წიგნის ფურცლები II

6tag_280815-223550

 

”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…”

 

მუსიკა…. Continue reading

Advertisements

შიზოიდური განცდები….

რომ ვკითხულობ წიგნში განსაკუთრებით საინტერესო ან მნიშვნელოვან ადგილებს ვინიშნავ ხოლმე, ხან  ვიწერდი, ხან სურათებს ვუღებდი, ხანაც ვხაზავდი… ეს უფრო სახელმძღვანელოებში) ბოლოს როგორც იქნა მივაგენი საუკეთესი საშუალებას:

Student-Book

ეს პატარა საყვარელი ფურცლები საუკეთესო გამოგონებაა ♥ ბოლოს ისე გამომდის რომ თითქმის ყველა გვერდზე ვაწებებ მაგრამ მაინც მიადვილებს შემდგომში ფრაზების მოძებნას თუკი გადაკითვა ან ამოწერა მომინდა.

ამ წიგნმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი გვერდის ჩანიშვნასთნ ერთდ სურვილი მიჩნდება ვწერო ან ვისაუბრო უსასრულოდ ამ თემებზე, პირველად ვწერ წიგნის შესახებ მის დასრულებამდე, უფრო სწორედ სულ ახლახანს რომ დავიწყე კითხვა.

წიგნის სახელია ”შიშის ძირითდი ფორმები” ავტორი ფრიც რიმანი. რიმანი შიშის 4 ძირითდ ფორმას გამოყოფს და შესაბამისად პიროვნების 4 სახასიათო ტიპსაც აღწერს. როგორც მივხვდი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს შიშის ეს ოთხივე ფორმა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მაშინ როცა რომელიმე შიში ბევრად აჭარბებს სხვა დანარჩენს, ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში უშლის ხელს, ჩნდება პრობლემა. ალბათ მიხვდით რომ ამ 4-დან ჯერ  მხოლოდ ერთის თავისებურებებს გავეცანი და უკვე გამაგიჟა.

მოკლედ რომ ვთქვათ შიზოიდურ პიროვნებას აქვს ერთგულების შიში, ცდილობს არავინ დაიახლოვოს:

”შიზოიდური პიროვნებები დიდ შიშს განიცდიან იმის გამო, რომ მათ ვინმე ”გამოიჭერს”, მერე კი ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოუხდებათ. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მათი უცნაური და გაუგებარი რეაქციების მიზეზი. რაკი შიზოიდურ პიროვნებას სანდო ადამიანად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია, აქედან ჩნდება ის ნამდვილი თუ მოჩვენებითი საფრთხეც, რომელიც მის დამოუკიდებლობას ემუქრება. იგი შიშობს, ვიღაც ძალადობით შეიჭრება მის სამყაროშ, რომელიც მას იმისათვის სჭირდება, რომ საკუთარ თავზე გავლენა არ დაკარგოს. ცხადია, ამგვარი განწყობითა და ქცევებით ადამიანი ვერ შექმნის ნდობისა და ინტიმურობისათვის საჭირო გარემოს. შიზოიდური პიროვნების განწყობილებიდან გამომდინარე იგი ძალადობად აღიქვამს ადამიანებთნ ურთიერთობას, რადგან იცის რომ ამ დროს თავადაც ბევრი რამ უნდა გასცეს.”

”ადამიანებთან ფიზიკურ და ფსიქიკურ სიახლოვეს რადარის მსგავსად, თითქოს ”კანგაცლილივით” შეიგრძნობს და მეტისმეტად ”ხმაურიანად ” აღიქვამს.”

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და მთელი წიგნი აქ არ ამოვწერო საკუთარ მაგალითს მოვიყვან, თუმცა წიგნში არაერთი მაგალითია მოყვანილი…

ერთი გოგო იყო… ისიც ცოტას წაუშიზოიდებდა, მაგრამ ისე ძალაიანაც არა….  ცოტა უცნაურად კი მიიჩნევდნენ გრშემომყოფები, თავადაც ჰქონდა პრობლემები ურთიერთობებში, მაგრამ მაინც ჰყავდა მეგობრები. ^^ რაციონალურად აანალიზებდა თავის ეჭვებს და შიშებს და ცდილობდა ყველაფერი ისე მოეგვარებინა სხვებს არ ეგრძნოთ. ბოლომდე მაინც ვერსად გრძნობდა თავს დაცულად, საზოგადოების ნაწილად, ”მათიანად” …. ერთი სიტყვით არ იმჩნევდა. რეალურ ახლო ურთიერთობებს ერჩივნა ვირტუალურად ეკონტაქტა ხალხთან, ხალხთან ურთიერთობაზე კი ალბათ მაინც  ვერასდროს იტყოდა უარს , რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო დისკომფორტი.

