შიზოიდური განცდები….

რომ ვკითხულობ წიგნში განსაკუთრებით საინტერესო ან მნიშვნელოვან ადგილებს ვინიშნავ ხოლმე, ხან  ვიწერდი, ხან სურათებს ვუღებდი, ხანაც ვხაზავდი… ეს უფრო სახელმძღვანელოებში) ბოლოს როგორც იქნა მივაგენი საუკეთესი საშუალებას:

Student-Book

ეს პატარა საყვარელი ფურცლები საუკეთესო გამოგონებაა ♥ ბოლოს ისე გამომდის რომ თითქმის ყველა გვერდზე ვაწებებ მაგრამ მაინც მიადვილებს შემდგომში ფრაზების მოძებნას თუკი გადაკითვა ან ამოწერა მომინდა.

ამ წიგნმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი გვერდის ჩანიშვნასთნ ერთდ სურვილი მიჩნდება ვწერო ან ვისაუბრო უსასრულოდ ამ თემებზე, პირველად ვწერ წიგნის შესახებ მის დასრულებამდე, უფრო სწორედ სულ ახლახანს რომ დავიწყე კითხვა.

წიგნის სახელია ”შიშის ძირითდი ფორმები” ავტორი ფრიც რიმანი. რიმანი შიშის 4 ძირითდ ფორმას გამოყოფს და შესაბამისად პიროვნების 4 სახასიათო ტიპსაც აღწერს. როგორც მივხვდი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს შიშის ეს ოთხივე ფორმა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მაშინ როცა რომელიმე შიში ბევრად აჭარბებს სხვა დანარჩენს, ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში უშლის ხელს, ჩნდება პრობლემა. ალბათ მიხვდით რომ ამ 4-დან ჯერ  მხოლოდ ერთის თავისებურებებს გავეცანი და უკვე გამაგიჟა.

მოკლედ რომ ვთქვათ შიზოიდურ პიროვნებას აქვს ერთგულების შიში, ცდილობს არავინ დაიახლოვოს:

”შიზოიდური პიროვნებები დიდ შიშს განიცდიან იმის გამო, რომ მათ ვინმე ”გამოიჭერს”, მერე კი ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოუხდებათ. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მათი უცნაური და გაუგებარი რეაქციების მიზეზი. რაკი შიზოიდურ პიროვნებას სანდო ადამიანად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია, აქედან ჩნდება ის ნამდვილი თუ მოჩვენებითი საფრთხეც, რომელიც მის დამოუკიდებლობას ემუქრება. იგი შიშობს, ვიღაც ძალადობით შეიჭრება მის სამყაროშ, რომელიც მას იმისათვის სჭირდება, რომ საკუთარ თავზე გავლენა არ დაკარგოს. ცხადია, ამგვარი განწყობითა და ქცევებით ადამიანი ვერ შექმნის ნდობისა და ინტიმურობისათვის საჭირო გარემოს. შიზოიდური პიროვნების განწყობილებიდან გამომდინარე იგი ძალადობად აღიქვამს ადამიანებთნ ურთიერთობას, რადგან იცის რომ ამ დროს თავადაც ბევრი რამ უნდა გასცეს.”

”ადამიანებთან ფიზიკურ და ფსიქიკურ სიახლოვეს რადარის მსგავსად, თითქოს ”კანგაცლილივით” შეიგრძნობს და მეტისმეტად ”ხმაურიანად ” აღიქვამს.”

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და მთელი წიგნი აქ არ ამოვწერო საკუთარ მაგალითს მოვიყვან, თუმცა წიგნში არაერთი მაგალითია მოყვანილი…

ერთი გოგო იყო… ისიც ცოტას წაუშიზოიდებდა, მაგრამ ისე ძალაიანაც არა….  ცოტა უცნაურად კი მიიჩნევდნენ გრშემომყოფები, თავადაც ჰქონდა პრობლემები ურთიერთობებში, მაგრამ მაინც ჰყავდა მეგობრები. ^^ რაციონალურად აანალიზებდა თავის ეჭვებს და შიშებს და ცდილობდა ყველაფერი ისე მოეგვარებინა სხვებს არ ეგრძნოთ. ბოლომდე მაინც ვერსად გრძნობდა თავს დაცულად, საზოგადოების ნაწილად, ”მათიანად” …. ერთი სიტყვით არ იმჩნევდა. რეალურ ახლო ურთიერთობებს ერჩივნა ვირტუალურად ეკონტაქტა ხალხთან, ხალხთან ურთიერთობაზე კი ალბათ მაინც  ვერასდროს იტყოდა უარს , რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო დისკომფორტი.

