შიზოიდური განცდები….

რომ ვკითხულობ წიგნში განსაკუთრებით საინტერესო ან მნიშვნელოვან ადგილებს ვინიშნავ ხოლმე, ხან  ვიწერდი, ხან სურათებს ვუღებდი, ხანაც ვხაზავდი… ეს უფრო სახელმძღვანელოებში) ბოლოს როგორც იქნა მივაგენი საუკეთესი საშუალებას:

Student-Book

ეს პატარა საყვარელი ფურცლები საუკეთესო გამოგონებაა ♥ ბოლოს ისე გამომდის რომ თითქმის ყველა გვერდზე ვაწებებ მაგრამ მაინც მიადვილებს შემდგომში ფრაზების მოძებნას თუკი გადაკითვა ან ამოწერა მომინდა.

ამ წიგნმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი გვერდის ჩანიშვნასთნ ერთდ სურვილი მიჩნდება ვწერო ან ვისაუბრო უსასრულოდ ამ თემებზე, პირველად ვწერ წიგნის შესახებ მის დასრულებამდე, უფრო სწორედ სულ ახლახანს რომ დავიწყე კითხვა.

წიგნის სახელია ”შიშის ძირითდი ფორმები” ავტორი ფრიც რიმანი. რიმანი შიშის 4 ძირითდ ფორმას გამოყოფს და შესაბამისად პიროვნების 4 სახასიათო ტიპსაც აღწერს. როგორც მივხვდი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს შიშის ეს ოთხივე ფორმა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მაშინ როცა რომელიმე შიში ბევრად აჭარბებს სხვა დანარჩენს, ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში უშლის ხელს, ჩნდება პრობლემა. ალბათ მიხვდით რომ ამ 4-დან ჯერ  მხოლოდ ერთის თავისებურებებს გავეცანი და უკვე გამაგიჟა.

მოკლედ რომ ვთქვათ შიზოიდურ პიროვნებას აქვს ერთგულების შიში, ცდილობს არავინ დაიახლოვოს:

”შიზოიდური პიროვნებები დიდ შიშს განიცდიან იმის გამო, რომ მათ ვინმე ”გამოიჭერს”, მერე კი ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოუხდებათ. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მათი უცნაური და გაუგებარი რეაქციების მიზეზი. რაკი შიზოიდურ პიროვნებას სანდო ადამიანად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია, აქედან ჩნდება ის ნამდვილი თუ მოჩვენებითი საფრთხეც, რომელიც მის დამოუკიდებლობას ემუქრება. იგი შიშობს, ვიღაც ძალადობით შეიჭრება მის სამყაროშ, რომელიც მას იმისათვის სჭირდება, რომ საკუთარ თავზე გავლენა არ დაკარგოს. ცხადია, ამგვარი განწყობითა და ქცევებით ადამიანი ვერ შექმნის ნდობისა და ინტიმურობისათვის საჭირო გარემოს. შიზოიდური პიროვნების განწყობილებიდან გამომდინარე იგი ძალადობად აღიქვამს ადამიანებთნ ურთიერთობას, რადგან იცის რომ ამ დროს თავადაც ბევრი რამ უნდა გასცეს.”

”ადამიანებთან ფიზიკურ და ფსიქიკურ სიახლოვეს რადარის მსგავსად, თითქოს ”კანგაცლილივით” შეიგრძნობს და მეტისმეტად ”ხმაურიანად ” აღიქვამს.”

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და მთელი წიგნი აქ არ ამოვწერო საკუთარ მაგალითს მოვიყვან, თუმცა წიგნში არაერთი მაგალითია მოყვანილი…

ერთი გოგო იყო… ისიც ცოტას წაუშიზოიდებდა, მაგრამ ისე ძალაიანაც არა….  ცოტა უცნაურად კი მიიჩნევდნენ გრშემომყოფები, თავადაც ჰქონდა პრობლემები ურთიერთობებში, მაგრამ მაინც ჰყავდა მეგობრები. ^^ რაციონალურად აანალიზებდა თავის ეჭვებს და შიშებს და ცდილობდა ყველაფერი ისე მოეგვარებინა სხვებს არ ეგრძნოთ. ბოლომდე მაინც ვერსად გრძნობდა თავს დაცულად, საზოგადოების ნაწილად, ”მათიანად” …. ერთი სიტყვით არ იმჩნევდა. რეალურ ახლო ურთიერთობებს ერჩივნა ვირტუალურად ეკონტაქტა ხალხთან, ხალხთან ურთიერთობაზე კი ალბათ მაინც  ვერასდროს იტყოდა უარს , რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო დისკომფორტი.