ხალხი იმდენად აინტერესებდა თითქმის არავის ეუბნებოდა უარს მეგობრობაზე, არავის ვისგანაც რეალურად ხედავდა ინტერესსა და მეგობრობის სურვილს. ასე ბევრი ადამიანი გაიცნო და ერთ-ერთი მასზე ”უარესი შიზოიდიც”კი აღმოჩნდა… 😀

ამ უცნაურმა არსებამ პერიოდულად დიდი ინტერესით იცოდა საუბარი ხანაც კი საერთოდ ქრებოდა თვეობით ფეისბუკ სივრციდან. გოგონა ამას არ შეუშფოთებია და ყოველთვის ადვილად ხვდებოდა ვინ იმალებოდა ახლადშექმნილი ფეისბუკ პროფილის უკან, ნამდვილი სახელით იყო ის თუ სრულიად შეუსაბამო… (როგორც თავად ამბობდა ბიჭი) შიზოიდიც კი ერქვა ერთხელ :დ ”შემთხვევით…”

ერთ-ერთი უკანასკნელი ამგვარი შემთხვევაც ასე წარიმართა:

 

schizoid

 

ჰომ… ერთი სიტყვით, გოგოს მაინცდამაინც არ ხიბლავდა უცხო ადამიანებთან შეხვედრის იდეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიქრობდა არაფერი დაშავდებოდა… მეგობრული და პროფესიული ინტერესი ერთად დამღუპველია…. ერთი სიტყვით შეთანხმება შედგა მაგრამ შეხვედრამდე 1 საათით ადრე ბიჭს ”საქმე გამოუჩნდა” , შეიძლება მართლაც გამოუჩნდა საქმე, ყოველ შემთხვევაში ერთი კვირით გადადებული შეხვედრა მგონი სამუდამოდ გადაიდო, ბიჭი დაიკარგა….

თვეების შემდეგ გოგომ შემთხვევით აღმოაჩინა რომ ბიჭმა ძველი ფეისბუქი აღადგინა, რეალური სახელითა და  გვარით, თავად კი რატომღაც დაბლოკილი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით გაუგებრობა უნდა იყოს მაგრამ რავიცი…

ამ შიზოიდებს რას გაგვიგებ… 😀

13433205_1075104862583341_6286816558035846816_o

შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზებსა და შედეგებზე ალბათ კიდევ ერთი პოსტი დამჭირდება…  ://

 

13289020_1092133944194217_1909516924_n

 

სილვია პლათი… ისევ…..

ეს ის მომენტია ვიღაცას შენს მაგივრად  რომ დაუწერია უკვე…. ვიღაცას შენს მაგივრად უმღერია… შენ კი ახლა კითხულობ, უსმენ და ხვდები რომ თანდათნ ჭკუიდან გადადიხარ… ისედაც გიჟი…. Continue reading

2CELLOS

2CELLOS –  ორი არანორმალური რომელიც ჩელოზე უკრავს, თან ძალიან კარგად, ძალიან კარგ მუსიკას….

თუ ზემოთ მოცემული ვიდეო გახსენით თქვენ მათ უახლეს კლიპს უყურებთ, რომელიც საკმაოდ სახალისო და საინტერესოა…

ახლა მე ბევრი ტლიკინის მაგივრად სხვა ვიდეოებს გაჩვენებთ:

ახლა ცოტა სიმშვიდე და სილამაზე:

თან შეგიძლიათ ლექსიც წაიკითოთ, მე კითხვის დროს სულ ვისმენ რამე ასეთს…..

