წიგნის ფურცლები II

6tag_280815-223550

 

”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…”

 

მუსიკა…. Continue reading

Advertisements

გთხოვთ, იყავით ადამიანები….

პირველად დავიბენი, გავოცდი, მეორე დღეს სულ ვფიქრობდი, მესამე დღეს გაუჩერებლად ვუსმნედი ამ სიმღერას, მეოთხე დღეს უკვე მეტირებოდა…

ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ სიმღერა კარგია, შესრულება კიდევ უკეთესი, მე არც ამ ადამიანის იმიჯი მაღიზიანებს და ამ შემთხვევაში სქესი საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია ადამიანია, გადასარევი ხმა აქვს და ემოციურად სწორად ასრულებს ამ სიმღერას (არ ვიცი ეს ტერმინი რამდენად სწორია) ჩემი აზრით, ემოცია მაინც ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამ ნამღერით მე მან გამაგებინა, რას გრძნობს, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე: ეს არის სიმღერა სულის თავისუფლებაზე, იმაზე რაც ადამიანის შიგნით მიმდინარეობს როცა მას ტკივა და თან ბედნიერია, რომ ის ისეთია, არასდროს გახდება მათნაირი ვინც ასე სტკენს სულს. მუდმივად იცვლება, მაგრამ რაც მთავარია რჩება ადამიანად…. Continue reading

Make You Feel My Love

”…..და წარმოსახვით გეფერები, როგორც წიგნს
და წიგნს ვეფერები, როგორც შენ
და მე ვიცი, წიგნის შიგნით მიგნებასავით გამიხარდები,
თუკი სიზმრებში შემომიხანდახანდები,
და შენ იცი, რომ თუმცა ახლა უკვე სხვა დროა,
ადამიანი ისევ მარტოა. ”

(პაატა შამუგია-,,ანტიტყაოსანი”) Continue reading

The kelly family ♥

ისევ ამ საოცარ ჯგუფზე უნდა დავწერო, მაგრამ ამ პოსტში ალბათ ვიდეო უფრო მეტი იქნება ვიდრე წინადადება… ამდენი ემოცია, სითბო, სიყვარული არსად  მინახავს… ჩემთვის უძვირფასესია ამ ჯგუფის ყოველი წევრი, მათი სიმღერები, კონცერტები, იმდენ დადებითს აფრქვევს, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ისინი???     21-ე საუკუნეში რა არ შეიძლება ნახო სცენაზე, ყველანაირი შოუ შეიძლება მოაწზო, მაგრამ ამხელა ემოცია მაინც არსად იქნება. დღეს სადმე გინახავთ მომღერლები ტიროდნენ სიმღერის დროს?? ამხელა სიყვარულს აფრქვევდნენ ერთმანეთისა და მაყურებლის მიმართ??  Continue reading

ნახევარწლიანი ძებნის შედეგი…

ამ სიმღერის პატარა მონაკვეთს მოვკარი ყური ოდესღაც სადღაც და მას შემდეგ ვეძებდი. მარტო ”freaky people” დავიჭირე მაშინ ტექსტში, აი დღესაც გამასენდა, უფრო ჭკვიანურად მოვძებნე და ვიპოვე კიდეც. ოღონდ ერთი პრობლემაა :/ მე რომელი ადგილიც მომეწონდა მარტო დასაწყისში ყოფილა და არც კი მეორდება :დ ”And the sign said “Long-haired freaky people need not apply” ” ამის ამოჭრა და გამეორება შესაძლებელი უნდა იყოს წესით მაგრამ მე სად შემიძლია მაგდენი 😦 თუ ეგეთი ვარიანტიც არსებობს და ვინმემ იცის იმედია გამოიჩენს სიკეთეს და მეტყვის მაგრამ სად ვიპოვო ახლა მე ვისაც ეგ ეცოდინება :დ
ისე არც მთლიანობაშია ცუდი, ძალიანაც კარგია ….

The Kelly Family

ამ ჯგუფის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულია და განსაკუთრებულია თავად ეს ჯგუფიც. ისტორია 1965 წლის მაისიდან იწყება, როცა დანიელ კელიმ პირველ ცოლთან და 4 შვილთან ( დანი, კაროლინი, ქეთი და პაული) ერთად დატოვა მშობლიური შეერთებული შტატები და ევროპაში გადავიდა. მალე რატომღაც ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს და ქალი სამშობლოში დაბრუნდა. დანიელს კი ბარბარა შეუყვარდა, რომელიც მასთან ერთად წავიდა ესპანეთში. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. მათ პირველი შვილი, მიშელი 1967 წლის 8 მარტს დაიბადა. დანი ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახსა და მარტივ ცხოვრებაზე. ერთად მას და ბარბარას კიდევ 7 შვილი ეყოლათ: მარია პატრიცია 1969 წლი 25 ნოემბერს, ჯეიმს ვიქტორი 1971 წლის 18 თებერვალს, ჯოზეფ მარია 1972 წლის 21 დეკემბერს, ბარბარა ანა 1975 წლის 28 აპრილს, მიშელ პატრიკი 1977 წლის 5 დეკემბერს, მაიტა სთარი 1979 წლის 4 დეკემბერს და ანჯელო გაბრიელი 1981 წლის 23 დეკემბერს.
ბარბარა და დენი პატარაობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს სიმღერასა და ცეკვას. 1974 წელს ოთხმა უფროსმა შვილმა ჩამოაყალიბა ბენდი სახელად ”The Kelly Kids” და თავდაპირველად ისინი მხოლოდ პატარა წვეულებებზე ჩნდებოდნენ. მელე ისინი იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ 1975 წელს ესპანურ ტელევიზიაშიც გამოჩნდნენ. არც ისე კომფორტული პირობების მოუხედავად, მშობლებმა პატარებს სახლშივე ასწავლეს ცეკვა, სიმღერა, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა და 6 ენა. როგორც ჩანს მათი ნიჭი განუსაზღვრელი იყო. Continue reading