წიგნის ფურცლები II

6tag_280815-223550

 

”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…”

 

მუსიკა…. Continue reading

Advertisements

წიგნის ფურცლები…

ძალიან მიყვარს მატარებლები, მეტროთი მგზავრობაც კი…. განსაკუთრებით მაშინ, ვაგონში ცოტა ხალხია თუა და თავისუფლად სუნთქავ. მიყვარს მზიანი დღეები, მატარებელი მიწისზედა სადგურებზე რომ გამოვა და მზის სხივებზე იწყებს ბრწყინვას შენი თმა, შენს მუხლებზე გაშლილი წიგნის ფურცლები. მიყვარს ასეთი მომენტების დაჭერა და მათი მეხსიერებაში სამუდამოდ შენახვა…

მაშინ მზიანი ამინდი არ იყო მაგრამ მგონი მაინც საინტერესო სურათები გამომივიდა… ასეთი უბრალო ამბებით ივსება სწორედაც წიგნის ფურცლები…..

Continue reading

შიზოიდური განცდები….

რომ ვკითხულობ წიგნში განსაკუთრებით საინტერესო ან მნიშვნელოვან ადგილებს ვინიშნავ ხოლმე, ხან  ვიწერდი, ხან სურათებს ვუღებდი, ხანაც ვხაზავდი… ეს უფრო სახელმძღვანელოებში) ბოლოს როგორც იქნა მივაგენი საუკეთესი საშუალებას:

Student-Book

ეს პატარა საყვარელი ფურცლები საუკეთესო გამოგონებაა ♥ ბოლოს ისე გამომდის რომ თითქმის ყველა გვერდზე ვაწებებ მაგრამ მაინც მიადვილებს შემდგომში ფრაზების მოძებნას თუკი გადაკითვა ან ამოწერა მომინდა.

ამ წიგნმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი გვერდის ჩანიშვნასთნ ერთდ სურვილი მიჩნდება ვწერო ან ვისაუბრო უსასრულოდ ამ თემებზე, პირველად ვწერ წიგნის შესახებ მის დასრულებამდე, უფრო სწორედ სულ ახლახანს რომ დავიწყე კითხვა.

წიგნის სახელია ”შიშის ძირითდი ფორმები” ავტორი ფრიც რიმანი. რიმანი შიშის 4 ძირითდ ფორმას გამოყოფს და შესაბამისად პიროვნების 4 სახასიათო ტიპსაც აღწერს. როგორც მივხვდი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს შიშის ეს ოთხივე ფორმა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მაშინ როცა რომელიმე შიში ბევრად აჭარბებს სხვა დანარჩენს, ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში უშლის ხელს, ჩნდება პრობლემა. ალბათ მიხვდით რომ ამ 4-დან ჯერ  მხოლოდ ერთის თავისებურებებს გავეცანი და უკვე გამაგიჟა.

მოკლედ რომ ვთქვათ შიზოიდურ პიროვნებას აქვს ერთგულების შიში, ცდილობს არავინ დაიახლოვოს:

”შიზოიდური პიროვნებები დიდ შიშს განიცდიან იმის გამო, რომ მათ ვინმე ”გამოიჭერს”, მერე კი ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოუხდებათ. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მათი უცნაური და გაუგებარი რეაქციების მიზეზი. რაკი შიზოიდურ პიროვნებას სანდო ადამიანად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია, აქედან ჩნდება ის ნამდვილი თუ მოჩვენებითი საფრთხეც, რომელიც მის დამოუკიდებლობას ემუქრება. იგი შიშობს, ვიღაც ძალადობით შეიჭრება მის სამყაროშ, რომელიც მას იმისათვის სჭირდება, რომ საკუთარ თავზე გავლენა არ დაკარგოს. ცხადია, ამგვარი განწყობითა და ქცევებით ადამიანი ვერ შექმნის ნდობისა და ინტიმურობისათვის საჭირო გარემოს. შიზოიდური პიროვნების განწყობილებიდან გამომდინარე იგი ძალადობად აღიქვამს ადამიანებთნ ურთიერთობას, რადგან იცის რომ ამ დროს თავადაც ბევრი რამ უნდა გასცეს.”

