მეც…

8f78d06281a9b64952b50852dae87d33

https://www.youtube.com/watch?v=izyI–B6ygc

Continue reading

Advertisements

ბოლო ფურცელი

ყველა ურთიერთობა იმიტომ იწყება რომ დასრულდეს.

უფრო სწორედ, ამიტომ არ იწყება მაგრამ ბოლო მაინც ასეთია, არაფერი განსაკუთრებული, ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო ჩემთვის, ადამიანებთან რომლებიც ძალიან მომწონდა ამიტომ ვირჩევდი  მუდამ ურთიერთობის იმ ფორმას რომელიც ყველაზე დიდხანს და ბედნიერად გრძელდება – მეგობრობას. Continue reading

წიგნის ფურცლები II

6tag_280815-223550

 

”ცხოვრება რომ იდეალური იყოს, მას მთლიანად სიკვდილის შიშში გავატარებდით, ეს კი დამიჯერეთ ბევრად აუტანელი იქნებოდა ვიდრე შიგადაშიგ სიკვდილზე ოცნებაა…”

 

მუსიკა…. Continue reading

წიგნის ფურცლები…

ძალიან მიყვარს მატარებლები, მეტროთი მგზავრობაც კი…. განსაკუთრებით მაშინ, ვაგონში ცოტა ხალხია თუა და თავისუფლად სუნთქავ. მიყვარს მზიანი დღეები, მატარებელი მიწისზედა სადგურებზე რომ გამოვა და მზის სხივებზე იწყებს ბრწყინვას შენი თმა, შენს მუხლებზე გაშლილი წიგნის ფურცლები. მიყვარს ასეთი მომენტების დაჭერა და მათი მეხსიერებაში სამუდამოდ შენახვა…

მაშინ მზიანი ამინდი არ იყო მაგრამ მგონი მაინც საინტერესო სურათები გამომივიდა… ასეთი უბრალო ამბებით ივსება სწორედაც წიგნის ფურცლები…..

Continue reading

სპრაიტი

ვსვამ სპრაიტს, ვამტვრევ თხილს და ვფიქრობ წუთისოფლის ამაოებაზე….

რეალურად რომ დავფიქრე არც ისეთი სულელი ვარ როგორც უმრავლესობა, არც ისეთი მახინჯი, არც ისეთი ბოროტი, არც ისეთი დაბალი, არც ისეთი უხასიათო… საერთოდაც, ყველაფერში საშუალო ან ოდნავ დადებითისკენ…

და მაინც ვახერხებ ვიცხოვრო ისე რო  სულ რამდენიმე ადამიანი მიტანს ისიც ძლივს და ისიც იმიტომ რომ ბოლომდე არ მიცნობს… (ალბათ)

ეს რეალურად რომ დავფიქრდე და საინამდვილეში იშვიათად ვფიქრობ რეალურად და სულ რაღაც სისულეებს ვიგონებ ^^

სინამდვილეში ჩემი თავი ხან ყველაზე საშინელი არსება მგონია ამ სამყაროში და ხანაც ყველაზე კარგი და თან, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა  იყოს,  მაინც ყოველთვის ვიცი  რომ  ვარ უბრალოდ – ს ა შ უ ა ლ ო !

სპრაიტს ვსვამ თქო და რატომღაც დავინტერესდი ამ სასმელის სახელის წარმომავლობით.

დამთხვევები ყველგან მხვდება ყოველ წამს და აქაც არ გამკვირვებია. თურმე Sprite არის იგივე ფერია, ელფი…

erina

(ჩემნაირი წითელი თმით, მწვანე თვალებით, სწორი წარბებით, ხელთათმანიტაც კი :დ )

პატარა რომ ვიყავი ვოცნებობდი მეგობარი ელფები მყოლოდა, აი ისეთი ღამე ოთახს რომ გამინათებდნენ და ყურში საინტერესო ამბებს ჩამჩურჩულებდნენ, აღარც სიბნელის შემეშინდებოდა და აღარც მარტოობის. ახლა მობილური მაქვს და სპრაიტს ვსვამ…

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სიმღერაც ხომ წყლის ელფზეა: Lady Of The Lake 

მელანქოლია

tumblr_nsiid1QHt61uq1pswo1_1280

ადამიანების ბრალი კი არაა გულს რომ გტკენენ, შენი ბრალია იმდენს რომ მოელი მათგან რამდენის მოცემაც არ შეუძლიათ. Continue reading

მთვარე….

6tag-338378190-1042643544003697808_338378190

მთვარე ვიღაცისთვის უბრალოდ დედამიწის თანამგზავრია, ვიღაცამ ეგეც არ იცის რომ დედამიწის თანამგზავრია….  ჩემთვის რა არის?

ესაც ისევე არ ვიცი როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი, მაგრამ ვიცი რომ ღამით უბრალოდ ჯდომა და ცის ყურება ყველაფერს მირჩევნია და მით უფრო ბედნიერი ვარ რაც უფრო მეტი ვარსკვლავია ცაზე და რაც უფრო დიდია მთვარე…

მთვარე ვერასდროს იქნება უბრალო პლანეტა თუნდაც იმიტომ რომ გალაკტიონმა დაწერა მთაწმინდის მთვარე :

 

”…რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! ”

 

კიდევ უამრავი მიზეზის გამო….

მაგალითად ჩემი ამჟამინდელი სიყვარული….

Fly Me To The Moon and let me play among the stars…” ^^

 

მარადიული სიყვარული….

”Searching for sunlight, there in your room.
Trolling for one light, there in the gloom
You dream of a better day, alone with the moon.

All things are nothing, there in your tomb
All things are nothing, assured is your doom.
You dream of a better day, alone with the moon.

The laughing and joking, they all end too soon
Forgotten memories, forgotten tunes
You dream of a better day, alone with the moon.

That day, it’s coming soon,
Alone with the moon, Alone with the moon
Alone with the moon, Alone with the moon
Alone with the moon, Alone with the moon
Alone with the moon, Alone with the moon”11050639_1046355012041902_3873785212067382711_n

მეგობრებს ვკითხე რა არის სიყვარული….

ერთმა აი აქ… ჰაერზე მეტად რომ ის გჭირდებაო… (და ყელზე იდებს ხელს… )

მეორემ ილუზიააო…

მესამემ როცა გინდა მთელი ცხოვრება მას მიეყრდნო და ისე იკითხო წიგნებიო…..

მეოთხემ არ იცის… ჩემს დღეშია :დ

არ ვიცი… მაგრამ მგონია რომ თუ ოდესმე ვინმე ჩემთან ერთად უყურებს ღმით მთვარეს და უფრო ბედნიერი ვიქნები ვიდრე ახლა ვარ აი ეგ იქნება სიყვარული….  ♥