ხალხი იმდენად აინტერესებდა თითქმის არავის ეუბნებოდა უარს მეგობრობაზე, არავის ვისგანაც რეალურად ხედავდა ინტერესსა და მეგობრობის სურვილს. ასე ბევრი ადამიანი გაიცნო და ერთ-ერთი მასზე ”უარესი შიზოიდიც”კი აღმოჩნდა… 😀

ამ უცნაურმა არსებამ პერიოდულად დიდი ინტერესით იცოდა საუბარი ხანაც კი საერთოდ ქრებოდა თვეობით ფეისბუკ სივრციდან. გოგონა ამას არ შეუშფოთებია და ყოველთვის ადვილად ხვდებოდა ვინ იმალებოდა ახლადშექმნილი ფეისბუკ პროფილის უკან, ნამდვილი სახელით იყო ის თუ სრულიად შეუსაბამო… (როგორც თავად ამბობდა ბიჭი) შიზოიდიც კი ერქვა ერთხელ :დ ”შემთხვევით…”

ერთ-ერთი უკანასკნელი ამგვარი შემთხვევაც ასე წარიმართა:

 

schizoid

 

ჰომ… ერთი სიტყვით, გოგოს მაინცდამაინც არ ხიბლავდა უცხო ადამიანებთან შეხვედრის იდეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიქრობდა არაფერი დაშავდებოდა… მეგობრული და პროფესიული ინტერესი ერთად დამღუპველია…. ერთი სიტყვით შეთანხმება შედგა მაგრამ შეხვედრამდე 1 საათით ადრე ბიჭს ”საქმე გამოუჩნდა” , შეიძლება მართლაც გამოუჩნდა საქმე, ყოველ შემთხვევაში ერთი კვირით გადადებული შეხვედრა მგონი სამუდამოდ გადაიდო, ბიჭი დაიკარგა….

თვეების შემდეგ გოგომ შემთხვევით აღმოაჩინა რომ ბიჭმა ძველი ფეისბუქი აღადგინა, რეალური სახელითა და  გვარით, თავად კი რატომღაც დაბლოკილი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით გაუგებრობა უნდა იყოს მაგრამ რავიცი…

ამ შიზოიდებს რას გაგვიგებ… 😀

13433205_1075104862583341_6286816558035846816_o

შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზებსა და შედეგებზე ალბათ კიდევ ერთი პოსტი დამჭირდება…  ://

 

13289020_1092133944194217_1909516924_n

 

Advertisements

დედა-მიწა

წვიმის წვეთების ხმაში არეული ბიორკი და კაფკას მეტამორფოზა…. ფიქრი მაინც საკუთარ თავზე…  არ ვიცი საიდან  ამდენი ეგოცენტრიზმი, მაგრამ ფაქტია საკუთრ თავს ვერასდროს გავცდები, იმიტომ რომ მთელ სამყაროს ვხედავ და ვგრძნობ ჩემს შიგნით და ყველაფერს აღვიქვამ არა როგორც რაღაც სხვას, არამედ ჩემს ნაწილს…

ახალი უცნაურობა დამჩემდა… თუ მარტო არ ვარ ვერ ვფიქრობ, ვერ ვფიქრობ ხალხმრავალ ადგილებში და ერთ მეგობართან ერთდაც კი…. ყველაფერს სახლში მოსული, ოთხში განმარტოებული ვაანალიზებ და ახლაღა ვხვდები ვინ რას გულისხმობდა ლაპარაკისას და რა კავშირია იმ ორ წინადადებას შორის ერთი საუბრის დასაწყისში რომ მითხრა და მეორე დასასრულისას….

შეიძლება მეც გავიღვიძო ერთ მშვენიერ დილას და თავი გიგანტური ჭიამაია მეგონოს ან სულაც მთელი დედამიწა… და აი მერე ნამდვილად უკეთ შევიგრძნობ როგორ მეცემა მზის სხივები თუ წვიმის წვეთები, როგორ მაბიჯებენ ბედნიერი თუ უბედური ადამიანები, როგორ ვბრუნავ თან ერთ ადგილას და თან ამხელა მზის გარშემო…

სხვათაშორის ადამიანის ფიქრები ზუსტად დედამიწას ჰგავს თავისი მოძრაობის ტრაექტორიით, უამრავჯერ უვლის გარშემო ერთ ამოჩემებულ წერტილს და  ამასობაში მზის მეორე მხარესაც აღმოჩნდება… უცებ შეიძლება სულ სხვა თვალით დაინახოს ყოველივე….