”ადამიანებთან ფიზიკურ და ფსიქიკურ სიახლოვეს რადარის მსგავსად, თითქოს ”კანგაცლილივით” შეიგრძნობს და მეტისმეტად ”ხმაურიანად ” აღიქვამს.”

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და მთელი წიგნი აქ არ ამოვწერო საკუთარ მაგალითს მოვიყვან, თუმცა წიგნში არაერთი მაგალითია მოყვანილი…

ერთი გოგო იყო… ისიც ცოტას წაუშიზოიდებდა, მაგრამ ისე ძალაიანაც არა….  ცოტა უცნაურად კი მიიჩნევდნენ გრშემომყოფები, თავადაც ჰქონდა პრობლემები ურთიერთობებში, მაგრამ მაინც ჰყავდა მეგობრები. ^^ რაციონალურად აანალიზებდა თავის ეჭვებს და შიშებს და ცდილობდა ყველაფერი ისე მოეგვარებინა სხვებს არ ეგრძნოთ. ბოლომდე მაინც ვერსად გრძნობდა თავს დაცულად, საზოგადოების ნაწილად, ”მათიანად” …. ერთი სიტყვით არ იმჩნევდა. რეალურ ახლო ურთიერთობებს ერჩივნა ვირტუალურად ეკონტაქტა ხალხთან, ხალხთან ურთიერთობაზე კი ალბათ მაინც  ვერასდროს იტყოდა უარს , რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო დისკომფორტი.

ხალხი იმდენად აინტერესებდა თითქმის არავის ეუბნებოდა უარს მეგობრობაზე, არავის ვისგანაც რეალურად ხედავდა ინტერესსა და მეგობრობის სურვილს. ასე ბევრი ადამიანი გაიცნო და ერთ-ერთი მასზე ”უარესი შიზოიდიც”კი აღმოჩნდა… 😀

ამ უცნაურმა არსებამ პერიოდულად დიდი ინტერესით იცოდა საუბარი ხანაც კი საერთოდ ქრებოდა თვეობით ფეისბუკ სივრციდან. გოგონა ამას არ შეუშფოთებია და ყოველთვის ადვილად ხვდებოდა ვინ იმალებოდა ახლადშექმნილი ფეისბუკ პროფილის უკან, ნამდვილი სახელით იყო ის თუ სრულიად შეუსაბამო… (როგორც თავად ამბობდა ბიჭი) შიზოიდიც კი ერქვა ერთხელ :დ ”შემთხვევით…”

ერთ-ერთი უკანასკნელი ამგვარი შემთხვევაც ასე წარიმართა:

 

schizoid

 

ჰომ… ერთი სიტყვით, გოგოს მაინცდამაინც არ ხიბლავდა უცხო ადამიანებთან შეხვედრის იდეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიქრობდა არაფერი დაშავდებოდა… მეგობრული და პროფესიული ინტერესი ერთად დამღუპველია…. ერთი სიტყვით შეთანხმება შედგა მაგრამ შეხვედრამდე 1 საათით ადრე ბიჭს ”საქმე გამოუჩნდა” , შეიძლება მართლაც გამოუჩნდა საქმე, ყოველ შემთხვევაში ერთი კვირით გადადებული შეხვედრა მგონი სამუდამოდ გადაიდო, ბიჭი დაიკარგა….

თვეების შემდეგ გოგომ შემთხვევით აღმოაჩინა რომ ბიჭმა ძველი ფეისბუქი აღადგინა, რეალური სახელითა და  გვარით, თავად კი რატომღაც დაბლოკილი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით გაუგებრობა უნდა იყოს მაგრამ რავიცი…

ამ შიზოიდებს რას გაგვიგებ… 😀

13433205_1075104862583341_6286816558035846816_o

შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზებსა და შედეგებზე ალბათ კიდევ ერთი პოსტი დამჭირდება…  ://

 

13289020_1092133944194217_1909516924_n

 

მე ანუ სულთამქექავი….

FB_20151017_17_40_28_Saved_Picture

ანუ მე ანუსაინტერესოადამიანოლოგი II

(ეს ჩართე)

ხანდახან ისე მჭირდება ძალიან ღრმა სულიერი ურთიერთობები მგონია ცოტაც და ჭკუიდან გადავალ….