ოთარ ჭილაძე – რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით…

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახლავს
რაც არც უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე
ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად
და რისხვა გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება
რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.
ბოლოს კი ეს, ყველაზე საოცრება, ^_^ ულამაზესი კადრებით:
ცოტა კომუნისტური წინადადებები გამომივიდა, მაგრამ მეპატიება, ძალიან მეძინება და ვერ მოვწყდი იუთუბს….

ოკარინა

222

ყველას ვისაც მუსიკა უყვარს ერთ ძალიან საინტერესო ინსტრუმენტზე გთავაზობთ პოსტს. არამგონია ბევრი რამ იცოდეთ მის შესახებ. მე კი, როგორც კი პირველად მოვისმინე ამ საკრავით შესრულებული მუსიკა გავოცდი… იმედია თქვენც მოგეწონებათ…

ოკარინა არის პატარა ზომის უძველესი ფლეიტის მსგავსი ჩასაბერი ინსტრუმენტი, უმეტესად თიხის ან ფაიფურის მაგრამ ასევე შეიძლება იყოს პლასტიკური, ხის, მინის, ლითონის. გარდა მასალისა ასევე მრავალნაირი შეიძლება იყოს მისი ფორმაც და ზომაც, მაგრამ ტიპიურ ოკარინას აქვს ოთხიდან თორმრტამდე ხვრელი. ჩემი აზრით ეს ინსტრუმრნტი საკმაოდ საინტერესოა როგორც თავისი ფორმით ასევე ისტორიით და ჟღერადობით.

ოკარინა ეკუთვნის ძველ საოჯახო ინსტრუმენტებს და 12000 წელზე მეტით თარიღდება. განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩინურ კულტურაში.ჩინეთის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ოკარინას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ სიმღერებსა და ცეკვებში.მსგავსი ინსტრუმენტი ჰქონდათ იაპონელებსაც და მაიას ტომებსა და აცტეკებსაც კი. სწორედ აცტეკებმა შემოიტანეს იგი ევროპაში და თავდაპირველად პოპულარული გახდა როგორც სათამაშო ინსტრუმენტი. მე-19 საუკუნეში იტალიაში ინსტრუმენტი რომელიც მხოლოდ რამდენიმე ნოტს უკრავდა ჯუზეპე დონატიმ კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია.

არსებობს ოკარინას პროგრამა აიფონისათვის. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ როგორ უკრავს კაცი აიფონით … საოცრებაა….

ოკარინაზე შესასრულებელი მუსიკა სამი სახით შეიძლება ჩაიწეროს.
1.ჩვეულებრივი ნოტებით
2.ციფრებით, რომლებიც გამოსახავს მუსიკალურ აღნიშვნებს. ეს მართივი მეთოდია და ადვილი წასაკითხია დამწყებთათვის.
3.სახვითი- უმარტივესი მეთოდი რომელიც გიჩვენებს თუ რომელ ხვრელს უნდა დააჭირო თითი.
ოკარენას ორი ყველაზე პოპულარული სისტემაა 1964 წელს ჯონ ტეილორის მიერ გამოგონილი ოთხ ხვრელიანი და ჯუზეპე დონატის მიერ შექმნილი ათ ხვრელიანი სისტემაა. ამ უკანასკნელს რატომღაც ტკბილი კარტოპილის სისტემა ეწოდება.

უამრავი ტიპის ოკარინა არსებობს რომლებიც ერთმანეთისგან ფორმითა და ხვრელების რაოდენობით განსხვავდებიან. მაგალითად განივი (ტკბილი კარტოფილის)- ეს არის ყველაზე ცნობილი სტილის ოკარინა. მომრგვალო ფორმისაა და 10-12 ხვრელი აქვს.

ასევე არის გულსაკიდი ოკარინები, ძალიან მცორე ზომის, 4-6 ხვრელით, რომლებიც უძველეს დროში სხვადასხვა რიტუალების, ცერემონიებისა და ფესტივალებისას გამოიყენებოდა.