 

10458380_772397662801819_5091767085065258671_n

მე და სილვია…

11230843_1605379916410489_6818353099568574577_n

ასე მგონია  სილვიას უბრალოდ არასდროს ეყოფოდა ის რისი მოცემაც გარემოს შეუძლია, და ამიტომ თქვა უარი ყველაფერზე თავად… იცოდა მაინც ვერ იქნებდა ბედნიერი…

უნდოდა თან ყველაფერი, თან არაფერი…

გრძნობდა ყველაფერს,  თან არაფერს…

ქალი პოეტი სხვანაირი არც უნდა იყოს, ალბათ, მაგრამ როცა პოეტიც არ ხარ….

გარდა ამისა კიდევ არის რაღცები რაც მე და სილვიას გვაერთიანებს,  მეც მასავით მგონია ხოლმე რომ რაღაც ჭურჭელში ვარ მოქცეული და სუნთქვა მიჭირს… მერე უცებ რაღც ძალა მათვისუფლებს ამ ზარხუფიდან და ცოტა ხნით თვისუფლად სუნთქვას ვიწყებ…. მერე ნელ-ნელა ისევ ვიგუდები….

ზარხუფში ის წერს:

”სიჩუმე სასოწარკვეთაში მაგდებდა. სიჩუმის სიჩუმე კი არა, ჩემი საკუთრი სიჩუმე.”

”მომწონდა კრიტიკულ მომენტებში ხალხის ყურება. ავტოკატასტროფას, ქუჩის ჩხუბს ან ლაბორატორიის კოლბაში დასპირტულ ემბრიონს ისე გულდასმით ვაცქერდებოდი, რომ საკუთრი განცდა სამუდამოდ მამახსოვრდებოდა. ასე ბევრი ისეთი რამე შევიცანი, სხვანაირად რომ ვერ აღმოვაჩენდი და მაშნაც კი, როცა ეს აღმოჩენა სახტად მტოვებდა ან ცუდად მხდიდა, დაკვირვებას განვაგრძობდი, თავს არ ვარიდებდი”

მდაჰ…

”რომ მოვწონებოდი, ნუთუ ჩემთვის უმალვე ჩვეულებრივ კაცად იქცეოდა? რაწამს ვიგრძნობდი, რომ, შევუყვარდი. დავიწყებდი სათითოდ მისი ყოველი ნაკლის დანახვას, როგორც ეს ბადი უილიარდთნ და წინ სხვა ბიჭებთნ დამემართა?    ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა: შორიდან ვინმე სრულქმნილ მამაკაცს მოვკრავდი თავლს, მაგრამ ოდნავ მომიახლოვდებოდა თუ არა, სულ არაფრად ვარგოდა.                                                                ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო რის გამოც გათხოვება არასდროს მდომებია. ყველაზე ნაკლებად სიმშვიდეს ვეძებდი და სულ არაფრად მეპიტნავებოდა, ვყოფილიყავი მშვილდი, რომელიც ისარს გატყორცნის, თავად კი ადგილზე რჩება. ცვლილება და მღელვარება მინდოდა: რომ ყველა მიმართულებით თვითონ მექროლა, როგორც ფეიერვერკის ფერად ისრებს.”

ვაღიარებ სიმშვიდე მიყვარს, მაგრამ დროებით, ალბათ უფრო იმიტომ მიყვარს რომ ყველაზე მეტად მაკლია…. მშვილდს და ისარს რაც შეეხება ვერ შევედავები…

10985457_467288000094742_4956686299279714902_n

”გავიფიქრე, რომ სამყაროში უმშვენიერესი რამ ჩრდილია, ჩრდილის მოლოდინით მოძრავი სილუეტი და ლაბირინთი. ჩრდილი – კარადის უჯრებში და სათვსოებში და ყუთებში, და ჩრდილი სახლების და ხეების და ქვების ქვეშ, და ჩრდილი ადამიანის თვალების და ღიმილის უკან , და ჩრდილი, კილომეტრებად და კილომეტრებად გადაწოლილი, დედამიწის ღამეში მოხვედრილ მთელს ნახევარსფეროზე...”  :3

იმის მიუხედავად რომ ყველაზე ხშირად საკუთრი ჩრდილი მაშინებს, მაინც უზომოდ მიყვარს ყველა სხვა დანარჩენი ჩრდილი როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ისე გადატანითი, სილვიასეული….