აღარ ვიცი რა გავაკეთო ოღონდ ჩემთვის საინტერესო ადამიანი ჩემში შემოვიტყუო, ბოლომდე ამოვქექო მისი სულის ყველაზე მიყრუებული კუთხეები და იმავეს უფლება მივცე მასაც.

ხანდახან ისე მჭირდება ყველაფერი ეს მინდა თავი დავანებო სწავლას თუ სხვა ყველა ყოველდღიურ საქმიანობას და უბრალოდ ვიქექო სულებში….

ახლაც ეგ პერიოდი დამეწყო… ადამიანის ბოლომდე გაცნობა ხომ შეუძლებელია  მაგრამ ხდება ხოლმე რომ წლების მანძილზე ერთად ყოფნის შემდეგ მეტად ღრმად წასვლა ძნელდება. ეს იმას არ ნიშნავს რომ ურთიერთობა უნდა დამთავრდეს….  ან იმას რომ ვინმე მბეზრდება, ასეთები უფრო და უფრო მეტად მიყვარდება…  უბრალოდ რაღაც ახალია საჭირო რომ ვიქექო და ვიქექო….

ოოო როგორ ვმწარდები როცა ვიღაც არ მიშვებს ისე ახლოს როგორც მე მინდა…. დეპრესია მეწყება :დ

არადა ამ სიღრმეებისაც მეშინია… :/  ყველა ვერ  მიხვდება მსგავსი ინტერესის მიზეზს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს… იმისაც მეშინია ზედმეტად არ მივეჩვიო იმას ვინც ვიცი არ გამიფრთხილდება….

ზოგი ადამიანი რატომღაც თავის შინაგან სამყაროს საგულდაგულოდ მალავს, იქნებ სწორედ იმიტომ რომ მეტი ინტერესი გამოიწვიოს, მაგრამ მგონი ბევრი არც კი ფიქრობს ამაზე, სრულიად გაუცნობიერებლად იქცევა ასე… ეშინია ვინმემ მის სისუსტე არ დაინახოს, ვინმემ საცინად  არ აიგდოს, ვინმემ გული არ ატკინოს….

მართალიცაა…

მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ღემად მწამს (მინდა რომ მწამდეს) რომ ყველა ადამიანი უზომოდ საინტერესოა თუკი შენ ამის დანახვას მოინდომებ, მაინც ხანდახან ამაში ეჭვი მეპარება… ძნელია ყოველდღე იმგზავრო მეტროთი… უყურო უამრავ უბედურ ადამიანის, რომელთაც სახეზე აწერიათ რომ მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებთ… მიხვიდე საუკეთესო უნივერსიტეტში, საუკეთესო ლექტორის სემინარზე და მოისმინო, როგორ განიხილავს იგი სტუდენტებთან ერთად, რომელი აიფონი ჯობია…

მიუხედავად ამისა მაინც არ დაკარგო რწმენა, რწმენა თუნდაც იმისა რომ ერთ მშვენიერ დღეს შენც რობოტს არ დაემსგავსები…

11218158_893085994084055_8697281704350783105_n

მაისურზე რომელიც ახლა მაცვია წერია:

”Woman are like music, some speak the truth while others are just noise…”

 

არ ვიცი რატომ მხოლოდ ქალები… ქალსა და კაცს შორის დიდია განსხვავება, რაშიც დღითიდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები მაგრამ არც იმდენად დიდი რომ ისინი მუდან ცალცალკე განვიხილოთ. (აშკარად ძალიან გადავუხვიე)

 

6tag-1535710915-851962603684909228_1535710915

აღარ მახსოვს რატომ დავიწყე ამ პოსტის წერა მაგრამ ერთი რამ მინდა კიდევ ვთქვა:

ადამიანები მართლაც ჰგვანან მუსიკას, წიგნებსაც…. საერთოდ ყველაფერი რაც მიყვარს ერთმანეთს ჰგავს… ჩემი თითქოსდა სრულიადნ განსხვავებული მეგობრები ერთად რომ აღმოჩნდებიან უცებ თავი ზედმეტი მგონია იმდენი აქვთ საერთო….