Small_Okarina_49ef27ead936d

როგორც ვიცი, დღეს ძალიან ცოტაა ვინც ამ ინსტრუმენტს პროფესიონალურ დონეზე უკრავს. პირადად მე ძალიან დამაინტერესა და მომინდა ვისწავლო. კიდევ ეთ ისეთ მუსიკას გთავაზობთ რომლის მოსმენის შემდეგ ალბათ თქვენც აღფრთოვანდებით ამ ინსტრუმენტის მშვენიერი ხმით. მიუხედავად იმისა გიყვართ თუ არა ადელი დარწმუნებული ვარ მაინც მოგეწონებათ. საოცრებაა…

და ბარემ ესაც.. ძალიან მიყვარს ♥

მითხარი რას უსმენ და გეტყვი ვინ ხარ…

საოცრებაა….მარტო ეს კი არა, საერთოდ მუსიკაა საოცრება… არვ ვიცი როგორ უნდა მეცხოვრა ამის გარეშე…
მუსიკა ისაა რამაც ბევრჯერ გადამარჩინა და გაჭირვებაში ადამიანების ნაცვლადაც სწორედ ის მედგა გვერდში…
თურმე შესაძლებელია პიროვნების ტიპის განსაზღვრა იმ მუსიკის მიხედვით, რომელსაც უსმენს. ( ამის მიხედვით მე ნამდვილი როკერი ვარ :დ )
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს,რომ ადამიანის ხასიათის, მისი კრეატიულობის და გახსნილობის შესახებ ინფორმაციას იძლევა მუსიკა.

პოპ-მუსიკა – ესეთ მუსიკას ექსტრავერტები უსმენენ. პატიოსანი, წესიერი ადამიანები, შრომისმოყვარეები არიან და აქვთ მაღალი თვითშეფასება, მაგრამ ნაკლებად შემოქმედებითი და საკმაოდ შებორკილები. (ექსტრავერტი – ცხოვრების სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რეალურ გარე ობიექტებსა ოპერაციებს ანიჭებს უპირატესობას. კომუნიკაბელური, ოპტიმისტი, იმპულსური, ნაცნობების ფართო წრე ჰყავს და აქვს ემოციებსა და გრძნობებზე სუსტი კონტროლი.)

რეპი და ჰიპ-ჰოპი – მიუხედავად სტერეოტიპისა, რომ რეპის მოყვარულები აგრესიულები და სასტიკები არიან, მკვლევარებმა ეს ფაქტი არ დაადასტურეს. აღმოჩნდა რომ აღნიშნული მუსიკის მსმენელებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და კომუნიკაბელურები არიან.

ქანთრი – ქანთრის თაყვანისმცემლები ჩვეულებრივ შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურები არიან. ამასტანავე ადამიანები,რომლებსაც ეს ჟანრი იზიდავთ,ხშირად ემოციური სტაბილურობით გამოირჩევიან, რადგანაც ქანთრი-სიმღერები ხშირად სევდიანია.

როკ/მეტალი – აგრესიული იმიჯის მიუხედავად, როკ-მუსიკის და მძიმე როკის თაყვანისმცემლები, საკმაოდ რბილი ადამიანები არიან. ისინი შემოქმედებითი პიროვნებები არიან, მაგრამ მათ შორის ბევრია ინტროვერტი. როკის მოყვარულები შეიძლება დაბალი თვითშეფასებითაც იტანჯებოდნენ. (ინტროვერტი – უპირატესობას ანიჭებს საკუთარი წარმოსახვების და აზრების სამყაროს. მშვიდი, მორიდებული, უყვარს წესრიგი ყველაფერში, ნაკლებად კონტაქტური, აკონტროლებს თავის გრძნობებს.)

ინდი – ამ ჟანრის მოყვარულები, როგორც წესი ჩაკეტილი, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ხალხია. ისინი ნაკლებად შრომისმოყვარე და რბილები არიან. მათთვის დამახასიათებელია – პასიურობა, დაბალი თვითშეფასება, შფოთვა.

საცეკვაო მუსიკა – საცეკვაო მუსიკის მოყვარულები თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური ადამიანები არიან.

კლასიკური მუსიკა – საკმაოდ ჩაკეტილები,მაგრამ ჰარმონიაში არიან საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. ისინი შემოქმედებითი ხალხია და აქვთ ადეკვატური თვითშეფასება.

ჯაზი, ბლუზი და სოული – ესეთი მუსიკის თაყვანისმცემლები მაღალი თვითშეფასების მქონე ექსტრავერტები აღმოჩნდნენ. ასევე შემოქმდებითი, ურთიერთობაში ადვილი ნატურები არიან.