”ბიჭი ისე მიყურებდა თითქოს რაღაც ეგზოტიკური ჯიშის ცხოველი ვიყავი…”  – ჰოო… კიი.. ეს ხშირი შემთხვევაა :დ

ეს კი უკვე მეც მილიონჯერ მითქვამს:

”მძულს ხალხის ჯგუფებთნ ლაპარაკი. როცა ჯგუფს მივმართვ ყოველთვის ვინმეს ვირჩევ და იმას ველეპარაკები; და რომ ველაპარაკები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დანარჩენები ამით სარგებლობენ და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებან. ისიც მძულს, ხალხსი მომღიმარი სახით რომ გეკითხება, როგორ ხარო, და მოელიან რომ ეტყვი ”გმადლობთ, კარგად”, მაშინ როცა იციან, რომ თავს საშნლად გრძნობ.”

ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სილვიას შორის ისაა რომ ის ყველაფრის სურვილს კარგავდა დეპრესიულ პერიოდებში, მე კი რაც უნდა მოხდეს ყოველთვის ვიღებ სიამოვნებას მუსიკით მაინც…

 

ჰეჰ…

FB_20160405_00_54_55_Saved_Picture

ტელეფონში მქონდა ეს ჩანაწერი, ერთხელ უბრალოდ უძილობისა და უსაქმურობისას შემომეწერინა, თან მახსოვს ემილის ვუსმენდი და მივხვდი რომ შენთან ლაპარაკი მომენატრა, არადა მეგობრებს არ ვკარგავ ხოლმე…

დღემდე ვერ ვხვდები რა ხდებოდა ჩვენს შორის, ან მერე რა მოხდა… ან უფრო არ მინდა რომ მივხვდე… ფაქტი ისაა რომ ახლა ორივეს ჩვენ-ჩვენი, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი, ცხოვრება  გვაქვს. ყველაფერი კარგადაა, ნუ კარგად რაა… მარა ძველებურად. ცუდსაც ვერ დავარქმევ.
ისე,  არც ის ვიცი რომელმა უფრო განვიცადეთ ის რაც მოხდა… ან ახლა რატომ მომინდა ამაზე ლაპარაკი… უბრალოდ დეპრესია როცა მაქვს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მახსენებს თავს. ეს რომ ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო მგონი არასდროს ყოფილა სადაო.  არაერთი ადამიანი მოსულა ასე ჩემს ცხოვრებაში და მერე თავისი გზა გაუგრძელებია მაგრამ ასეთი საინტერესო კვალი ჯერ არავის დაუტოვებია. საინტერესოო იმიტომ ვამბობ რომ მართლა პირველად მჯეროდა ასე ვინმესი და მართლა პირველად ვგრძნობდი თავს ასე არეულად, მართლა პირველად დავიბენი ასე, და მერე პირველად დავინახე ჩემი თავი სულ სხვა კუთხით…
ვიცი ყველაფერი მხოლოდ ჩემს თავშია ასე მწვავედ, ვიცი ოდესმე კიდევ უფრო კარგად გავიაზრებ რა დამემართა, იმედი მაქვს მერე მაინც მეყოფა ძალა სიმართლეს თვალი გავუსწორო…
ახლა უბრალოდ ვეცდები ასეთი რამ აღარ გავიმეორო, განა იმიტომ რომ რამე ცუდი იყო, უბრალოდ აღარ მინდა ისევ აღმოვჩნდე მდგომარეობაში როცა გგონია თითქოს შენს თავში სპილოების ჯოგი დარბის.
ახლა მჭირდება ნაკლებად ემოციური, ზედაპირული, ისეთივე უაზრო, მაგრამ რეალური ურთიერთობები, როგორითაც დღეს ყველაა დაკავებული, რადგან მეც ისეთივე ვარ როგორიც ყველა…

FB_20160405_00_54_03_Saved_Picture

ჩემმა ტვინმა დაასწრო გულს ისეთი აზრების გაჩენა რომ მგონია, მე ვერასდროს მეყვარება ისე ვინმე როგორც უყვართ ხოლმე… აი რო უყვართ… არ ვიცი როგორ ავხსნა… :/  რაღაც ხდება ხოლმე და უბრალოდ უყვართ ის და სხვა არავინ… ზოგი ამბობს გული მიჩქარდებაო, ზოგი მუცელში პეპლებიო… რას არ გაიგებ მაგრამ მე პირადად გული სულ აჩქარებული მაქვს, (მუსიკის მოსმენისას მთლად გაუბერავს ხოლმე…)  აი პეპლები კი მინდორში მინახავს მხოლოდ….