ხალხი იმდენად აინტერესებდა თითქმის არავის ეუბნებოდა უარს მეგობრობაზე, არავის ვისგანაც რეალურად ხედავდა ინტერესსა და მეგობრობის სურვილს. ასე ბევრი ადამიანი გაიცნო და ერთ-ერთი მასზე ”უარესი შიზოიდიც”კი აღმოჩნდა… 😀

ამ უცნაურმა არსებამ პერიოდულად დიდი ინტერესით იცოდა საუბარი ხანაც კი საერთოდ ქრებოდა თვეობით ფეისბუკ სივრციდან. გოგონა ამას არ შეუშფოთებია და ყოველთვის ადვილად ხვდებოდა ვინ იმალებოდა ახლადშექმნილი ფეისბუკ პროფილის უკან, ნამდვილი სახელით იყო ის თუ სრულიად შეუსაბამო… (როგორც თავად ამბობდა ბიჭი) შიზოიდიც კი ერქვა ერთხელ :დ ”შემთხვევით…”

ერთ-ერთი უკანასკნელი ამგვარი შემთხვევაც ასე წარიმართა:

 

schizoid

 

ჰომ… ერთი სიტყვით, გოგოს მაინცდამაინც არ ხიბლავდა უცხო ადამიანებთან შეხვედრის იდეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიქრობდა არაფერი დაშავდებოდა… მეგობრული და პროფესიული ინტერესი ერთად დამღუპველია…. ერთი სიტყვით შეთანხმება შედგა მაგრამ შეხვედრამდე 1 საათით ადრე ბიჭს ”საქმე გამოუჩნდა” , შეიძლება მართლაც გამოუჩნდა საქმე, ყოველ შემთხვევაში ერთი კვირით გადადებული შეხვედრა მგონი სამუდამოდ გადაიდო, ბიჭი დაიკარგა….

თვეების შემდეგ გოგომ შემთხვევით აღმოაჩინა რომ ბიჭმა ძველი ფეისბუქი აღადგინა, რეალური სახელითა და  გვარით, თავად კი რატომღაც დაბლოკილი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით გაუგებრობა უნდა იყოს მაგრამ რავიცი…

ამ შიზოიდებს რას გაგვიგებ… 😀

13433205_1075104862583341_6286816558035846816_o

შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზებსა და შედეგებზე ალბათ კიდევ ერთი პოსტი დამჭირდება…  ://

 

13289020_1092133944194217_1909516924_n

 

Advertisements

თეონა

სხვები ყვებიან, რამდენი კაი ტიპი გაიცნეს ამ ზაფხულს, მე ერთი მახსოვს მხოლოდ…..

არა, კაი ტიპი არა… უბრალოდ თეონა… Continue reading

სილვია პლათი… ისევ…..

ეს ის მომენტია ვიღაცას შენს მაგივრად  რომ დაუწერია უკვე…. ვიღაცას შენს მაგივრად უმღერია… შენ კი ახლა კითხულობ, უსმენ და ხვდები რომ თანდათნ ჭკუიდან გადადიხარ… ისედაც გიჟი…. Continue reading

სიტყვები მგონი ზედმეტია…

ნაწყვეტი სილივია პლათის ლექსიდან..სიტყვები მგონი ზედმეტია..

,,მე მივუშვი ყველაფერი თავის ნებაზე, და ცხოვრების
ოცდაათწლიანი სატვირთო გემი აღარ მცილდება.
ყველა ლამაზი ფანტაზია გამოიხვეტა ჩემგან, დამფრთხალი
და შიშველი, პლასტიკატის მწვანე, მგორავი საკაცედან
მივჩერებოდი ჩემს ჩაის სერვისს, კომოდს და წიგნებს.
ისინი ხედვის არედან გაქრნენ, წყალმა დამფარა,
და ახლა უკვე მონაზონი ვარ, და არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი წმინდა.

