთი როგორიც ”ამელის” ნახვის შემდეგ მაქვს ხოლმე…

ისე რაღაცით ჰქავს ამელის ბიჭს (მე სულ ასე ვეძახი იმ პერსონაჟს), ძალიან ჩვეულებრივი რომაა, მაგრამ საერთოდ არაა ჩვეულებრივი…

სხვა რომ არაფერი, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ის ამელის უყვარს….

tumblr_nl6lekrsjs1te9bggo9_540

“Bring me flowers”

 

….

მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,

ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.
და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდა,
ვინც საკუთარი შიშის ტუსაღია
და სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,
ივარცხნის თმას,
შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,
იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,
გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარული
შტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვება
და ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,
მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,ვიდრე გეგონა…

დღე…

13620999_10154951981934186_7478585881529316376_n

 

დღე რომელსაც აკანკალებული ელოდები… დღე რომელმაც მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა… და დღე რომელიც სიცოცხლის ბოლომდე  გააგრძელებს შენს ყოველწლიურ წამებას…. ისე ვამბობ თითქოს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვიტანჯებოდე….. არა… საწუწუნო არაფერი მაქვს!

და მაინც… როგორი ბედნიერიც უნდა ვიყო ვიცი როცა ეს დღე დადგება ყოველთვის ავივსები ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებით და მათგან თავბრუ დამეხვევა, ვიცი ერთხელაც (ან არაერთხელ ) ისე დამეხვევა თავბრუ დავეცემი კიდეც, მაგრამ ეს არაა მთავარი. არ ვიცი რა არის მთვარი, მაგრამ ვიცი ამ სამყაროში არსებობს ადამიანი რომელსაც ვჭირდები…. განსაკუთრებით ამ დღეს….

The Story Behind Paul McCartney’s Song: “Let It Be.”

Let it be…… ♡

MattAndJojang's Blog

let-it-be

I was going through a really difficult time around the autumn of 1968. It was late in the Beatles’ career and we had begun making a new album, a follow-up to the “White Album.” As a group we were starting to have problems. I think I was sensing the Beatles were breaking up, so I was staying up late at night, drinking, doing drugs, clubbing, the way a lot of people were at the time. I was really living and playing hard.

The other guys were all living out in the country with their partners, but I was still a bachelor in London with my own house in St. John’s Wood. And that was kind of at the back of my mind also, that maybe it was about time I found someone, because it was before I got together with Linda.

So, I was exhausted! Some nights I’d go to…

View original post 720 more words

შიზოიდური განცდები….

რომ ვკითხულობ წიგნში განსაკუთრებით საინტერესო ან მნიშვნელოვან ადგილებს ვინიშნავ ხოლმე, ხან  ვიწერდი, ხან სურათებს ვუღებდი, ხანაც ვხაზავდი… ეს უფრო სახელმძღვანელოებში) ბოლოს როგორც იქნა მივაგენი საუკეთესი საშუალებას:

Student-Book

ეს პატარა საყვარელი ფურცლები საუკეთესო გამოგონებაა ♥ ბოლოს ისე გამომდის რომ თითქმის ყველა გვერდზე ვაწებებ მაგრამ მაინც მიადვილებს შემდგომში ფრაზების მოძებნას თუკი გადაკითვა ან ამოწერა მომინდა.

ამ წიგნმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი გვერდის ჩანიშვნასთნ ერთდ სურვილი მიჩნდება ვწერო ან ვისაუბრო უსასრულოდ ამ თემებზე, პირველად ვწერ წიგნის შესახებ მის დასრულებამდე, უფრო სწორედ სულ ახლახანს რომ დავიწყე კითხვა.

