წიგნის ფურცლები…

ძალიან მიყვარს მატარებლები, მეტროთი მგზავრობაც კი…. განსაკუთრებით მაშინ, ვაგონში ცოტა ხალხია თუა და თავისუფლად სუნთქავ. მიყვარს მზიანი დღეები, მატარებელი მიწისზედა სადგურებზე რომ გამოვა და მზის სხივებზე იწყებს ბრწყინვას შენი თმა, შენს მუხლებზე გაშლილი წიგნის ფურცლები. მიყვარს ასეთი მომენტების დაჭერა და მათი მეხსიერებაში სამუდამოდ შენახვა…

მაშინ მზიანი ამინდი არ იყო მაგრამ მგონი მაინც საინტერესო სურათები გამომივიდა… ასეთი უბრალო ამბებით ივსება სწორედაც წიგნის ფურცლები…..

Continue reading

Advertisements

კეთილი ბიზნესი

ცოტა უჩვეულო სიტყვათშეთნხმება გამომივიდა… როგორ შეიძლება ბიზნესი და თან  კეთილი არაა?? თურმე შეიძლება… მე  ვაპირებ ბავშვურ ბიზნესზე გიამბოთ, ყველაფერი ბავშვური კი კეთილია…

ბიზნესიც ბავშვურობით დავარქვი თორემ… მე ხომ ახლაც ბავშვი ვარ…

უფრო ბავშვი რომ ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, ისევე როგორც ყველა. სკოლის ეზოსთნ ერთი მოხუცი იჯდა ხოლმე, სულ შავებში ჩაცმული, სიბერისაგან მოხრილი და დაპატარავებული… ალბათ ჩემზე პატარა იყო, მე დაახლოებით  9-10 წლის ვიყავი, ის 90-მდე იქნებოდა… შეიძლება ნაკლები, მაშინ მეჩვენებოდა ძალიან მოხუცად, მაგრამ ფაქტია სიბერეს სულ მთლად ჩამოეჭკნო… Continue reading