არ მჭირდებოდა ყვავილები. მე მსურდა მხოლოდ,
ერთიანად დაცლილი და თავქვეშ ხელებამოწყობილი ვწოლილიყავი.
ო, რა კარგია, როცა ფიქრები არ გაწუხებენ –
სიმშვიდე, ასე უზარმაზარი, ეუფლება მთელს შენს არსებას,
არ გისვამს კითხვებს, ფირფიტა შენი გვარ-სახელით, სამშვენისები –
ეს ისაა, სადამდეც მიდიან საბოლოოდ მიცვალებულნი; ისინი თითქოს
ზიარებას იღებენ და იკუმება მათი პირები.

ტიტები ისე უსაშველოდ წითელია, მაყენებს ტკივილს.
მე ვიგრძენი მათი სუნთქვა შესაფუთი ქაღალდის მიღმა,
და მიღმა ამ თეთრი საფენებისა, დაემსგავსნენ ისინი ჭინჭყლ ბავშვს.
მათი ბრდღვიალი ჭრილობებს მიხსნის.
ძნელია მათი მოხელთება: ისინი თითქოს მიცურავენ, მე კი მძირავენ,
მოულოდნელი მათი ენა და ფერები სიმშვიდეს მიმღვრევს,
და ტყვიის დუჟინი საძირავი მეხვევა ყელზე.

აქამდე არავინ მითვალთვალებდა, მაგრამ ახლა მითვალთვალებენ.
მომაჩერდნენ ტიტები და ჩემს ზურგს უკან ფანჯარაა,
სადაც ყოველდღე შეუმჩნევლად მატულობს და კლებულობს შუქი.
მე ჩემს თავს ვხედავ, უსიცოცხლოს და უმნიშვნელოს, მზის თვალსა და
ტიტების თვალებს შორის მოქცეულ ქაღალდის აჩრდილს.
მე არ მაქვს სახე, მაქვს სურვილი განვქარდე და წავიშალო.
და ჩემს წილ ჟანგბადს მოხასხასე ტიტები ნთქავენ.

ჰაერი, მათ გამოჩენამდე, იყო იმდენად სუფთა და გრილი,
თავისუფლად ვსუნთქავდი, მაგრამ, უცებ ტიტებმა
ყურისწამღები გრუხუნით პირთამდე გადაავსეს აქაურობა.
და მათ ირგვლივ დატრიალდა ჰაერი ისე, როგორც მორევი
მდინარეში ჩაძირული დაჟანგული ძრავის ირგვლივ ტრიალებს ხოლმე.
ამან მიიპყრო მთელი ჩემი ყურადღება. მათ ლაღ თამაშს
და სიმსუბუქეს ოდნავი კვალიც კი არ აჩნდა ხელოვნურობის.

და კედლებიც თითქოს უცებ აფორიაქდნენ.
ტიტები, საშიში მხეცების მსგავსად დასამწყვდევები ხდებიან, ისინი
იხსნებიან და უზარმაზარი აფრიკული კატების ხახებს ემსგავსებიან.
მე ჩემს გულს ვუსმენ: ის იხსნება და იხურება,
სიყვარულისგან დაცლილი და მეწამული ყვავილებით სავსე ლარნაკი.
გემოს ვუსინჯავ წყალს, ის ზღვასავით თბილია და მარილიანი,
და ისეთი სიშორიდან მოტანილია, რამსიშორეზეც მე დავცილდი ჩემს სიჯანსაღეს.”

საუბრის ყველაზე უაზრო თემა….