წიგნის სახელია ”შიშის ძირითდი ფორმები” ავტორი ფრიც რიმანი. რიმანი შიშის 4 ძირითდ ფორმას გამოყოფს და შესაბამისად პიროვნების 4 სახასიათო ტიპსაც აღწერს. როგორც მივხვდი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს შიშის ეს ოთხივე ფორმა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მაშინ როცა რომელიმე შიში ბევრად აჭარბებს სხვა დანარჩენს, ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში უშლის ხელს, ჩნდება პრობლემა. ალბათ მიხვდით რომ ამ 4-დან ჯერ  მხოლოდ ერთის თავისებურებებს გავეცანი და უკვე გამაგიჟა.

მოკლედ რომ ვთქვათ შიზოიდურ პიროვნებას აქვს ერთგულების შიში, ცდილობს არავინ დაიახლოვოს:

”შიზოიდური პიროვნებები დიდ შიშს განიცდიან იმის გამო, რომ მათ ვინმე ”გამოიჭერს”, მერე კი ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოუხდებათ. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მათი უცნაური და გაუგებარი რეაქციების მიზეზი. რაკი შიზოიდურ პიროვნებას სანდო ადამიანად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია, აქედან ჩნდება ის ნამდვილი თუ მოჩვენებითი საფრთხეც, რომელიც მის დამოუკიდებლობას ემუქრება. იგი შიშობს, ვიღაც ძალადობით შეიჭრება მის სამყაროშ, რომელიც მას იმისათვის სჭირდება, რომ საკუთარ თავზე გავლენა არ დაკარგოს. ცხადია, ამგვარი განწყობითა და ქცევებით ადამიანი ვერ შექმნის ნდობისა და ინტიმურობისათვის საჭირო გარემოს. შიზოიდური პიროვნების განწყობილებიდან გამომდინარე იგი ძალადობად აღიქვამს ადამიანებთნ ურთიერთობას, რადგან იცის რომ ამ დროს თავადაც ბევრი რამ უნდა გასცეს.”

”ადამიანებთან ფიზიკურ და ფსიქიკურ სიახლოვეს რადარის მსგავსად, თითქოს ”კანგაცლილივით” შეიგრძნობს და მეტისმეტად ”ხმაურიანად ” აღიქვამს.”

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და მთელი წიგნი აქ არ ამოვწერო საკუთარ მაგალითს მოვიყვან, თუმცა წიგნში არაერთი მაგალითია მოყვანილი…

ერთი გოგო იყო… ისიც ცოტას წაუშიზოიდებდა, მაგრამ ისე ძალაიანაც არა….  ცოტა უცნაურად კი მიიჩნევდნენ გრშემომყოფები, თავადაც ჰქონდა პრობლემები ურთიერთობებში, მაგრამ მაინც ჰყავდა მეგობრები. ^^ რაციონალურად აანალიზებდა თავის ეჭვებს და შიშებს და ცდილობდა ყველაფერი ისე მოეგვარებინა სხვებს არ ეგრძნოთ. ბოლომდე მაინც ვერსად გრძნობდა თავს დაცულად, საზოგადოების ნაწილად, ”მათიანად” …. ერთი სიტყვით არ იმჩნევდა. რეალურ ახლო ურთიერთობებს ერჩივნა ვირტუალურად ეკონტაქტა ხალხთან, ხალხთან ურთიერთობაზე კი ალბათ მაინც  ვერასდროს იტყოდა უარს , რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო დისკომფორტი.

ხალხი იმდენად აინტერესებდა თითქმის არავის ეუბნებოდა უარს მეგობრობაზე, არავის ვისგანაც რეალურად ხედავდა ინტერესსა და მეგობრობის სურვილს. ასე ბევრი ადამიანი გაიცნო და ერთ-ერთი მასზე ”უარესი შიზოიდიც”კი აღმოჩნდა… 😀