არადა როგორ განვსხვავედებით ერთმანეთისაგან… ეს ჩვენ გვინდა რომ დავემსგავსოთ…

 

tumblr_mwd85vjG0q1scb77so1_540

მე ანუ საინტერესოადამიანოლოგი…

მე ანუ საინტერესოადამიანოლოგი…

რა მაგარია ერთი უბრალო ადამიანის შიგნით მიმდინარე მოვლენები რომ უფრო საინტერესოა ვიდრე მთელ მსოფლიოში…. თქვენ გიფიქრიათ ამაზე?

The Kelly Family

ამ ჯგუფის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულია და განსაკუთრებულია თავად ეს ჯგუფიც. ისტორია 1965 წლის მაისიდან იწყება, როცა დანიელ კელიმ პირველ ცოლთან და 4 შვილთან ( დანი, კაროლინი, ქეთი და პაული) ერთად დატოვა მშობლიური შეერთებული შტატები და ევროპაში გადავიდა. მალე რატომღაც ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს და ქალი სამშობლოში დაბრუნდა. დანიელს კი ბარბარა შეუყვარდა, რომელიც მასთან ერთად წავიდა ესპანეთში. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. მათ პირველი შვილი, მიშელი 1967 წლის 8 მარტს დაიბადა. დანი ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახსა და მარტივ ცხოვრებაზე. ერთად მას და ბარბარას კიდევ 7 შვილი ეყოლათ: მარია პატრიცია 1969 წლი 25 ნოემბერს, ჯეიმს ვიქტორი 1971 წლის 18 თებერვალს, ჯოზეფ მარია 1972 წლის 21 დეკემბერს, ბარბარა ანა 1975 წლის 28 აპრილს, მიშელ პატრიკი 1977 წლის 5 დეკემბერს, მაიტა სთარი 1979 წლის 4 დეკემბერს და ანჯელო გაბრიელი 1981 წლის 23 დეკემბერს.
ბარბარა და დენი პატარაობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს სიმღერასა და ცეკვას. 1974 წელს ოთხმა უფროსმა შვილმა ჩამოაყალიბა ბენდი სახელად ”The Kelly Kids” და თავდაპირველად ისინი მხოლოდ პატარა წვეულებებზე ჩნდებოდნენ. მელე ისინი იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ 1975 წელს ესპანურ ტელევიზიაშიც გამოჩნდნენ. არც ისე კომფორტული პირობების მოუხედავად, მშობლებმა პატარებს სახლშივე ასწავლეს ცეკვა, სიმღერა, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა და 6 ენა. როგორც ჩანს მათი ნიჭი განუსაზღვრელი იყო. Continue reading

მუსიკა… ♫♪♫♪♫♪

”მუსიკა – ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.”- ამას წაიკითხავთ თუ ვიკიპედიაში მუსიკის შესახებ მოიძიებთ ინფორმაციას, ერთი შეხედვით მშვენიერი განმარტებაა, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ შეგვიძლია ადამიანებს ასეთი უბრალო სიტყვებით ვისაუბროთ საოცარ საგნებსა თუ მოვლებებზე.

ჩემი აზრით, მუსიკა ერთ-ერთია იმ საგანთა შორის რომელსაც ვერ განმარტავ. ასეთია კიდევ სიყვარული, მონატრება, ტკივილი… პოეზია, მხატვრობა… ერთი სიტყვით ხელოვნება და ის გრძნობები რომელსაც ადამიანი განიცდის. თავად ადამიანიც სწორედ ასეთი საგანია, ჩვენ ვარქმევთ ადამიანებს ბოროტს, კეთილს, ლამაზს, უშნოს, ამაყსა თუ თავმდაბალს, მაგრამ ეს ხომ არაფერს გვეუბნება მათ შესახებ, სინამდვილეში ხომ ბევრად უფრო ამოუცნობი და საინტერესოა ადამიანი ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს… ყველა თავისებურად აღიქვამს ველაფერს ამიტომ ასეთი საგნების განმარტებას აზრი არა აქვს,ის უბრალოდ უნდა შეიგრძნო…..  

ვიღაცისთვის მუსიკა უბრალოდ ხელოვნების სახეა, ჩემთვის კი ეს იმდენად დიდი რამაა უბრალო სიტყვებით მას ვერასდროს განვმარტავ  , ვინც ჩემსავით აღიქვამს ხელოვნებას ალბათ ცოთათი მიხვდება რისი თქმაც მინდა….. ♫♪♫♪♫♪