ტვინმა რაო და:

  1. ერთ კონკრეტულ ადამიანზე მიჯაჭვა ხელს შეგიშლის სხვების აღმოჩენაშიო.
  2. შენი ემოციები ისე მარტივად შეგიძლია მართო როგორც ველოსიპედს მართავდი ერთ დროსო….
  3. ამ ფაქტის გაცნობიერება გეხმრება ყველა უცხო და ახალი ემოიცია (=ახალ პრობლემებს) თავიდან მოიშორო გაჩენისთნავეო.
  4. მაგრამ მაინც ძალიან ძნელია როცა საკუთრ თავსაც და სხვებსაც ხან საკუთრი და ხან სხვების თავლით უყურებო.
  5. შენ იმდენად კარგად იცი რა გინდა რომ არ იცი რა გინდა და ვინც იცის რა უნდა იმან არ იცის სინამდვილეში რა უნდაო….
  6. იმდენად ცვალებადი ხარ და თან იმდენად მგრძნობიარე ამის მიმართ ან თავი შეგეცოდის ან სხვები მაინცო…
  7. პრინციპში ისედაც ყველა რომ გეცოდება და ყველას ადგილას გინდა ხოლმე თავი წარმოიდგინო მაგოტომ ხარ გაორებული კი არა გაორასებულიო :3
  8. აუ წადი ახლა დაიძნე თორე ისე ბოდავ შემთხვევით ვინმემ არ წაიკითხოს და ბრიგადა არ მოგადგეს ფსიქიატრიულიდანო….

ნეტა რომელ ტვინზე ვლაპარაკობდი…..

645df4f239f9e505749f6577e250a235

სპრაიტი

ვსვამ სპრაიტს, ვამტვრევ თხილს და ვფიქრობ წუთისოფლის ამაოებაზე….

რეალურად რომ დავფიქრე არც ისეთი სულელი ვარ როგორც უმრავლესობა, არც ისეთი მახინჯი, არც ისეთი ბოროტი, არც ისეთი დაბალი, არც ისეთი უხასიათო… საერთოდაც, ყველაფერში საშუალო ან ოდნავ დადებითისკენ…

და მაინც ვახერხებ ვიცხოვრო ისე რო  სულ რამდენიმე ადამიანი მიტანს ისიც ძლივს და ისიც იმიტომ რომ ბოლომდე არ მიცნობს… (ალბათ)

ეს რეალურად რომ დავფიქრდე და საინამდვილეში იშვიათად ვფიქრობ რეალურად და სულ რაღაც სისულეებს ვიგონებ ^^

სინამდვილეში ჩემი თავი ხან ყველაზე საშინელი არსება მგონია ამ სამყაროში და ხანაც ყველაზე კარგი და თან, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა  იყოს,  მაინც ყოველთვის ვიცი  რომ  ვარ უბრალოდ – ს ა შ უ ა ლ ო !

სპრაიტს ვსვამ თქო და რატომღაც დავინტერესდი ამ სასმელის სახელის წარმომავლობით.

დამთხვევები ყველგან მხვდება ყოველ წამს და აქაც არ გამკვირვებია. თურმე Sprite არის იგივე ფერია, ელფი…

erina

(ჩემნაირი წითელი თმით, მწვანე თვალებით, სწორი წარბებით, ხელთათმანიტაც კი :დ )

პატარა რომ ვიყავი ვოცნებობდი მეგობარი ელფები მყოლოდა, აი ისეთი ღამე ოთახს რომ გამინათებდნენ და ყურში საინტერესო ამბებს ჩამჩურჩულებდნენ, აღარც სიბნელის შემეშინდებოდა და აღარც მარტოობის. ახლა მობილური მაქვს და სპრაიტს ვსვამ…

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სიმღერაც ხომ წყლის ელფზეა: Lady Of The Lake