წიგნის ფურცლები II

6tag_280815-223550

 

”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…”

 

მუსიკა…. Continue reading

Advertisements

წიგნის ფურცლები…

ძალიან მიყვარს მატარებლები, მეტროთი მგზავრობაც კი…. განსაკუთრებით მაშინ, ვაგონში ცოტა ხალხია თუა და თავისუფლად სუნთქავ. მიყვარს მზიანი დღეები, მატარებელი მიწისზედა სადგურებზე რომ გამოვა და მზის სხივებზე იწყებს ბრწყინვას შენი თმა, შენს მუხლებზე გაშლილი წიგნის ფურცლები. მიყვარს ასეთი მომენტების დაჭერა და მათი მეხსიერებაში სამუდამოდ შენახვა…

მაშინ მზიანი ამინდი არ იყო მაგრამ მგონი მაინც საინტერესო სურათები გამომივიდა… ასეთი უბრალო ამბებით ივსება სწორედაც წიგნის ფურცლები…..

Continue reading

კეთილი ბიზნესი

ცოტა უჩვეულო სიტყვათშეთნხმება გამომივიდა… როგორ შეიძლება ბიზნესი და თან  კეთილი არაა?? თურმე შეიძლება… მე  ვაპირებ ბავშვურ ბიზნესზე გიამბოთ, ყველაფერი ბავშვური კი კეთილია…

ბიზნესიც ბავშვურობით დავარქვი თორემ… მე ხომ ახლაც ბავშვი ვარ…

უფრო ბავშვი რომ ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, ისევე როგორც ყველა. სკოლის ეზოსთნ ერთი მოხუცი იჯდა ხოლმე, სულ შავებში ჩაცმული, სიბერისაგან მოხრილი და დაპატარავებული… ალბათ ჩემზე პატარა იყო, მე დაახლოებით  9-10 წლის ვიყავი, ის 90-მდე იქნებოდა… შეიძლება ნაკლები, მაშინ მეჩვენებოდა ძალიან მოხუცად, მაგრამ ფაქტია სიბერეს სულ მთლად ჩამოეჭკნო… Continue reading

ბაბუაწვერას ღვინო

”ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა….
თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ….”

თურმე სანამ ბავშვები ვართ ასე ვხუფავთ და ვინახავთ ზაფხულის თითოეულ დღეს, თითოეულ მოვლენას ჩვენს გონებაში, ყვითელ ბლოკნოტში ან სულაც სურათებში რომელსაც ვიღებთ…. მოზრდილებისთვის კი უკვე ყველა დღე თითქმის ერთნაირია…

11041707_951498641551326_5692024811463518510_n Continue reading

ის რაც არ უნდა მოხდეს….

ის რაც არ უნდა მოხდეს – ომი…. მეზიზღება ეს სიტყვა, მეზიღება საკუთარი თავიც როცა მას წარმოვთქვამ, წარმოდგენაც არ მინდა, რომ ამას ოდესმე საკუთარი თვალიით ვნახავ.. მაგრამ იმის ცოდნაც ხომ საკმარისია რომ კაცობრიობის ისტორია ზუსტად ამითაა აგებული, ერთ ომს მეორე მოსდევდა და არავინ ფიქრობდა ღირდა კი ეს, პატარა ტერიტორიის შემომატებისა თუ თუნდაც მთელი მსოფლიოს დაპყრობისათვის?! ორი მსოფლიო ომი გამოვიარეთ, ორივე უსასტიკესი, უსაშინლესი, უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, ვფიქრობ და ვერ ვხვდები რატომ აკეთებდა ამას ხალხი, ამით რა მოიგეს? ნუთუ ეს კიდევ განმეორდება? ნუთუ შესაძლოა მეც ამის ნაწილი გავხდე? დავეცემი ისე, რომ საკუთარი სიცოცხლის გამო ყველაფერი გავაკეთო? არა…. ეს აღარ უნდა მოხდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ყველა, თუნდაც სულ პატარა, დაპირისპირება რომელიც დღეს მიმდინარეობს, მესამე მსოფლიო ომი კი არ უნდა მოხდეს…. არ ვიცი რამდენად შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს აღარ უნდა დავუშვათ. როგორღა იქნება ომი თუ ყველა ჯარისკაცი უარს იტყვიას ამაზე, თუ ყეველა ბავშვი ერთდ იტვის, რამდენად მტკივნეულია ეს მათთვის და ყველა დედა ასწავლის შვილს რომ ომზე უარესი არაფერია?!  Continue reading