დიახ, ეს არის რელიაგია… დღეს რატომღაც ათეიზმია მოდაში… ან იმის თქმა რომ ათეიზმია მოდაში… :/

ყოველ შემთხვევაში მე ზედმეტად ხშირად მხვდება საუბარი ამ თემაზე და ვცდილობ არასდროს ჩავერიო…

მაგალითად სანამ რომელიმე გენიოსი ასეთ რამეს არ იტყვის და მდგომარეობიდან არ გამომიყვანს: Continue reading

მითხარი რას უსმენ და გეტყვი ვინ ხარ…

საოცრებაა….მარტო ეს კი არა, საერთოდ მუსიკაა საოცრება… არვ ვიცი როგორ უნდა მეცხოვრა ამის გარეშე…
მუსიკა ისაა რამაც ბევრჯერ გადამარჩინა და გაჭირვებაში ადამიანების ნაცვლადაც სწორედ ის მედგა გვერდში…
თურმე შესაძლებელია პიროვნების ტიპის განსაზღვრა იმ მუსიკის მიხედვით, რომელსაც უსმენს. ( ამის მიხედვით მე ნამდვილი როკერი ვარ :დ )
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს,რომ ადამიანის ხასიათის, მისი კრეატიულობის და გახსნილობის შესახებ ინფორმაციას იძლევა მუსიკა.

პოპ-მუსიკა – ესეთ მუსიკას ექსტრავერტები უსმენენ. პატიოსანი, წესიერი ადამიანები, შრომისმოყვარეები არიან და აქვთ მაღალი თვითშეფასება, მაგრამ ნაკლებად შემოქმედებითი და საკმაოდ შებორკილები. (ექსტრავერტი – ცხოვრების სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რეალურ გარე ობიექტებსა ოპერაციებს ანიჭებს უპირატესობას. კომუნიკაბელური, ოპტიმისტი, იმპულსური, ნაცნობების ფართო წრე ჰყავს და აქვს ემოციებსა და გრძნობებზე სუსტი კონტროლი.)

რეპი და ჰიპ-ჰოპი – მიუხედავად სტერეოტიპისა, რომ რეპის მოყვარულები აგრესიულები და სასტიკები არიან, მკვლევარებმა ეს ფაქტი არ დაადასტურეს. აღმოჩნდა რომ აღნიშნული მუსიკის მსმენელებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და კომუნიკაბელურები არიან.

ქანთრი – ქანთრის თაყვანისმცემლები ჩვეულებრივ შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურები არიან. ამასტანავე ადამიანები,რომლებსაც ეს ჟანრი იზიდავთ,ხშირად ემოციური სტაბილურობით გამოირჩევიან, რადგანაც ქანთრი-სიმღერები ხშირად სევდიანია.

როკ/მეტალი – აგრესიული იმიჯის მიუხედავად, როკ-მუსიკის და მძიმე როკის თაყვანისმცემლები, საკმაოდ რბილი ადამიანები არიან. ისინი შემოქმედებითი პიროვნებები არიან, მაგრამ მათ შორის ბევრია ინტროვერტი. როკის მოყვარულები შეიძლება დაბალი თვითშეფასებითაც იტანჯებოდნენ. (ინტროვერტი – უპირატესობას ანიჭებს საკუთარი წარმოსახვების და აზრების სამყაროს. მშვიდი, მორიდებული, უყვარს წესრიგი ყველაფერში, ნაკლებად კონტაქტური, აკონტროლებს თავის გრძნობებს.)

ინდი – ამ ჟანრის მოყვარულები, როგორც წესი ჩაკეტილი, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ხალხია. ისინი ნაკლებად შრომისმოყვარე და რბილები არიან. მათთვის დამახასიათებელია – პასიურობა, დაბალი თვითშეფასება, შფოთვა.

საცეკვაო მუსიკა – საცეკვაო მუსიკის მოყვარულები თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური ადამიანები არიან.

კლასიკური მუსიკა – საკმაოდ ჩაკეტილები,მაგრამ ჰარმონიაში არიან საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. ისინი შემოქმედებითი ხალხია და აქვთ ადეკვატური თვითშეფასება.

ჯაზი, ბლუზი და სოული – ესეთი მუსიკის თაყვანისმცემლები მაღალი თვითშეფასების მქონე ექსტრავერტები აღმოჩნდნენ. ასევე შემოქმდებითი, ურთიერთობაში ადვილი ნატურები არიან.