ამ უცნაურმა არსებამ პერიოდულად დიდი ინტერესით იცოდა საუბარი ხანაც კი საერთოდ ქრებოდა თვეობით ფეისბუკ სივრციდან. გოგონა ამას არ შეუშფოთებია და ყოველთვის ადვილად ხვდებოდა ვინ იმალებოდა ახლადშექმნილი ფეისბუკ პროფილის უკან, ნამდვილი სახელით იყო ის თუ სრულიად შეუსაბამო… (როგორც თავად ამბობდა ბიჭი) შიზოიდიც კი ერქვა ერთხელ :დ ”შემთხვევით…”

ერთ-ერთი უკანასკნელი ამგვარი შემთხვევაც ასე წარიმართა:

 

schizoid

 

ჰომ… ერთი სიტყვით, გოგოს მაინცდამაინც არ ხიბლავდა უცხო ადამიანებთან შეხვედრის იდეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიქრობდა არაფერი დაშავდებოდა… მეგობრული და პროფესიული ინტერესი ერთად დამღუპველია…. ერთი სიტყვით შეთანხმება შედგა მაგრამ შეხვედრამდე 1 საათით ადრე ბიჭს ”საქმე გამოუჩნდა” , შეიძლება მართლაც გამოუჩნდა საქმე, ყოველ შემთხვევაში ერთი კვირით გადადებული შეხვედრა მგონი სამუდამოდ გადაიდო, ბიჭი დაიკარგა….

თვეების შემდეგ გოგომ შემთხვევით აღმოაჩინა რომ ბიჭმა ძველი ფეისბუქი აღადგინა, რეალური სახელითა და  გვარით, თავად კი რატომღაც დაბლოკილი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით გაუგებრობა უნდა იყოს მაგრამ რავიცი…

ამ შიზოიდებს რას გაგვიგებ… 😀

13433205_1075104862583341_6286816558035846816_o

შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზებსა და შედეგებზე ალბათ კიდევ ერთი პოსტი დამჭირდება…  ://

 

13289020_1092133944194217_1909516924_n

 

დედა-მიწა

წვიმის წვეთების ხმაში არეული ბიორკი და კაფკას მეტამორფოზა…. ფიქრი მაინც საკუთარ თავზე…  არ ვიცი საიდან  ამდენი ეგოცენტრიზმი, მაგრამ ფაქტია საკუთრ თავს ვერასდროს გავცდები, იმიტომ რომ მთელ სამყაროს ვხედავ და ვგრძნობ ჩემს შიგნით და ყველაფერს აღვიქვამ არა როგორც რაღაც სხვას, არამედ ჩემს ნაწილს…

ახალი უცნაურობა დამჩემდა… თუ მარტო არ ვარ ვერ ვფიქრობ, ვერ ვფიქრობ ხალხმრავალ ადგილებში და ერთ მეგობართან ერთდაც კი…. ყველაფერს სახლში მოსული, ოთხში განმარტოებული ვაანალიზებ და ახლაღა ვხვდები ვინ რას გულისხმობდა ლაპარაკისას და რა კავშირია იმ ორ წინადადებას შორის ერთი საუბრის დასაწყისში რომ მითხრა და მეორე დასასრულისას….

შეიძლება მეც გავიღვიძო ერთ მშვენიერ დილას და თავი გიგანტური ჭიამაია მეგონოს ან სულაც მთელი დედამიწა… და აი მერე ნამდვილად უკეთ შევიგრძნობ როგორ მეცემა მზის სხივები თუ წვიმის წვეთები, როგორ მაბიჯებენ ბედნიერი თუ უბედური ადამიანები, როგორ ვბრუნავ თან ერთ ადგილას და თან ამხელა მზის გარშემო…

სხვათაშორის ადამიანის ფიქრები ზუსტად დედამიწას ჰგავს თავისი მოძრაობის ტრაექტორიით, უამრავჯერ უვლის გარშემო ერთ ამოჩემებულ წერტილს და  ამასობაში მზის მეორე მხარესაც აღმოჩნდება… უცებ შეიძლება სულ სხვა თვალით დაინახოს ყოველივე….

 

10458380_772397662801819_5091767085065258671_n