ბოლო ფურცელი

ყველა ურთიერთობა იმიტომ იწყება რომ დასრულდეს.

უფრო სწორედ, ამიტომ არ იწყება მაგრამ ბოლო მაინც ასეთია, არაფერი განსაკუთრებული, ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო ჩემთვის, ადამიანებთან რომლებიც ძალიან მომწონდა ამიტომ ვირჩევდი  მუდამ ურთიერთობის იმ ფორმას რომელიც ყველაზე დიდხანს და ბედნიერად გრძელდება – მეგობრობას. Continue reading

Advertisements

Friends never say goodbye

მეგობრობა ჩემთვის ყველაფერია… ამაზე მაგარი რამ მემგონი არ არსებობს, არ ვიცი ოდესმე ამას რამე თუ შემიცვლის, მაგრამ დღეს ჩემთვის წარმოუდგენელია მეგომბობის გარეშე ცხოვრება, საერთოდ ძალიან უიღბლო ვარ მაგრამ მეგობრებში ყოველთვის მიმართლებდა, ყოველგვარი ძებნის გარეშე ყოველთვის შემთხვევა მაკავშირებდა ადამიანებთან, რომლებიც სულ ცოტა ხანში უძვირფასესები ხდებოდნენ ჩემთვის და აღარასოდეს მშორდებოდნენ. მიკვირს როცა ამბობენ რომ ყავდათ მეგობარი, ძალიან ახლოს იყვნენ და უცებ მოხდა რაღაც (რაშიც ყოველთვის ისაა ხოლმე დამნაშავე) და ყველაფერი დამთავრდა. მე სამუდამო მეგობრობის მჯერა, თუ ადამიანს მეგობარი ვუწოდე ის სამუდამოდ იქნება ჩემს გულშო და ცხოვრებაშიც სულ გვერდით მეყოლება თუ ეს მისი სურვილიც იქნება….
მაგალითად მყავს მეგობარი რომელსაც ალბათ დაბადებიდან ვიცნობ, მაგრამ წლების მანძილზე ერთმანეთს ყიველთვის მხოლოდ ზაფხულობით ვხვდებოდით, რამდენიმე დღით, ამას არაფერი შეუცვლია, მთელი წელი გვქონდა ურთიერთობა ტელეფონითა და კომპიუტერით, ზაფხულის ის დღეები კი ყოველთვის სანატრელი იყო და დაუვიწყარი. სულ ყოველთვის ისე გვენატრებოდა ერთმანეთი სულ ოდნავაც არასდროს გვიკამათია. :)) Continue reading